ჯანსაღი თვითკრიტიკის ფსიქოლოგია

0
126

უახლესი ფსიქოლოგიური კვლევებით დგინდება რომ თვითკრიტიკა კარგია, რადგან გადაჭარბებული რწმენა და თვითდარწმუნება მოტივაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. არ არის სწორი ადამიანებმა თავიანთ ყველა შეცდომას მოუძებნონ რაციონალური ახსნა და მუდმივად მიმართულნი იყვნენ გარე ფაქტორებზე, არამედ აუცილებელია ყველაფერი შეფასდეს ობიექტურად. მაგრამ ზედმეტი და არასწორი თვითკრიტიკაც ასევე დამღუპველია. ამიტომ ფსიქოლოგთა კვლევებისა და დასკვნების შედეგად დგინდება რომ:

1. კარგია თუ კონცენტრირებული ვიქნებით ჩვენში არსებულ კონკრეტულ სისუსტეებზე – როგორიცაა მაგალითად დროის ტელევიზორთან გატარების ჩვეულება – და არა საკუთარი თავის ზოგადად ცუდად წარმოჩენაზე (მაგ. “მე არაფერი მეშველება”);

2. თუ არსებობს გარე ფაქტორები, რომლებიც ხელს გვიშლიან წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე, ნუ გამოვიყენებთ მათ თავის გასამართლებლად, არამედ გავიაზროთ მისი ცუდი მხარე, ზემოქმედება ჩვენზე და შევეცადოთ რომ შევცვალოთ იგი ან/და გავერიდოთ მას;

3. დავფიქრდეთ იმაზე თუ რამდენად სასარგებლო ან უსარგებლო იქნება ჩვენი ქმედებები სხვებისათვის, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად, თვითრეალიზებისა დ თვითკმაყოფილებისათვის და რაც მთავარია სოციალური კაპიტალის დაგროვების გზაზე.

4. ვიყოთ შემწყნარებლები საკუთარი თავის მიმართ და არ გამოვუტანოთ საკუთარ თავს უაპელაციო განაჩენები, არამედ პირდაპირ დავინახოთ ჩვენი შეცდომები, მაგრამ გავიაზროთ ისინი არა როგორც მსაჯულის პოზიციიდან, არამედ უფრო მეგობრისა და მრჩეველის მხრიდან და მივცეთ თავს მოტივაცა რომ შევცვალოთ ყოველივე.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი