მაგდა ფერაძე – ჩვენში მცხოვრები ბავშვი

0
525

-„მახსოვს როგორ ვძვრებოდი მაგიდის ქვეშ რომ მშობლების ჩხუბი არ დამენახა”.

– „ვერასოდეს ვაპატიებ დედას, რომ მოძალადე მამისგან ვერ დაიცვა, საკუთარი თავი და ვერც მე“.

– „მთელი ბავშვობა ტყავიდან ვძვრებოდი რომ მშობლებისთვის მოსაწონი და სასურველი შვილი ვყოფილიყავი“.

ადამიანი ვისაც მშობლები არ ჰყავს, ფსიქოთერაპევტი არ სჭირდება – ფროიდი

ფროიდი მიიჩნევდა რომ ყველა უბედურების და წარუმატებლობის სათავე ბავშვობაში უნდა ვეძიოთ და თუ ბავშვობის დროინდელ ტრამვებს მივაგნებთ, ადამიანის განკურნებასაც შევძლებთ.

ფროიდის თეორიის თანახმად, დედის როლი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ცხოვრებაში. მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ბავშვი, რომელსაც დედა, სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობა შემდგომში, ძლიერ და თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება. დედის მხრიდან უპირობო სიყვარული და მამის მხრიდან უსაფრთხოების, დაცვის გარანტია მისი ფსიქიკის ჯანსაღად განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს ბავშვი. ბავშვი რომელსაც ყოველდღიურად ვახშობთ, ვთრგუნავთ და ვაიძულებთ იყოს სერიოზული. რომელიც ერთ დროს საგულდაგულოდ ჩავკეტეთ… მხოლოდ იმიტომ რომ მისი ქცევა ვიღაცისთვის მოსაწონი არ იყო. ჩაახშო შენში მცხოვრები ბავშვი თავისი სილაღით და სიგიჟით ნიშნავს ჩაახშო შენში სიცოცხლე.

ნებისმიერი გიჟური აზრის, სურვილის და ოცნების დროს რაც ზრდასრული ადამიანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა სწორედ ის ბავშვი იღვიძებს. ბავშვი რომელსაც გული ატკინეს, ვერ დაიცვეს, არ გაუფრთხილდნენ, არ შეიყვარეს და არ აღიარეს. მოვუსმინოთ, დავეკონტაქტოთ, შევიყვაროთ და დავიმეგობროთ. თუ ხელი ვკრათ აქ და ახლა, ჩვენი არჩევანია.

დავწეროთ საკუთარი სცენარი სადაც, პრინცესის როლი გვექნება თუ კონკიის ჩვენი არჩევანია. დავასრულოთ დაუსრულებელი ბავშვობა გულისხმობს აპატიო საკუთარ თავს და მშობლებს… რადგან… ვალაგებთ ურთიერთობას დედასთან, ნიშნავს, ვალაგებთ ურთიერთობას მთელ სამყაროსთან…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი