ოშო – სექსიდან ზეცნობიერი IV ნაწილი

0
634

ხალხი ისევ და ისევ იმეორებს მას, რასაც ეწოდება სიყვარულის კეთება, იმიტომ რომ ისინი არასოდეს არიან დაკმაყოფილებულები. ინდოეთში ყველაზე ძველი ტრაქტატი სექსის შესახებ, „კამა-სუტრა“ ვატცაიანა, ამბობს, რომ ჭეშმარიტად ვნებიანი და შმაგი სასიყვარულო აქტი, საკმარისია ერთხელ წელიწადში! ეს გამოიყურება სრულიად შეუძლებლად თანამედროვე ადამიანისათვის – ერთელ წელიწადში?

ისინი არ იყვნენ ისეთი ადამიანები,რომლებიც ჩახშობილები იყვნენ რაიმე სახით. ვატცაიანა პირველი სექსოლოგია მსოფლიოში და პირველი, რომელმაც მოიტანა მედიტაცია სექსში; პირველი, რომელიც მოვიდა, რათა გაეთავისუფლებინა მისი უღრმესი ცენტრები.
და ის მართალია, თუ თქვენ ნამდვილად მიდიხართ ზღვრამდე, ერთხელ წელიწადში, თითქმის საკმარისია. ეს გაკმაყოფილებთ ისე ღრმად, რომ გამოყოლილი ალი თვეობით საკმარისი იქნება.

თუ თქვენ სულსწრაფი ხართ ყველაფერში, სულსწრავი იქნებით სექსუალურ აქტში, იმიტომ რომ თქვენ იქნებით მასში. ადამიანები,რომლებიც მეტისმეტად შეწუხებულები არიან იმით, რომ დრო ფუჭად არ დაკარგონ, სულსწარფები იქნებიან სქესობრივ აქტშიც, დროის ტყუილუბრალოდ დაკარგვის შიშით. ასე, რომ ჩვენ გვსურს სწრაფად ხსნადი ყავა და “სწარაფი” სექსი. ყავისათვის ეს კარგია, მაგრამ სექსისათვის – ეს უბრალოდ უაზრობაა. არ შეიძლება იყოს “სწრაფი” სექსი. ეს არ არის სამუშაო და ეს არ არის ის, რაშიც თქვენ შეგიძლიათ იჩქაროთ. სიჩქარით თქვენ დაანგრევთ მას და ხელიდან გაუშვებთ ყველაზე მთავარს. დატკბით იმით, იმიტომ რომ მისი საშუალებით შესაძლებელია შეიგრძნოთ მარადიულობა. თუ თქვენ ჩქარობთ, მაშინ მარადიულობის შეგრძნება შეუძლებელია.

ზოგჯერ ხდება, რომ სხვისი ენერგია არ განთებთ თქვენ. ასე რომ, თქვენც არაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს უბრალოდ არ ხდება. ბუნებრივია, საჭიროა მოძებნო სხვა ვინმე, ვისთანაც შეგეძლბა ანთება. მაგრამ საზოგადოება, კულტურა, რელიგია და ტრადიცია – ყველაფერი ეწინააღმდეგება ამას. ზოგჯერ ჩვენ ვიწყებთ ჩამოკიდებას ერთმანეთზე, მაშინაც კი თუ ჩვენ არ ვიღგზნებით; ეს ხელსაყრელია. არსებობს ბავშვი, რომელიც ჩვენ ორივეს გვიყვარს, მაშინ ამასში უფრო მეტი სირთულეა. მაგრამ თუ აგრძელებთ ჩახშობას,მაშინ თქვენ იქნებით გაღიზიანებული. თქვენ შეგიძლიათ გამოამჟღავნოთ ეს, შეგიძლიათ არ გამომჟღავნოთ, მაგრამ იქნება გაღიზიანება…წყენა.

ზოგჯერ, როდესაც თქვენ მოისურვებთ ერექციას, ეს ძლიერი სურვილი დაბრკოლება იქნება.
თქვენ არ შეგიძლიათ ისურვოთ ეს. იგი იმყოფება სურვილის მიღმა და თუ თქვენ ეცდებით მის გამოწვევას, აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდებით. და თუ ერთხელ თქვენს გონებაში ჩასახლდა აზრი, რომ რაღაც არასწორია, მაშინ თქვენ მოხვდებით შფოთში. არ არის საჭიროება ამის სურვილის. თუ ეს ხდება კარგია, თუ არა მაინც კარგია. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სხეული ამ მომენტში არ არის ხასიათზე, სხეულს არ შეუძლია შესვლა მასში. ის ამბობს “არა”, მორჩა და გათავდა. უბრალოდ უსმინეთ სხეულს და მიყევით მას!

დაე იყოს სიყვარული რაიმე განსაკუთრებული; და ის არის განზაკუთრებული.
დაელოდეთ შესაფერის მომენტს, ადამიანები თითქმის ყოველთვის არასწორ მომენტს ირჩევენ. ჩემი დაკვირვებაა: როდესაც არ უნდა იჩხუბოს წყვილმა, ჩხუბის შემდეგ ისინი აკეთებენ სასიყვარულო აქტს. თავიდან ისინი ღიზიანდებიან, მერე ჩხუბობენ, შემდეგ კი გრძნობენ თავს დამნაშავედ იმისათვის, თუ რა გაუკეთეს ერთმანეთს… შემდეგ სძულდებათ თავი, რადგან არასწორად იქცეოდენენ. კომპესაციისათვის ისინი აკეთებენ სასიყვარულო აქტს. ეს თითქოს სტანდარტია: ორნი ჩხუბობენ, შემდეგ ამყარებენ ინტიმურ კავშირს.
არ შეიძლება მოძებნო უფრო არასწორი სიტუაცია სასიყვარულო აქტისათვის. როგორ შეუძლია ამას დაკმაყოფილება? ელოდეთ შესაფერის მომენტს.

არსებობს რამდენიმე სივრცე,ისინი მოდიან თავითავად,არავის შეუძლია მათი მართვა. ზოგჯერ ისინი აქ არიან. ეს უბრალოდ ღვთაებრივი საჩუქარია. ერთხელ უეცრად თავს იგრძნობთ მოდინარს, ჰაეროვანს. თქვენ არ გაქვთ წონა; ერთხელ თქვენ თავს იგრძნობთ ისე გახსნილად, რომ ისურვებთ მისცეთ თქვენს ქალს ყველაფერი, რაც შეგიძლიათ; ეს არის ნამდვილი მომენტი. შედით მედიტაციაში, იცეკვეთ, იმღერეთ და დაე სიყვარული მოხდეს ცეკვის, სიმღერის, მედიტაციის, ლოცვის დროს. მაშინ მას ექნება სხვა ხარისხი – ღვთაებრივი ხარისხი. და მე თქვენ გასწავლით ამას.

პოზა არის უმნიშვნელო, პოზებს არა აქვს დიდი მნიშვნელობა.
ნამდვილი საგანი – არის მიდგომა, მაგრამ არა სხეულის, არამედ გონების მიმართ.
მაგალითად,კაცი ყოველთვის ქალზეა ზემოდან, ეს ეგოისტურია. იმიტომ რომ კაცი ყოველთვის ფიქრობს, რომ ის უკეთესია, მთავარია. როგორ შეუძლია მას იყოს ქალის ქვეშ!
მთელი მსოფლიოს პრიმიტიულ საზოგადოებაში ქალი ყოველთვის კაცის ზემოდანაა.
ასე, დაპირველად, როდესაც მისიონერები – ქრისტიანი მისიონერები – მივიდნენ აფრიკაში, აბორიგენებმა ვერ გაიგეს თუ რას აკეთებდნენ ისინი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამას შეეძლო მოეკლა ქალი.

პოზოცია “კაცი ზემოდან” აფრიკაში ცნობილია როგორც “მისიონერული”. აფრიკელი აბორიგენები ამბობენ, რომ ეს ძალმომრეობაა, როდესაც კაცი უნდა იყოს ქალის ზემოდან. ქალი სუსტია, ნაზი, ამიტომ ის უნდა იყოს ზევიდან. მაგრამ ფიქრი საკუთარ თავზე, რომ ის ქალის დაბლაა, მის ქვეშაა – კაცისათვის ძალზე ძნელია. პოზიცია შესაზლებელია შეცვალო, მაგრამ ძალიან ნუ შეწუხდებით პოზიციებზე, უბრალოდ შეცვალეთ საკუთარი გონება.
დანებდით სასიცოცხლო ძალას, მიყევით მას. ზოგჯერ, თუ თქვენ ნამდვილად დანებდებით თქვენი სხეულები მიიღებენ სწორ მდგომარეობას, რომელიც საჭიროა ამ მომენტში. თუ ორივე პარტნიორი ღრმად ენდო, მათი სხეულები მიიღებენ სწორ პოზიციას, რომელიც საჭიროა ამ მომენტში.

თქვენი ქალის სიყვარულით განზავდით მის სითბოში. წამიერად დაივიწყეთ სექსუალურობა, წამიერად დაივიწყეთ ყველაფერი რაც ხდება თქვენს თავში, ფანტაზიაში.
წამიერად უბრალოდ განზავით რეალურ ქალში. ნუ გექნებათ თავში ნურავითარი პორნოგრაფია, ნუ გახდით სექსუალურობას ტვინის ფუნქციად. დაე თქვენი სექსუალურობა იყოს ღრმა გრძნობა, ბუნებრიობის შეგრძნებით. განზავდით ქალში, თითქოს თქვენ ისევ ბავშვი ხართ დედის საშოში. სანამ არ გაიგებთ თქვენს საყვარელთან ამას, მანამ კიდევ ვერ გიცვნიათ თქვენი საყვარელი. იყავით კვლავ, როგორც ბავში დედის საშოში, აბსოლუტურად მასთან ერთად, არავითარი დისტანცია. და ამ მომენტში თქვენ გაიგებთ რას ნიშნავს დანებება.

ქალთან სასიყვარულო აქტის დროს, ნუ ეცდებით რაიმეს დამტკიცებას. ნუ ეცდებით ნურაფრის დამტკიცებას – იმიტომ რომ, როგორც კი ეცდებით ამას, თქვენი გონება უკვე ირთვება. ინტიმური ურთიერთობისას ქალთან, დაივიწყეთ ის ფაქტი, რომ თქვენ კაცი ხართ, ის კი – ქალი. დაე საზღვრები შეერწყან და შეერიონ. არ დარჩეთ კაცად, სხვანაირად თქვენ ხელიდან გაუშვებთ ყველაფერს, რადგან კვლავ წარმოიშობა დუალიზმი: თქვენ კაცი და ის – ქალი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი