მაგდა ფერაძე – ერთი პაციენტის ამბავი

0
549
„როცა მეკითხებიან, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ მაინც უნდა დასრულდეს? ვპასუხობ, რა აზრი აქვს დისკოტეკას, თუ მაინც სახლში უნდა წახვიდე?”- ნათია ფანჯიკიძე
ხშირად მიფიქრია თვითმკვლელობაზე და ვერ გამიბედავს, ევთანაზიაზე კი არც დავფიქრდებოდი. და რა სხვაობაა თვითმკვლელობასა და ევთანაზიას შორის? ვფიქრობ ადამიანმა, რომელსაც ფიზიკური ტკივილი სტანჯავს თავად უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა სიცოცხლე. მაშინ რა სხვაობაა ფიზიკურ და სულიერ ტკივილს შორის, როდესაც ადამიანმა შეგიძლია თქვა რომ სულიერად დაცარიელდი და სიცოცხლის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავ რადგან, ხშირად სულიერი ტკივილი ბევრად უფრო გაუსაძლისია ვიდრე ფიზიკური. თვითმკვლელობა აფექტური მდგომარეობაა. ევთანაზია კი კარგად გააზრებული ქმედება. თვითმკვლელობის დროს მთელი პასუხისმგებლობა შენ გეკისრება, ევთანაზიის დროს კი ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება. ხომ არ არის ეს ,, მე” – ს პიროვნული არჩევანი? თანაბრად ავიღოთ პასუხისმგებლობა იმის დასრულებაზე, რაც თავის დროზე გვებოძა.
სიცოცხლეზე!!!!
სიცოცხლე მთელი თავისი არსით, აღმასვლითა და დაღმასვლით. სიხარულით თუ ტკივილით, გამარჯვებით თუ მარცხით, წარმატებით თუ იმედგაცრუებით. მთელი ეს პროცესი, ყველაზე დიდი საჩუქარია რაც კი ცხოვრებისგან მოგვეცა. როგორი იქნება ჩვენი ცხოვრებისეული სცენარი, რა როლი გვექნება მასში თითოეულს, ესეც ჩვენი პიროვნული არჩევანია. რადგან ჩვენვე ვართ ჩვენი სცენარის ავტორიც და შემოქმედიც. ვცოცხლობ? მაშინ მიყვარს, ვიბრძვი, ვშრომობ, ვვითარდები, არ მეშინია, არ ვეპუები! ვარსებობ? მაშინ მივყვები დინებას ბედს შეგუებული. არ ვიბრძვი, არ ვაპროტესტებ. ვნებდები, ვტყდები. და შესაბამისად ყველაფერი უფერულდება… უფასურდება… მათ შორის ყველაზე მთავარი
-სიცოცხლე.
სწორედ მაშინ ვფიქრობ რა აზრი აქვს სიცოცხლეს? იქნებ ყველაფერი დავასრულო. მე თუ ვერ ვბედავ სხვამ აიღოს პასუხისმგებლობა. სხვაც გახდეს მკვლელი ჩემთან ერთად. საკუთარ თავთან ბრძოლით დაღლილი ბოლოს თერაპიაზე მივდივარ. სკეპტიკურად განწყობილი ახალი რა უნდა გავიგო? ფსიქოლოგიც სხვებივით მეტყვის რომ ცხოვრება მშვენიერია? და ჩემდა გასაკვირად ასე არ ხდება… არ ვიცი რა ხდება მაგრამ არჩევანს ვაკეთებ…
ვირჩევ სიცოცხლეს!!!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი