ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების შეხედულებები ცნობიერებაზე

0
355
Young boy writes math equations on chalkboard

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან წლებიდან ცნობიერების პრობლემა უკავშირდება კვანტურ ფიზიკას, რომელიც იკვლევს ელემენტარულ ნაწილაკთა მოძრაობის კანონებს. ჩნდება იმედი, რომ ფიზიკოსები შეძლებენ იპოვონ ცნობიერების ახალი იმპულსი. იწყება ტვინის ფუნქციონირების აღწერა კვანტურ-მექანიკური თეორიის კანონზომიერებათა საფუძველზე, რომლის სრულყოფაშიც ჩაერთვნენ მათემატიკოსებიც.

ზოგიერთი ფიზიკოსი ცდილობს ტვინის ფუნქციონირებას მოუნახოს კვანტურმექანიკური ახსნა. მაგალითად, ჰ. სტეპი ტვინს განიხილავს თვითმაპროგრამირებელ კომპიუტერად. კომპიუტერი „დაბალი“ და „მაღალი“ დონის კოდებზე მანიპულირებით ქმნის გარემოს ფიზიკურ მოდელს. 

„დაბალი დონის“ კოდად მიღებულია იმ პროცესთა ერთობლიობა, რომელიც იზომორფულია ტვინის ნეიროდინამიკისა ორგანიზმის მიერ ჰომეოსტაზის მუდმივობის შენარჩუნების დროს. „მაღალ კოდთა“ სელექციის საფუძველზე კომპიუტერი ამყარებს კავშირს გარემოსთან. ასეთი პრინციპით შექმნილია მოდელი, რომელიც ასახავს ტკივილის ფენომენის წარმოშობას.

ფიზიკოსი ე. ჰარტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ტვინს, გამოთქვამს
ვარაუდს, რომ ფართო მასშტაბით შესაძლებელია სამყაროს წარმოშობა და ევოლუცია გაერთიანებული იყოს ინტელექტთან. მისი აზრით, კონცეპტუალური თეორიებით გამდიდრებული ფიზიკა ნებისმიერ მეტაფიზიკურ დებულებას ზედაპირულს ხდის. ჰარტი სვამს შეკითხვას: შესაძლებელია თუ არა ფსიქიკური მოვლენების ფიზიკური კანონებით ახსნა? ნაადრევი ხომ არ არის ამაზე ფიქრი?

ჰარტის კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია, ვინაიდან ცნობიერების კანონზომიერებების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მიუხედავად ამისა, ფიზიკოსები აქტიურად ცდილობენ, კვანტურ-მექანიკური ინტერპრეტაციით აღწერონ ცნობიერების ფუნქციონირება. ამის დადასტურებაა ჟანისა და დიუნეს სტატია. ავტორები ცდილობენ პარაფსიქოლოგიური მოვლენები აღწერონ კვანტურ-მექანიკური კანონზომიერებებით.

მათი აზრით, ნებისმიერ ფუნქციონირებად ბიოლოგიურ (ვირუსებს, დნმ-ს, პლაზმიდებს) და ფიზიკურ (ხელოვნურ ინტელექტს, თვითრეპლიცირებად სისტემებს) სისტემას შეუძლია გარემოდან ინფორმაციის მიღება, გამოყენება და მისი გადაცემა. ავტორები თვლიან, რომ ასეთ სისტემებს გააჩნია ცნობიერება. კულტურა და ცივილიზაცია ვითარდება რელიგიის,
ხელოვნების, ფილოსოფიისა და მეცნიერების საფუძველზე.

ოთხივე მიმართულების გაერთიანება და განვითარება ხდება მათემატიკის გამოყენებით. მათემატიკა შემეცნების კვლევის ზოგადი მეთოდია. შემეცნების სირთულემ გამოიწვია
მათემატიკის დიფერენცირება სხვადასხვა მიმართულებებად. შემეცნება კი ცნობიერების საფუძველია. ცნობიერების გარეშე ვერ იარსებებს გონიერი ადამიანი. არსებობს მოსაზრება, რომ ცნობიერების წარმოშობა დაკავშირებულია ნატურალურ რიცხვებზე მანიპულირებასთან. 

ადელაიდის უნივერსიტეტის ფიზიკოსს, რეჯინალდ კეხილს მიაჩნია, რომ სამყარო აგებულია ისე, როგორც ადამიანის ტვინი. სამყაროს თავიდანვე გააჩნდა ცნობიერება და მისი გავლენით განიცდის ცვალებადობას. კეხილის აზრით, სამყაროს ყველა სტრუქტურა, ელემენტარული ნაწილაკებიდან დაწყებული მაკროსტრუქტურების ჩათვლით, თავის ტვინის ნეირონების ორგანიზაციის მსგავსია.

მაკროსამყაროს ფიზიკურ პროცესებში ადგილი აქვს შემთხვევითობას – ელემენტარულ ნაწილაკთა ქაოსში დასაშვებია ყველანაირი უცნაურობა. გერმანელი ბიოლოგი ერნსტ ჰაკელი მიიჩნევდა, რომ ატომს აქვს საკუთარი კრისტალური სული, ხოლო ფრანგი ფიზიკოსი
ჟან ხარონი თვლიდა, რომ ელექტრონებს გააჩნია საკუთარი ელემენტარული
ცნობიერება.

ეს მოსაზრებები გათვალისწინებულია და ორგანულად ჯდება კეხილის სამყაროს ფიზიკური ევოლუციის თეორიაში, რომელიც მოდელირებულ იქნა კომპიუტერზე. თეორიულად ფიზიკური სამყარო, ადამიანთა ცნობიერების მსგავსად, უსაზღვროა. ადამიანთა შინაგანი სამყარო იქმნება ზიგოტიდან, ანუ, ფაქტობრივად, არაფრიდან იქმნება (იბადება) მილიარდობით ნეირონი, ისინი პოულობენ ერთმანეთს და ქმნიან ახალ, რთულ სისტემებს, შემდეგ კვდებიან და გარდაიქმნებიან რაღაც სხვაში. კეხილის დახატული სამყარო ახლოა რელიგიურ მსოფლმხედველობასთან. მისი აზრით, ყველა მონადას გააჩნია ვითომდა უკვდავი სული და მონადათა ურთიერთობით იქმნება მუდმივად ცვლადი სამყარო.

ცნობიერების შესახებ საკუთარი წარმოდგენა მოგვაწოდა ვ. ნალიმოვმა. მისი აზრით, ადამიანის ცნობიერება გვევლინება როგორც კონკრეტული ტექსტი და იგი შეიცავს გარკვეულ აზრს, რომელიც განსაცვიფრებლად მოქნილია, დინამიკურია და აქვს ცვლილების უნარი. ტექსტი არის ევოლუირებადი და წარმოქმნადი.

ცნობიერება ღიაა სამყაროსათვის, რომელთანაც ურთიერთობით იგი მართავს საკუთარ თვისებებს. ნალიმოვი მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტის საფაკულტეტთაშორისო სტატისტიკური მეთოდების ლაბორატორიაში 10 წლის განმავლობაში გახლდათ XX საუკუნის დიდი მათემატიკოსის, ა. კოლმოგოროვის პირველი მოადგილე. იგი თავს არ თვლის 1 მონადა ბერძნულად ერთეულს, განუყოფელს ნიშნავს. ლაიბნიცმა შექმნა მონოდოლოგია (მოძღვრება მონადებზე). მის იდეალისტურ ფილოსოფიურ სისტემაში მონადა არის განუყოფელი სულიერი პირველადი ერთეული,
რომლისგანაც შედგება სამყარო.

კოლმოგოროვის უშუალო მოწაფედ, მაგრამ დიდი სიყვარულით იგონებს მათი თანამშრომლობის ათ წელს. იგი აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა კოლმოგოროვის მიერ სხვადასხვა სიტუაციებში ხშირად გამეორებული ფრაზა: „ჩვენ გვაქვს ერთი დიდი სერიოზული უპირატესობა – გაგვაჩნია ალბათური აზროვნება“. აზრის ალბათურ გამოთვლას ნალიმოვმა მრავალი შრომა მიუძღვნა. დაინტერესებულ მკითხველს ამ
მიმართულებაში გამოყენებული მათემატიკური აპარატის გაცნობა შეუძლია ტ. პერევოზსკის სტატიაში «აზრის ალბათური კონცეფცია და გაზომვის კვანტური თეორია», რომელიც დანართის სახით თან ახლავს ვ. ნალიმოვის მონოგრაფიას.

მეტაფორა არის სიტყვის ან გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება. იგი
გამოიყენება საგნის ან მოვლენის ანალოგიის, მსგავსების ან შედარების, ან  ინდივიდუალიზების აღსანიშნავად. მეტაფორულად საგანს ან მოვლენას მიეწერება
ისეთი თვისება, რომელიც მას არ გააჩნია. მეტაფორა ფართოდაა გამოყენებული
პოეზიასა და მეცნიერებაში. ისტორიულად მეტაფორის წარმოშობა დასაბამს იღებს
მითოლოგიური ცნობიერების მოშლის ეპოქაში. მეტაფორის წარმოშობა იწყება მას
შემდეგ, რაც ადამიანი ახდენს კონკრეტული მხატვრული სიტყვების აბსტრაჰირებას
და ქმნის მოვლენის მოდელს.

მეტაფორის გამოყენების წინააღმდეგი იყო თომას ჰობსი. მან ეს შეხედულება
ჩამოაყალიბა „ლევიათანში“. ჰობსის მიხედვით, როდესაც ადამიანები სიტყვებს მათი პირვანდელი მნიშვნელობით არ იყენებენ, შეცდომაში შეჰყავთ სხვები და ასეთი სიტყვები
რეზიუმე ვერ გამოდგება ლოგიკური დასკვნისათვის. ჰობსი სიტყვას შემეცნების
უდიდეს საშუალებად თვლის, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ იმავდროულად სიტყვა
არის ტყუილისა და შეცდომის წარმომშობი. ჰობსმა შექმნა ცნობიერების ინტეგრალური სქემა.

მეტაფორის გამოყენების წინააღმდეგი იყო აგრეთვე ჯონ ლოკი. ინტელექტის მოქმედება ცნობიერების გარეშე შეუძლებელია. ლოკის მიხედვით ცნობიერება არის იმის აღქმა, თუ რა ხდება ადამიანის გონებაში, აღქმა კი სუბიექტურია, ამიტომაც არ არსებობს ცნობიერების მეცნიერული განმარტება.

არისტოტელე ცნობიერებასა და სულს ორ სხვადასხვა ფორმად განიხილავდა და
ცნობიერებას უფრო მაღლა აყენებდა. ცნობიერება არის სულის განსაკუთრებული
გამოვლინება და განსხვავდება ყველა ფსიქიკური პროცესისაგან.

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი