ნინო ყვირილიანი:საკმარიასია შენ გაიხსნა, კარი გაუღო სამყაროს და სიყვარული და სიმშვიდეც შემოსვლას იწყებს

0
546

„სამყაროს შეცნობა მხოლოდ საკუთარ თავშია შესაძლებელი. ამისათვის ადამიანმა საკუთარი გონების წაკითხვა უნდა გაბედოს. როცა ჰგონიათ იპოვეს, სწორედ იქ აქვთ ყველაფერი დაკარგული. ეძებოს, ნუ დაიგულებს ნაპოვნად, რადგან ის ასე მარტივი საპოვნი რომ იყოს, არ იქნებოდა ამდენად ამოუხსნელიც… “ – ირაკლი გოგიჩაიშვილი

გიფიქრიათ რა ვიცით სამყაროს, ღმერთის შესახებ? უამრავი ადამიანი ახსენებს მას. თუ თქვენ მიიღებთ რომელიმე რელიგიის სწავლებას ბრმად მინდობით, ასე მხოლოდ საკუთარ თავს დაკარგავთ. მნიშვნელობა არ აქვს რომელ რელიგიას შეეკედლება ადამიანი, თუ თვითშემეცმენის პროცესი არ დაწყებულა მასში. ადამინის ხედვა ვიწროა და ხშირად კატეგორიული.

სანამ ღმერთის სახელის დემონსტრირებას ახდენ და მუდმივად, როგორღაც ამტკიცებ მის არსებობას, მანამდე თავს იტყუებ, ხოლო ვინც ამბობს, რომ ჯერ არ იცის ის ვინ არის და ძიებაშია, ახლოს დგას საკუთარ თავთან, თვითშემმეცნებელია და იპოვის ,,მეს“ და თუ ის იპოვის საკუთარ თავს, გამთლიანებისკენ წავა და იქვე იპოვის ღმერთსაც,

რადგან ვფიქრობ, ღმერთი ადამიანშია. როდესაც ცნობიერ-არაცნობიერად გახლეჩილი ადამიანი იწყებს საკუთარი შეუცნობელი ნაწილის შეცნობას, ის მესთან ერთად სამყაროსაც შეიმეცნებს. ადამიანი საკუთარი შინაგანი პროცესების გარეთ პროექციას ახდენს და აქედან გამონდინარე აღიქვამს სამყაროს და არქმევს ყველაფერს სახელს, როცა ამის გაცნობიერება ხდება, იწყება რეალობის და სამყაროს მიმღებლობა ისეთის როგორიც არის.

სიყვარულიც, რომელსაც მტკიცება სჭირდება, ის სიყვარული არ არის. განპირობებული გონება უნდა დაცარიელდეს, რომ იქ სიყვარულისთვის და ღმერთისთვის ადგილი გამოთავისუფლდეს. თუ გაარღვევ იმ მოჯადოებულ ჩაკეტილ წრეს, რის გამოც შინაგანი გაშეშება გაქვს, სამყაროსადმი შენი ხედვის დიაპაზონიც გაიზრდება, გაფართოვდება, აღარ შემოფარგლავ კატეგორიული აზროვნებიდან იმ ვიწრო ტერიტორიებს, რის მიღმა გახედვაც აქამდე გაშინებდა და საკმარიასია შენ გაიხსნა, კარი გაუღო სამყაროს და სიყვარული და სიმშვიდეც შემოსვლას იწყებს. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი