სვამი ვივეკანანდა თუ გწამთ ნამდვილი ღმერთი იწამეთ

0
1115

მედიუმობა ევროპული ფენომენია. მედიუმები ვითომდა სულებს უკავშირდებიან და გარდაცვლილთა ახლობლებს მათთან დალაპარაკების საშუალებას აძლევენ შეიძლება იქადაგო, მაგრამ განუვითარებელ ბავშვებს რომ გონება გაუხსნა, უნდა ეწამო.

ჯერ გაიგეთ, ვინ ხართ გულის სიღრმეში, რადგან ყველა იმ დამაუძლურებელი აზრისთვის, სხვებს რომ უნერგავთ, ორმაგი პროცენტის გადახდა მოგიწევთ. კარმის კანონს ვერსად გაექცევი. . . .ქვეყნად მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – სისუსტე.

პატარა რომ ვიყავი, მილტონის ”დაკარგული სამოთხე” წავიკითხე. ერთადერთი კარგი კაცი, რომელმაც ჩემი პატივისცემა დაიმსახურა, სატანა იყო. 

ერთადერთი წმინდანი ის სულია, არასოდეს რომ უძლურდება, ყველაფერს უსწორებს თვალს და ბედის კამათელი თვითონ უპყრია ხელთ.

ფეხზე წამოდექით და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ თქვენი ბედი! ერთ სიგიჟეს მეორეს ნუ მიუმატებთ. იმ უბედურებას, წინ რომ გელით, ზედ თქვენს უძლურებას ნუ დაუმატებთ. სულ ესაა ამქვეყნად ჩემი სათქმელი. ძლიერები იყავით! . . . თქვენ სულებსა და ეშმაკებზე ლაპარაკობთ… ჩვენ თვითონ ვართ ცოცხალი ეშმაკები. სიცოცხლის ნიშანი ძალა და ზრდაა, სიკვდილის ნიშანი კი – სისუსტე. მოერიდეთ ყველაფერს, რაც გაუძლურებთ! სისუსტე სიკვდილია. ჩაებღაუჭეთ და თუგინდ ჯოჯოხეთის კარამდე ჩაჰყევით იმას, რაც ძალას გმატებთ! ხსნა მხოლოდ მამაცთათვის არსებობს. `მხოლოდ მამაცია მშვენიერის ღირსი. ხსნას მხოლოდ უმამაცესი იმსახურებს. ვისია ჯოჯოხეთი? ვისია ტანჯვა? ვისია ცოდვა? ვისია უძლურება? ვისია ავადმყოფობა? ვისია სიკვდილი?

თუ გწამთ, ნამდვილი ღმერთი იწამეთ. `შენ თვითონ ხარ კაციც, ქალიც, ძალ-ღონით სავსე ჭაბუკიც . . . და ყავარჯნით მოლასლასე მოხუციც. შენ ხარ უძლურება. შენ ხარ შიში. შენ ხარ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. შენ ხარ ის გველი, რომელიც გაცდუნებს. მაშ განიცადე შიში! განიცადე სიკვდილი! განიცადე ტანჯვა! . . . ყოველგვარი სისუსტე და მიჯაჭვულობა მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და ერთი სიტყვაც რომ უთხრათ, გაქრება. ნუ დაუძლურდებით! სხვა გზა არ არის. . . . წამოდექით და იყავით ძლიერი! განაგდეთ შიში და ცრურწმენა. შეხედეთ სიმართლეს თვალებში!

თუ სიკვდილი მოდის – ამაზე უარესი კი ვერაფერი მოგივათ – დაე მოვიდეს! ჩვენ საკუთარი ბედის გადასაწყვეტად გავჩნდით. სხვა რელიგია მე არ ვიცი!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი