დიპლომატიის (სახალისო) ლექსიკონი

0
282

საინტერესოა განვიხილოთ დიპლომატების (ან უბრალო ადამიანების) მიერ გამოყენებული ლექსიკა და მათი მნიშვნელობა გავხადოთ საჯარო. როდესაც დიპლომატი გვეუბნება

– დიახ – იგულისხმება, რომ რაღაც საკითხი გარკვეულწილად შესაძლებელი და დასაშვებია.

 – ალბათ – იგულისხმება, რომ მოცემული საკითხი ნაკლებადაა შესაძლებელი, მაგრამ დეტალებს მომავალი გამოაჩენს უკეთ.

– შესაძლებელია – იგულისხმება, რომ რაღაც შეუძლებელი და დაუშვებელია.

– არა – ნამდვილი დიპლომატი არასდროს იყენებს ამ სიტყვას.

– მომავალისათვის გადავდოთ – საკითხი,  რომელიც  გაურკვეველი  დროისათვისაა  გადადებული ან/და არასდროს განიხილება.

– სხვა დროს – მისტიური დრო, რომელიც არასდროს არ დადგება,

– ვგმობ! – რეაგირება დანაშაულზე, რომელზეც გარკვეული სახის  პასუხს  აუცილებლად  მოეთხოვება დამნაშავეს.

– მხოლოდ მშვიდობიანი გზ – მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ამართლებს საშუალებებს.

– განვიხილავთ სხვადასხვა მეთოდებს –  იგულისხმება,  რომ  მიზნის  მისღწევად  გამოყენებული იქნება სამხედრო ან/და სხვა სახის ძალადობრივი მეთოდებისა და ზეწოლის ერთობლიობა.

– მშვიდობა – მდგომარეობა, რომელიც საჭიროა შემდგომი კონფლიქტისათვის მოსამზადებლად.

– წაყრუება – მდგომარეობა,  როდესაც  ცდილობ  არ  შეიმჩნიო  ან  არ  გაითვალისწინო  სხვისი ნათქვამი ან ქმედება.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი