ზურა ჯაფარიძის #მესიჯი მეტი თავისუფლება

0
390

ჩემი აზრით მთავარი არის თავისუფლება. იმიტომ, რომ რა თემაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, საბოლოო ჯამში მივყავართ ადამიანის თავისუფლებასთან. თავისუფლება არის ის, რაც ადამიანს ხდის ადამიანად. თავისუფლების გარეშე ადამიანი მეორე ხარისხოვანი არსებაა. თავისუფლება არის შანსი იმისა, რომ ჩვენ უკვე არსებული ცოდნის მიღმა, რაღაც ახალი აღმოვაჩინოთ და წინ წავიდეთ. სხვა შემთხევაში თუ ეს თავისუფლება არ გვქავს, რაღაც ბნელი დახურული ჩიხიდან ვერასოდეს ვერ გადავდგამთ ნაბიჯს და ვერ გავაღწევთ განათებული სივრცისკენ,

თავისუფლების მთელი იდეა არის ის, რომ თავისუფალი ადამინების საზოგადოება არის საუკეთესო საზოგადოება. რა თქმა უნდა არ მაქვს ილუზია იმის, რომ თავისუფალი ადამიანების ერთობლიობა სამოთხე იქნება – პრობლემები ნებისმიერ სისტემაში არსებობს და არ არსებობს სისტემა რომელშიც პრობლემა არ არის, მაგრამ მჯერა, რომ ნებისმიერ სხვა ალტერნატივასთან შედარებით თავისუფალი საზოგადოება არის ყველაზე პროგრესული, ყველაზე წარმატებული საზოგადოება. და მათ შორის ყველაზე ჰუმანური და ყველაზე ადამინური საზოგადოება. თავისუფლება გვაძლევს შანსს დავუძვრეთ სიბნელეს და გადავიდეთ სინათლეში – პროგრესისკენ და განვითარებისკენ.

მხოლოდ თავისუფლებაში შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორია ცხოვრება, როგორია სამყარო, როგორია ადამიანი და როგორი უნდა იყოს ადამიანების საზოგადოება, რომ ის იყოს ადამიანური და მართლა პროგრესისკენ მიმართული.

სწორედ, ამიტომ არის თავისუფლება მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში. ამისი მჯერა მე და ამიტომაა, რომ რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ – მეტი თავისუფლებისთვის!

 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი