ქათმის სალათი ლორით და ყველით ,,ატრიუმის” შეფ-მზარეულისგან

0
118

საჭირო ინგრედიენტები:

 

შემწვარი ქათმის ფილე – 150 გრ. 

დავჭრათ მომცრო ზომის კუბიკებად

 

ლორი მანდოლინა – 70 გრ.

ასევე, ვჭრით  უფრო მომცრო ზომის კუბიკებად

 

 

ყველი გაუდა – 70 გრ.

რა თქმა უნდა, კუბიკებად 

 

 

გამზადებული კუბიკების მასას კარგად ავურევთ ერთმანეთში, შევაზავებთ შავი პილპილით, მარილი გემოვნებით. (თუ შეწვის დროს გამოიყენებთ მარილს, ამ შემთხვევაში მარილი აღარ სჭირდება) წვრილად დაჭრილი ოხრახუში 20 გრ. დავამატოთ მაიონეზი და კარგად ავურიოთ.

მაიონეზი – 120 გრ.

როდესაც სალათის მორევას დავასრულებთ და დავრწმუნდებით, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად არის გაზავებული, გავაფორმოთ პომიდორი ჩერით და გემრიელად მივირთვათ.

,,ქათმის სალათი ლორით და ყველით”, რომელიც „ატრიუმის” შეფ-მზარეულმა ლაშა კორძაძემ შემოგვთავაზა არის უმარტივესი მოსამზადებელი და რაც მთავარია – ძალიან გემრიელია.

 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი