ჯიდუ კრიშნამურტი:ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ეს ვნება, ვერასოდეს გაიგებს სიყვარულს

0
1768

ამ გაცვეთილ უდაბურ სამყაროში არ არის სიყვარული, რადგანაც სიამოვნება და სურვილი თამაშობს უდიდეს როლს. სიცოცხლე კი სიყვარულის გარეშე აბსოლიტურად უმნიშვნელოა. შეუძლებელია გქონდეთ სიყვარული თუ არ არის მშვენიერება. მშვენიერება ის არ არის რასაც შენ უყურებთ_ ლამაზი ხე, ლამაზი სურათი, ლამაზი შენობა ან ქალი. მშვენიერებაა  როდესაც შენმა გულმა და გონებამ იცის რა არის სიყვარული. ამ სიყვარულისა და მშვენიერების გრძნობის გარეშე არ არსებობს უმანკოება და ეს შენ მშვენივრად იცი. გააკეთე რაც გსურს, გააუმჯობესე საზოგადოება, გამოკვებე ღარიბები, თქვენ ამით შექმნით მხოლოდ უბედურებას, რადგანაც  სიყვარულის გარეშე არის მხოლოდ სიმახინჯე და სიღატაკე შენს გულსა და გონებაში.

მაგრამ როდესაც არის სიყვარული და მშვენიერება, ყველაფერს რასაც არ უნდა აკეთებდე, სწორია, ყველაფერი მოწესრიგებულია. თუ იცი როგორ უნდა გიყვარდეს, მაშინ შეგიძლია აკეთო ყველაფერი რაც გსურს, რადგანაც ეს მოაგვარებს ყველა დანარჩენ პრობლემას. მაშასადამე მივედით პუნქტამდე : შეუძლია გონებას იპოვოს სიყვარული დისციპლინის გარეშე, ფიქრის, იძულებისა და  წიგნების გარეშე, რაიმე სწავლების ან ლიდერის გარეშე?დაინახო ეს ისე, როგორც ხედავ მომაჯადოვებელ მზის ჩასვლას?  მე მგონი ერთი რამ რაც სრულიად აუცილებელია,  არის _ ვნება მოტივის გარეშე, ვნება რომელიც არ არის შედეგი ვალდებულების ან მიბმის, ვნება რომელიც არ არის ჟინი და გულისთქმა.

ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ეს ვნება, ვერასოდეს გაიგებს სიყვარულს, რადგანაც სიყვარული მოდის მხოლოდ იქ, სადაც არის სრული თვით-უარყოფა. გონება რომელიც ეძებს, არ არის ვნებიანი გონება, რადგანაც სიყვარულს მაშინ იპოვი როდესაც არ ეძებ, მას აღმოაჩენ არა ძალისხმევისა და გამოცდილების შედეგად, არამედ გაუცნობიერებლად. ასეთი სიყვარული არ არის  დროის, არის ორივე პერსონალურიც და არაპერსონალურიც, ერთიც და მრავალიც, მსგავსია ყვავილის სურნელების, რომელსაც შეგიძლია უსუნო ან გვერდით ჩაუარო. ეს ყვავილი ყველასთვისაა, ისევე როგორც თითოეულისთვის  ვინც არ იშურებს ძალისხმევას რომ დატკბეს მისი მშვენიერებითა და სურნელით, თუმცა შეიძლება ახლოს იყო მასთან ან შორს, ყვავილი მაინც იგივეა,  სურნელებით აღსავსე ყველას უზიარებს მას.

სიყვარული რაღაც ახალია, ნორჩი, ცოცხალი. მას არა აქვს არც გუშინ და არც ხვალ, იგი მუდამ ქაოტური ფიქრის მიღმაა. მხოლოდ უმანკო გონება იცნობს სიყვარულს და ამ უმანკო გონებას შეუძლია იცხოვროს ბიწიერ სამყაროში. ამ გასაოცარი რამის პოვნა, რასაც ადამიანი  დაუსრულებლად ეძებს თავგანწირვის, თაყვანისცემისა და ურთიერთობების შედეგად, სექსის,  უამრავი სახის სიამოვნებისა და სურვილის შედეგად, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიქრი შეიცნობს თავის თავს და ბუნებრივად წავა დასასრულისკენ. სიყვარულს არა აქვს წინააღმდეგობა და კონფლიქტი. ამის შემდეგ თუ  დაგებადებათ შეკითხვა: კი მაგარამ თუ ვიპოვი ასეთ სიყვარულს, მაშინ რა მოუვა ჩემს ცოლს, ჩემს შვილს, ოჯახს, ექნებათ მათ უსაფრთხოება?

-ეს ნიშნავს რომ შენ არასოდეს ყოფილხარ ფიქრისა და ცნობიერების არეალის მიღმა,  თუ ერთხელ მაინც გასულხარ ამ შეზღუდული აზროვნების მიღმა, მაშინ აღარასოდეს დაგებადება ასეთი ფიქრი, რადგანაც იქ არის სიყვარული, რომელშიც არ არსებობს არც დრო და არც ფიქრი. შესაძლებელია ბევრი რამ წაგიკითხავს ჰიპნოზისა და ჯადოქრობის შესახებ, მაგრამ  რეალური გასვლა ფიქრისა და დროის მიღმა ნიშნავს – გასვლას მწუხარებიდან – რაც საბოლოოდ ნიშნავს შეიცნო სრულიად განსხვავებული სივრცე, რასაც ქვია სიყვარული.  მაგრამ თუ  არ იცი როგორ მიხვიდე ამ აღმოჩენამდე, რას აკეთებ შემდეგ? თუ არ იცი რა უნდა გააკეთო , გამოდის რომ ხარ უმოქმედოთ, ანუ არ ეძიები, არ ითხოვ, არ იღწვი, არ არის არავითარი კონცენტრაცია – მაშასადამე იქ არის სიყვარული.                                                                                                                                                                                                    შეკითხვა: მე ვარ აღსავსე სიძულვილით, შეგიძლიათ მასწავლოთ როგორ შევიყვარო?

კრიშნამურტი: ვერავინ გასწავლის სიყვარულს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, სამყაროს პრობლემები დიდ ხანია მოგვარდებოდა.  რომ შეიძლებოდეს ამის სწავლა წიგნებიდან , ისე როგორც მაგალითად მათემატიკას ვსწავლობთ, მაშინ აღარ იარსებებდა სიძულვილი, ჩაგვრა, ომი, დაყოფა, მდიდარი და ღარიბი და ჩვენ ჭეშმარიტი მეგობრები ვიქნებოდით ერთმანეთისთვის. მაგრამ სიყვარული ასე ადვილად არ მოდის. ადვილია სიძულვილი და  ერთგვარად სიძულვილიც აგროვებს ადამიანებს ერთად, ისინი ქმნიან უამრავ ფანტაზიებს, სხვა და სხვა ტიპის ერთიან ქმედებებს, მაგალითად ისეთს როგორიცაა ომი.  მაგრამ სიყვარული სრულიად განსხვავებული რამაა.  შენ ვერ ისწავლი სიყვარულს, მაგრამ შეგიძლია დააკვირდე სიძულვილს და შემდეგ ფრთხილად გადადო გვერძე.

ნუ ებრძვი სიძულვილს, ნუ ამბობ, რომ ეს საშინელებაა, არამედ გაარკვიე რა არის სიძულვილი და მერე გაუშვი, მოისროლე გვერძე, როგორც  გამოუსადეგარი. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ამ გრძნობას არ მისცე საშუალება ფესვი გაიდგას შენს გონებაში. გამიგეთ რას ვამბობ?  გონება მსგავსია ნოყიერი ნიადაგის და თუ მივცემთ საკმარის დროს რაიმე პრობლემას, ის აუცელებლად გაიდგავს ფესვს როგორც სარეველა და შემდეგ მისგან თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. მაგრამ თუ არ მისცემთ პრობლემას ამის დროს, მაშინ ის დაჭკნება. თუ შენ წაახალისებ სიძულვილს, მისცემ მას დროს, გაზრდი და დაამწიფებ გადაიქცევა უზარმაზარ პრობლემად. რამდენჯერაც მოვა სიძულვილი,  უნდა გაუშვა და საბოლოოდ გონება გახდება მგრძნობიარე სენტიმენტალიზმის გარეშე, მაშასადამე შეიცნობს სიყვარულს. გონება შეიძლება მისდევდეს შეგრძნებებსა და სურვილებს, მაგრამ არა სიყვარულს. სიყვარული უნდა მოვიდეს გონებაში  და შემდეგ აღარ იარსებებს  დაყოფა როგორც ესტეთიური და ღვთაებრივი. ეს არის სიყვარული _ ერთადერთი რამ რასაც მოაქვს სრული აღტაცება მთელი არსებობის.

არ შეცვლილხართ?  შეგიძლიათ თქვათ „მე აღსავსე ვარ სიყვარულით, ჭეშმარიტებით, ცოდნითა და სიბრძნით“. მე  გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ნონსენსია თუ არ ხარ თავისუფალი შიშისგან, ამბიციებისგან, სიხარბისგან შურისგან და სურვილებისგან? და თუ არა ხართ, მაშინ მხოლოდ თამაშს თამაშობ და არ ხარ  სერიოზული.

1980წ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი