ზიგმუნდ ფროიდი – ექსპერიმენტების პერიოდი

0
386
ვენა – 1887 წლის 28 დეკემბერი. ფროიდი წერს ბერლინში ექიმ-ოთოლარინგოლოგს ვილჰელმ ფრისს, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც იგი ყველაფერს უყვებოდა, ხანდახან პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც კი ჩიოდა მასთან. ფლისი დიდხანს იყო მისი ალტერ ეგო. ხოლო შემდეგ მტერი გახდა. ფრისისთვის მიწერილი თითქმის სამასი წერილიდან, მეორეში ფროიდი წერს: “მე გამიტაცა ჰიპნოზმა და მივაღწიე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს” – ეს იყო ექსპერიმენტების პერიოდი.
პარიზიდან დაბრუნებულმა ფროიდმა კერძო პრაქტიკა დაიწყო, ფლობდა მკურნალობის საკმაოდ ვიწრო რეპერტუარს — მასაჟი, ელექტროთერაპია, ჰიპნოზი. იგი ჰიპნოზის სეანსებს უტარებდა ვენაში ცნობილ ადამიანებს — ბარონესა ფონ ლიბენს (ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში შევიდა, როგორც “ქალბატონი სესილია მ.”), მდიდარ ქვრივს ფანი მოზერს (“ემმი ფონ ნ.”).
თუმცა ჰიპნოზი არ არის მხოლოდ მკურნალობის მეთოდი – ეს იყო სარკმელი, რომლითაც ფროიდი სწვდებოდა ფსიქე-ს საიდუმლოებით მოცულ სფეროებს. მის პაციენტებს მეხსირების სიღრმეებიდან ამოჰქონდათ განცდები, რომელთა გახსენებაც არ შეეძლოთ ფხიზელ მდგომარეობაში. ისტერიის გამოვლინებები, რომლებსაც აკვირდებოდა ფროიდი – კატალეფსია, აუხსნელი ტკივილები, უეცარი ჩავარდნები მეხსიერებაში – ელოდნენ ახსნა-განმარტებას.
რატომაც არ შეიძლებოდა ისინი ახსნილიყო არაცნობიერით? “მეცნიერებამ უფრო მეტი იცის, ვიდრე ცნობიერება ფაქტიურად განიცდის. საჭიროა განცდილში დავინახოთ კვალი იმისა, რაც “ხდება და მოძრაობს” ფარდის უკან”. ეს დაწერა ჯერ კიდევ იოჰან ფრიდრიხ ჰერბარტმა — მე-19 საუკუნის დასაწყისის ფსიქოლოგმა.
არაცნობიერზე, სულის საიდუმლო ცხოვრებაზე ფროიდამდე გაცილებით ადრეც ლაპარაკობდნენ. 1869 წელს ფილოსოფოსმა ედუარდ ფონ გარტმანმა გამოაქვეყნა “არაცნობიერის ფილოსოფია”, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ფსიქოლოგი გუსტავ ფეხნერი საუბრობდა “არაცნობიერ შეგრძნებებზე”.
ფროიდს არ აღმოუჩენია არაცნობიერი – მან ამ სიტყვას ახალი მნიშვნელობა მიანიჭა. საფუძველი იყო ფსიქიკური ტრავმის თეორია. ფროიდმა გაამწვავა შარკოს იდეები ემოციონალურ შოკზე. თავის მეგობართან იოსეფ ბრეიერთან ერთად მან წამოაყენა შემდეგი ჰიპოთეზა: ისტერიის სიმპტომები – ეს არის შედეგი ცნობიერებაში ვერ დატეული აფექტებისა: შეშინების, შიშის, სირცხვილის. როგორც, მაგალითად, “ანნა ო.”-ს შემთხვევაში, რომლის ავადმყოფობის ისტორიაც გახდა ფსიქოანალიზის კლასიკა.
ანნა, რომელიც ბრეიერთან მკურნალობდა, რეგულარულად ვარდებოდა ავტოჰიპნოტურ ტრანსში და მისი მარჯვენა ხელი პარალიზებული ხდებოდა. მას სავსებით ავიწყდებოდა მშობლიური ენა და მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. როდესაც ბრეიერმა ანნა ჰიპნოზურ ძილში გადაიყვანა, ქალმა გაიხსენა, თუ რითი დაიწყო მისი ავადმყოფობა.
გოგონას ჩაეძინა მძიმედ ავადმყოფი მამის სასთუმალთან. და უცბად შეშინებული წამოხტა – მას მოეჩვენა, რომ კედელზე მიცოცავს შავი გველი. ანნა მის გაგდებას ცდილობდა, მაგრამ დამბლადაცემული ხელი უსუსურად ჩამოეკიდა. იგი ცდილობდა ლოცვა წაეკითხა, მაგრამ ერთადერთი, რისი წალუღლუღებაც მან შეძლო, იყო ინგლისური საბავშვო ლექსი. უყვებოდა რა ამ ყველაფერს ბრეიერს, ანნა ისევ გადავიდა ტრავმულ განცდებში. და მოხდა საოცარი რამ: მისი ხელი “გამოცოცხლდა”, და ანნა ისევ ალაპარაკდა გერმანულ ენაზე! ფროიდმა და ბრეიერმა მსგავსი შემთხვევების ძებნა დაიწყეს და იპოვნეს კიდეც.
მაგალითად, ეპილეფსიით დაავადებული გოგონას პირველი შეტევა დაუკავშირდა შიშს, რომელიც მან განიცადა, როდესაც უპატრონო ძაღლი გამოეკიდა. ხოლო ერთ პაციენტს ქრონიკული ტკივილები დაეწყო მენჯ-ბარძაყის სახსარში, როდესაც დაინახა, თუ როგორ დატკაცუნებით გაუსწორეს მის ძმას სახსარი. ყველა შემთხვევა ერთი შაბლონის მიხედვით იხსნებოდა: დაავადება პროვოცირებული იყო შოკით, რომელიც გაირიყა ცნობიერებიდან.
1892 წლის ბოლოს ფროიდმა ფლისს შეატყობინა, რომ ისტერიის თეორია მზად იყო. მალე გამოქვეყნდა ფროიდის და ბრეიერის ერთობლივი ნაშრომი “ისტერიის ფსიქიკური მექანიზმების შესახებ. შესავალი გამოცემა.” მასში გაჟღერებული იყო ფსიქოანალიზის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი: “ისტერიით დაავადებული ადამიანი მეტწილად იტანჯება განდევნილი მოგონებებისგან”. ასეთი მოგონებები — ეს არის დაბრუნება წარსულის, რომელიც არასოდეს არ იკარგება. ფროიდმა აღმოაჩინა თავისი მეცნიერული მუშაობის თემა.
ფროიდის ცნობილი ტახტი; Freud's couch used during psychoanalytic sessions
ფროიდის ცნობილი ტახტი; Freud’s couch used during psychoanalytic sessions
მისი მისაღების კაბინეტი ვენაში (ბერგჰასსე 19) მოგონებების შესწავლის ნამდვილი ლაბორატორია ხდება. ამ სახლში ფროიდი გადავიდა 1891 წელს. ხოლო დატოვა იგი მხოლოდ 47 წლის შემდეგ, 1938 წელს, როდესაც ფაშისტების დევნას გაექცა ლონდონში. ბინა, რომელშიც ცხოვრობდა დიდი ოჯახი (1895 წლამდე დაიბადნენ ვაჟიშვილები ჟან მარტინი, ოლივერი, ერნსტი, ქალიშვილები: მატილდა, სოფი და ანნა), განლაგებულია სახლის მეორე სართულზე.
კაბინეტი, რომელშიც ფროიდი პაციენტებს იღებდა, ზუსტად მის ქვევით იყო, ხოლო მოგვანებით მეზობელ ბინაში იმავე სართულზე. ეს 40 კვ. მეტრზე დატეული ფართი იყო “ფროიდის სამყარო”: კარით გაყოფილი მისაღები თავისი ცნობილი ტახტით და კაბინეტი. აქ ფროიდი ინახავდა თავის მზარდ კოლექციას — ასობით ანტიკურ ქანდაკებას. სიგარა და ანტიკვარიატი – ეს მისი გატაცებები იყო.
არქეოლოგია მისი ჰობი იყო და, შესაძლოა, მეცნიერების იდეალიც კი. იგი საუბრობდა ფენებზე, რომელთა გახსნაც უნდა მოხდეს, რათა მივაღწიოთ “სულის სიღრმეში დამალულ ყველაზე დიდ საგანძურს.” ფსიქოანალიტიკოსი – სულის არქეოლოგია. აღმოეჩინა და განემარტა – აი, რას მიიჩნევდა ფროიდი თავის რეალურ სამუშაოდ.
ბერგჰასეზე მას უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი სამუშაო ინსტრუმენტი – ტახტი. ეს იყო ერთი მადლიერი პაციენტის საჩუქარი. მოგვიანებით ნეირობიოლოგების გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ მდგომარეობა, პოზა, რომელშიც იმყოფება ჩვენი სხეული მოცემულ მომენტში, მართლაც ახდენს გავლენას ჩვენს გონებრივ პროცესებზე. თუ პაციენტი გამუდმებით ხედავს მის წინ მჯდარი ანალიტიკოსის მიმიკას, აღმოცენდება უკუკავშირი, რომელიც გავლენას ახდენს აზროვნებაზე.
წოლითი მდგომარეობა ანთავისუფლებს ჩვენს შინაგან მზერას, ასუსტებს ლოგიკურ კავშირებს. ეს მოდუნებულობა ფროიდმა პრინციპად აქცია შეიმუშავა რა თავისუფალი ასოციაციების ტექნიკა.
ფროიდის სახლი ვენაში
ფროიდის სახლი ვენაში
ყველა პაციენტი არ ემორჩილებოდა ჰიპნოზს. ამ შემთხვევაში იგი მათ აწვენდა ტახტზე და სთხოვდა მოეყოლათ მისთვის ყველაფერი, რაც თავში მოუვიდოდათ ისე, რომ არ ეკონტროლირებინათ თავიანთი ფანტაზიები. მაგრამ ფანტაზიები, რომლებიც მიუთითებენ განდევნილ განცდებზე, ხშირად იწვევენ ჩვენში მძაფრ ემოციონალურ წინააღმდეგობას.
ფროიდს არაერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დაეხვეწა თავისი მეთოდი და აგრესიული “ექიმი-მკვლევარის” ნაცვლად გამხდარიყო მსმენელი, რომელიც ხსნის, აანალიზებს პაციენტისგან მომავალ აზრთა ნაკადს და მათ თანმდევ ემოციებს. ასოციაციების ნაწყვეტებისგან იგი აღადგენდა დაფარულ მოგონებებს, რომლებიც თავად მთხრობელებს თითქოს უკვე დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ.
ფროიდი წარსულში მოგზაურობდა — თავისი პაციენტების ბავშვობაში. და იქ მან აღმოაჩინა თემა, რომელიც მისი კვლევის განუყოფელი ნაწილი გახდა — ბავშვური სექსუალობა. “ძვირფასო ვილჰელმ! (წერს 1895 წლის 15 ოქტომბერს ფროიდი ფლისს) უკვე გაგიმხილე დიდი კლინიკური საიდუმლო? ისტერია – ეს არის შედეგი პრესექსუალურ პერიოდში გადატანილი შიშისა. ნერვოზი გამოწვეული განმეორებადი მდგომარეობებით – ეს არის შედეგი პრესექსუალურ ასაკში მიღებული საქსუალური სიამოვნებისა. “პრესექსუალური” — ეს უფრო ზუსტად რომ ვთქვათ არის პრეპუბერტეტული პერიოდი.” მეორე დღეს ფროიდი ამატებს:”ინფანტილური სექსუალური შიშები და სურვილები აი, ისტერიის და ნერვოზების საიდუმლოს ამოხსნის გზა. ახლა მე დარწმუნებული ვარ: ეს დაავადებები სავსებით განკურნებადნი არიან. მე რაღაც ჩუმი სიხარულის მაგვარს განვიცდი ფუჭად არ მიცხოვრია თითქმის 40 წელი.” ამ თეორიამ, რომელიც დაკავშირებულია ბავშვობის ასაკში სექსულურ ქმედებებთან, ფროიდს პირველი გასაღები მისცა ნერვოზების ამოსახსნელად.
მისი თეორია საოცრად შეესაბამებოდა ეპოქის სულისკვეთებას. იმ დროინდელი ვენა — ეს იყო ეროტიზმის მდიდრული გაფურჩქვნის ხანა. იმპერიის დედაქალაქში 40 000-მდე მეძავი იყო, ევროპის არცერთ ქალაქში არ იბეჭდებოდა ამდენი პორნოგრაფიული სურათები. თუმცა სექსუალური თავისუფლება ვრცელდებოდა მხოლოდ მამაკაცებზე.
გოგონები არისტროკრატიული ოჯახებიდან უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც ანგელოზები. მიუხედავად ამისა, ქალურ სექსუალობაზე – ვენელი ექიმისა და მწერალის არტურ შნიცლერის მოთხრობების საყვარელ თემაზე – საუბრობდნენ ყველა ვიწრო წრეში. “ყველაფერი ამოძრავდა, სექსულური ისტორიები იზიდავს ხალხს”, წერდა ფროიდი 1893 წლის ბოლოს. იგი, ისევე, როგორც იმ ეპოქის ბევრი ექიმი, დარწმუნებული იყო, რომ მასტურბაციამ და ცოიტუს ინტერრუპტუს (შეწყვეტილმა სქესობრივმა აქტმა) შესაძლოა გამოიწვიონ ნერვოზის განვითარება.
ექიმი ფროიდი, რომლის მისაღებშიც საუბრობდნენ სექსზე, მოდური ექიმი ხდება. განსაკუთრებით მოდური იმიტომ, რომ სულ უფრო და უფრო უახლოვდება ბავშვური სექსუალობის თემას – თემას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკრძალულად ითვლებოდა და საზოგადოება უყურებდა, როგორც საშიშს.
1895 წლის ბოლოს ცნობილ საშობაო ზღაპარში ხელნაწერი, რომელიც საახალწლო მილოცვასთან ერთად გაუგზავნა ფლისს, ფროიდი აყალიბებს რამდენიმე მნიშვნელოვან იდეას. იგი წერს, რომ ნევროზები შეიძლება გამოიწვიონ ცნობიერებისგან “გაქცეულმა” აფექტებმა (კონფლიქტი, ცილისწამება, შეურაცხყოფა, გლოვა.) შორეულ ბავშვობაში საქსუალური ბუნების მატრამვირებელი განცდების შედეგები. აკვიატებული ქმედებების ნერვოზებს ფროიდი ხსნის ასე: პაციენტის ბავშვობაში იყო რაიმე ტიპის სექსუალური განცდა ძალზე მტკივნეული ჩამოუყალიბებელი ცნობიერებისთვის და ამიტომ იგი განიდევნა არაცნობიერში, “დავიწყებას მიეცა”.
ბავშვი დიდ ხანია გაიზარდა, მაგრამ დანაშაულის ამოუცნობი განცდა, სინდის ქენჯვნის მტკივნეული გრძნობა და მზადყოფნა “დაისაჯოს” (გაუგებარია რისთვის) უბიძგებს მას აკვიატებული ქმედებებისკენ. ჩემს ბავშვობაში იყო რაღაც “ცუდი”, რის გამოც მე ახლა სინდისის ქენჯვნა მაწუხებს. შესაბამისად უკეთესი არ იქნება ჩემთვის ახალი დანაშაულისგან გაქცევის მიზნით, განვიცდიდე სინდისის ქენჯვნას? ნევროტული საქციელი — ეს არის ციხე-სიმაგრე, რომელსაც აგებს ფსიქე, რათა თავი დაიცვას წარსულისგან, რომელიც მას ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი