მაგდა ფერაძე – ეროსი და თანატოსი

0
336

ფროიდის თეორიის თანახმად ადამიანს ორი ბაზისური ინსტინქტი მართავს:

ვცოცხლობ, ვშობ, ვქმნი, ვაშენებ – ეროსი
ვანგრევ, ვანადგურებ, ვკლავ, ვკვდები – თანატოსი

ეროსი ასევე გამოიყენება სექსუალური ლტოლვის ეგრეთწოდებული ლიბიდოს, აღმნიშვნელ ტერმინად. სწორედ ის უპირისპირდება დესტრუქციის და ნგრევის თანატოსის ინსტინქტს, ლტოლვას სიკვდილისაკენ. პიროვნების ეს ორი ბაზისური და მამოძრავებელი ძალა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი.

ასევე ფროიდის თეორიის თანახმად აგრესიის საფუძვლები თანატოსის ინსტინქტში უნდა ვეძიოთ. საკუთარი თავისკენ მიმართული თანატოსი პიროვნების თვითგანადგურებას ემსახურება, რომლის უკიდურესი ფორმა, გამოვლინება,სუიციდია. გარემოსადმი მიმართული თანატოსი კი სხვის განადგურებაზეა ორიენტირებული. აგრესია ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა და მისი წარმოშობის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. შენი პიროვნული არჩევანია თუ რა კუთხით განავითარებ მას.

ისევ ფროიდს დავუბრუნდები რომელიც, ამბობდა რომ ადამიანს მართავს ინსტინქტები. არაცნობიერი იგივე ,, იდი” და ის მიდრეკილია დესტრუქციული, (დარღვეული, დაშლილი) და აგრესიული ქცევისკენ. მოგვიანებით ფროიდის ლიბიდოს თეორია ფრიც პერლსმა შიმშილის ინსტინქტით ჩაანაცვლა, რომელიც აგრესიას ადამიანის მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდა. თუმცა აქაც პიროვნების მმართველად შიმშილის ინსტინქტი გვევლინება. დაუკმაყოფილებელი ინსტინქტები კი შინაგან ჯანყს გულისხმობს.

ისმის კითხვა: მაშინ რა ქნას ,, ეგო”-მ, პიროვნებამ. მაშინ როდესაც ერთის მხრივ ,,იდი”(ჩვენგან განდევნილი სურვილები) ებრძვის და მეორეს მხრივ ,,სუპერეგო” რომელიც საზოგადოებრივ ღირებულებებსა და მორალს კარნახობს. სად არის მისი თავისუფალი ნება, მისივე მენტორების წინააღმდეგ?

თუმცა, მისი არჩევანია, აიღოს პიროვნული პასუხისმგებლობა და თავად მართოს მასში არსებული დემონები, ინსტინქტების სახით. შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა და დაუპირისპირდეს მისთვის მიუღებელ, თავს მოხვეულ ნორმებს. პიროვნული პასუხისმგებლობის აღება არის ერთგვარი პროტესტი იმ ზეწოლის მიმართ, რაც მასზე ხორციელდება სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ.

ადამიანი არ არის ცალკე აღებული ფიზიკა და ფსიქიკა. ის ერთი მთლიანი ორგანიზმია. პიროვნების გახლეჩვას და გაორებას კი სწორედ მთლიანობის რღვევა იწვევს. იყო მთლიანი და არა დანაწევრებული ნიშნავს იყო ჰარმონიაში, როგორც შენს თავთან ასევე სამყაროსთან. ,,მე”-ს მთლიანობის განცდას გისურვებთ ადამიანებო…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი