პასიონარი

0
319

მათ დასახასიათებლად გავიხსენოთ, ის ადამიანები, ვინც კოლუმბის შემდეგ სამხრეთ ამერიკას ითვისებდნენ. მათგან 85% პირველივე წელს იღუპებოდა ავადმყოფობით, შიმშილით, აბორიგენებთან ბრძოლით, ერთმანეთთან შუღლის გამო. რისთვის? – გეთანხმებით, ოქრო! მაგრამ, მათთვის ოქროს აზრი ჰქონდა არა როგორც ოქროს, არამედ მიზნის მიღწევის მტკიცებულებას. 

მათგან სამშობლოში დაბრუნებული 15% ისეთი გადაღლილი და იმუნურ სისტემადაქვეითებული იყო, რომ ნაშოვნი სიმდიდრის გამოყენების თავიც აღარ ჰქონდათ. 
ასეთ მდგომარეობაში დაბრუნდა ამაზონის აღმომჩენი ორლეანაც.

ამ აღმოჩენისთვის მას მარკიზის ტიტული მიანიჭეს. მისცეს სოლიდური ჯილდო ფულის სახით და იცით, რა გააკეთა ორლეანამ? – მიღებული ფული ახალი ექსპედიციის მოწყობაში დახარჯა და ისევ ამაზონისკენ გაემართა, სადაც, თუ არ ვცდებით, ალიგატორებმა შეჭამეს. 

ძნელია, სახელმწიფოს მართვა თავისი მიზნისადმი ასე ექსტრემალურად მებრძოლ ადამიანს ვანდოთ. მიზნისთვის ასეთი დაუნდობელი ბრძოლა, მხოლოდ ქაღალდზეა ერთობ რომანტიული; მაგრამ ასეთ ადამიანს ვანდოთ ისეთი ფაქიზი მექანიზმის მართვა, როგორიცაა სახელმწიფო, მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ, საშიშია.

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი