მაგდა ფერაძე – ვინ ვარ მე

0
717

დიდი ხნის წინ ფროიდი ამბობდა დეპრესიის დროს როგორადაც გრძნობ თავს ის ხარ სინამდვილეშიო. ნამდვილი არარაობა ვარ, ძონძი, არაფრის ღირსი არ ვარ, ყველაფერი ჩემი ბრალია. ეს ის მომწამვლელი ფრაზებია რასაც ადამიანი საკუთარ თავს უწოდებს ისეთი მძიმე სენის დროს, როგორიც დეპრესიაა.

საკუთარი ბრალეულობის, სირცხვილის და დანაშაულის გამძაფრებულ განცდას თან ახლავს დარდი და მოსალოდნელი საფრთხის შიში. შიში იმისა რომ შეამჩნევენ… ვიღაცა გაკიცხავს, ვიღაცა არ მოიწონებს. ხშირად თანატოსის ინსტიქტიც კი აქტიურდება… სირცხვილის გრძნობა იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული რომ აიძულებს ადამიანს იყოს უჩინარი.

ნებისმიერი ცხოვრებისეული დაბრკოლება რომელიც მის ფსიქიკაში გაფორმდა როგორც მარცხი და წარუმატებლობა განგაშს ტეხს მაშინვე, როგორც კი მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგება. შიში, დანაშაული, სირცხვილი, სამივე გრძნობა ერთად ცოცხლდება დეპრესიის დროს. და გვძულს საკუთარი თავი ასეთი უმწეო და უსუსური. გვძულს ირგვლივ ყველა ვინც რამეთი მაინც გვაგონებს ჩვენს თავს, გვახსენებს ჩვენს მდგომარეობას. ის რასაც, ასე ვერ ვღებულობთ სხვა ადამიანში, რასაც ასე გავურბივართ და გვეშინია, სინამდვილეში ხომ ჩვენივე მიუღებელი ,, მე”- ს ნაწილია.

ის მოუნელებელი და დაუმარხავი განცდები, რასაც ასე წარმატებით ვდევნით არაცნობიერში, პერიოდულად მოუშუშებელი იარის სახით გვევლინება. სწორედ ამ იარების მოშუშებას გულისხმობს ფსიქოთერაპია, ხან ანესთეზიით ხან მის გარეშე. ასეც ხდება ხოლმე. იოლი ხომ არაა შეხვდე საკუთარ თავს შემოძარცული ტყავით, შიშველს, სიძონძის და სიგიჟის ზღვარზე. გააცნობიერო შენი შიშები და დაიმეგობრო.

დანაშაულის გრძნობის შემთხვევაში აღმოაჩინო ბრალმდებელი, რომელიც ოდესღაც არსებობდა ან არსებობს. აპატიო მასაც და საკუთარ თავსაც და დაასრულო კიდევ ერთი დაუსრულებელი ისტორია შენში. დაძლიო ისეთი მტანჯელი განცდა რასაც სირცხვილი ქვია და აღარ მოგინდეს იყო უჩინარი. მიიღო და შეიყვარო ის ვინც ხარ და ვინც დაკარგე ერთ დროს…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი