ჯიდუ კრიშნამურტი – კაცობრიობის ერთიანობისთვის გზა სიყვარულზე გადის

0
728

საუბედუროდ მრავალი მშობელი ფიქრობს, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა შვილების წინაშე და აქედან გამომდინარე უნდა   მიუთითონ მათ, თუ რა უნდა გააკეთონ  ან არ უნდა გააკეთონ., როგორები უნდა გახდნენ ან არ უნდა გახდნენ. მშობელბს სურთ რომ მათ შვილებს ჰქონდეთ  უსაფრთხო პოზიციები საზოგადოებაში. რასაც ისინი ეძახიან პასუხისმგებლობას, არის ნაწილი იმ რესპექტაბელურობის, რომელსაც თვითონ ეთაყვანებიან, და ჩემი აზრით სადაც არის ამდაგვარი რესპექტაბელურობა, იქ სრული ქაოსია. ისინი დაინტერესებულნი არიან მხოლოდ, რომ გახდნენ სრულყოფილი ბურჟუები. როდესაც ამზადებენ  საკუთარ შვილებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის,  რთავენ მარადიულ ომში, კონფლიქტსა და სისასტიკეში. ეძახით ამას თქვენ მზრუნველობასა და სიყვარულს?

ნამდვილი მზრუნველობა ის არის, როცა თქვენ უვლით ხეებს ან  სხვა მცენარეებს, რწყავთ, ეძებთ საუკეთესო ნიადაგს მათთვის, უვლით მთელი სინაზითა და სიფაქიზით. მაგრამ როდესაც ამზადებთ შვილებს საზოგადოებისთვის, თქვენ სწირავთ მათ სიკვდილისთვის. თუ გიყვართ შვილები, მაშინ არ უნდა გსურდეთ ომი. როდესაც კარგავთ ვინმეს და ღვრით ცრემლს, ეს ცრემლი თქვენ გეკუთვნით, თუ იმას ვინც მოკვდა? შემთხვევით ხომ არ სტირით საკუთარ თავს? საერთოდ ოდესმე თუ გიტირიათ სხვის გამო?  თუნდაც თქვენი შვილისთვის, რომელიც დაეცა ბრძოლის ველზე? თქვენ გიტირიათ, მაგრამ ხომ არ იყო ეს ცრემლები საკუთარი თავის სიბრალული, რადგანც დაკარგეთ ის ვისზეც იყავით მიჯაჭვული და დარჩით მარტო? მაშინ ამ ცრემლს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ხარ დაინტერესებული საკუთარი თავით, ვერ შეძლებ იტირო სხვისთვის. თუ ტირიხარ ძმაზე, რომელიც დაკარგე, იტირე მისთვის. ძალიან ადვილია იტირო  შენი მარტოობა, აშკარაა რომ შენ აგიჩვილდა გული და სტირი, მაგრამ ეს არ არის მისთვის აჩვილებული გული, ეს არის საკუთარი თავის სიბრალული რაც ასე გამძიმებს, გზღუდავს, გაჩლუნგებს და გაბრიყვებს.

როდესაც სტირი საკუთარ თავს და საკუთარ მარტოობას, არის ეს სიყვარული? წუხხართ თქვენს უძლურებას,  ჩივიხართ გარემოცვაზე და ა.შ.  გაუთავებლათ სტირით.  თუ ამას შეიგნებთ, რაც ნიშნავს რომ ისევე პირდაპირი გზით შეეხოთ ყველაფერს, როგორც მაგალითად ხეს,  ბოძს ან ხელს, მაშინ დაინახავთ, რომ თვითონ წუხილი არის ფიქრისგან და დროისგან გამომდინარე. მე მყავდა ძმა სამი წლის წინ, ახლა ის მკვდარია, მე კი ვარ მარტო, სავსე ტკივილით,  ვეძებ თამანოაზრეს და ამას მოაქვს ცრემლები. თუ  შეხედავ ამას შინაგანად, მთლიანად, ანალიზის გარეშე, ერთი თვალის შევლებითაც დაინახავ რომ მთელი ბუნება და ნატურა ამ სისაძაგლის რასაც ქვია „მე“, ჩემი ცრემლი, ჩემი  ოჯახი, ჩემი ერი, ჩემი რწმენა, ჩემი რელიგია _ მთელი ეს სიმახინჯე, შენშია, შენს შიგნით. როდესაც დაინახავ ამას მთელი შენი გულით, გონებითა და მთელი სიღრმით, შენ იპოვი  მწუხარების გასაღებს. მწუხარება და სიყვარული ერთად ვერ იარსებებენ,  მაგრამ ქრისტიანულმა სამყარომ გააიდეალა ტანჯვა, დაადო მას ჯვარი და ეთაყვანება მას, რაც ნიშნავს,  რომ შენ ვერასოდეს ვერსად  გაექცევი ტანჯვას, გარდა ერთი განსაკუთრებული კარისა, და ეს არის მთელი ღვაწლი რელიგიური საზოგადოების.  ამგვარად როდესაც კითხულობ, თუ რა არის სიყვარული, შეიძლება გეშინია კიდეც პასუხის მიღების. ეს შესაძლოა ნიშნავდეს სრულ გარდაქნმას, შესაძლოა დაანგრიოს ოჯახი, შესაძლოა აღმოაჩინო რომ არ გიყვარს შენი ცოლი, ქმარი ან შვილი -ასეა? შეიძლება დაამსხვრიო სახლი რომელიც ააშენე, ან აღარასოდეს დაბრუნდე ტაძარში.

მაგრამ თუ შენ კიდევ გსურს გაიგო ეს, დაინახავ რომ შიში არ არის სიყვარული, სხვაზე დამოკიდებულება  არ არის სიყვარული, ეჭვიანობა არ არის სიყვარული, მფლობელობა და ბატონობა არ არის სიყვარული, პასუხისმგებლობა და მოვალეობა არ არის სიყვარული, საკუთარი თავის სიბრალული არ არის სიყვარული, უსიყვარულობის აგონია არ არის სიყვარული. სიყვარული არ ეწინააღმდეგება სიძულვილს იმაზე მეტად, ვიდრე თავმდაბლობა პატივმოყვარეობას. ამგვარად თუ შეგიძლია განაგდო ყველაფერი ეს, არა ძალით, არამედ ჩარეცხო, როგორც წვიმა რეცხავს ჭუჭყს ფოთლებიდან, შემდეგ ალბათ დაინახავ იმ უცნაურ ყვავილს, რაც ასე სწყურია ადამიანს. თუ შენ არ გაქვს სიყვარული, არა მცირე დოზით, არამედ მთელი სიჭარბით თუ არ ხარ აღვსილი მისით, სამყარო წავა კატასტროფისკენ. თქვენ იცით ინტელექტუალურად, თუ რა სასიცოცხლოა კაცობრიობის ერთიანობა, და გზა მისკენ გადის მხოლოდ სიყვარულზე. ვინ აპირებს გასწავლოთ რა არის სიყვარული? არის ვინმე ავტორიტეტი,  რაიმე მეთოდი ან სისტემა, რომ აგიხსნათ როგორ უნდა გიყვარდეთ?  შეგიძლიათ თქვათ რომ ~მე ვივარჯიშებ სიყვარულში,  დავჯდები და ვიფიქრებ დღე და ღამ ამაზე, ვივარჯიშებ რომ ვიყო უფრო კეთილი და ალერსიანი, ვაიძულებ ჩემს თავს ყურადღება მივაქციო სხვას. 

ამაში    გულისხმობ, რომ შენ შეგიძლია დანერგო დისციპლინა შენს თავში და ივარჯიშო სიყვარულში, და როდესაც დაიწყებ ამის კეთებას სიყვარული ფანჯრიდან გაიქცევა.  შეიძლება მართლაც დანერგო რაიმე მეთოდი ან სისტემა და იმეცადინო ყოველდღე, შესაძლებელია გახდე საოცრად ჭკვიანი ან უფრე მეტად კეთილი, შეუერთდე არა-ძალადობას, მაგრამ ამას არაფერი საერთო არა აქვს სიყვარულთან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი