ჯიდუ კრიშნამურტი – ჩვენ არ გვიყვარს იმიტომ, რომ არ ვიცით როგორ უნდა გვიყვარდეს

0
2768

ურთიერთობებში  უსაფრთხიების მოთხოვნირლება,  აუცილებლად მოიტანს შიშს და წუხილს.  უსაფრთხოების  ძებნა არის გარდაუვალი საფრთხე. ოდესმე  გიპოვიათ უსაფრთხოება რაიმე სახის ურთიერთობებში? მრავალ ჩვენთაგანს სურს უსაფრთხოება და სიყვარული, მაგრამ არის იქ სიყვარული სადაც ადამიანი ეძებს საკუთარ უსაფრთხოებას, მის საკუთარ, განსაკუთრებულ გზას?

ჩვენ არ გვიყვარს იმიტომ, რომ არ ვიცით როგორ უნდა გვიყვარდეს. რა არის სიყვარული? ეს სიტყვა ისეა დამძიმებული და დამახინჯებული რომ აღარც კი მინდა მისი გამოყენება. ყველა გაუთავებლად საუბრობს სიყვარულზე, ყოველი ჟურნალი და გაზეთი,  ყველა მისიონერი. ჩემი ქვეყანა, ჩემი მეფე, მიყვარს ჩემი წიგნი, ეს მთა, მიყვარს სიამოვნება, ჩემი ცოლი, ჩემი ღმერთი.. არის სიყვარული იდეა?, თუ არის მაშინ ის იქნება კულტივირებული, გამოკვებილი, ნალოლიავები,  გამრუდებული და მიუხედავად ამისა მაინც მოგწონს ეს. როდესაც ამბობ რომ გიყვარს ღმერთი, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ გიყვარს შენი საკუთარი წარმოსახვების პროექცია,  შენი თავის პროექცია, შემოსილი გარკვეული ფორმის რესპექტაბელურობით, გამომდინარე  ფიქრიდან რომ ეს კეთილშობილური და წმინდაა. ამგვარად როცა ამბობ ~მე მიყვარს ღმერთი~,  აბსოლიტური ნონსენსია. როდესაც ეთაყვანები ღმერთს, ეთაყვანები საკუთარ თავს და ეს არ არის სიყვარული.

რადგანაც ვერ ვახერხებთ  იმის ახსნას, რასაც ადამიანი ეძახის სიყვარულს, გავრბივართ აბსტრაქციაში. საბოლოოდ სიყვარული შესაძლებელია იყოს მთელი ადამიანური სირთულეების, პრობლემებისა და სიმძიმეების მოგვარების ერთადერთი გზა. ამრიგად, როგორ ვაპირებთ გავიგოთ თუ რა არის სიყვარული?  მარტივად განვსაზღვროთ?ე რთგვარად  ეკლესიამ უკვე  განსაზღვრა ეს, ასევე  საზოგადოებამაც და მივიღეთ უამრავი სახის გადახვევა და გაუკუღმართება. გაღმერთება ვიღაცის, ვიღაცასთან ერთად ძილი, ემოციონალური გაცვლა-გამოცვლა, კომპანიონობა _ ეს არის  სიყვარული? ეს ნორმა, ეს ნიმუში,  კოლოსალურად პერსონალური, მგრძნობიარე და ლიმიტირებული? თუმცა რელიგიას აქვს დეკლარირებული რომ სიყვარული რაღაც უფრო მეტია ვიდრე ეს. რასაც ადამიანი უწოდებს სიყვარულს, მასში ხედავს სიამოვნებას,  შეჯიბრს, ეჭვიანობას, დაუფლების სურვილს, სხვისი ფიქრების გაგებას და  კონტროლს,  ამ ყველა სირთულეების ცოდნის მიუხედავად, ადამიანები ამბობენ, რომ ეს სიყვარული არის მშვენიერი, განსხვავებული, ღვთაებრივი, ხელშეუხებელი და შეურყვნელი.

ეგრეთ წოდებული წმინდა ადამიანები კი ამტკიცებენ, რომ როდესაც შენ უყურებ ქალს , ეს დიდი შეცდომაა, რომ  შენ არ შეგიძლია ღმერთამდე მისვლა თუ ნებივრობ სექსით, ამგვარად ისინი უარყოფენ ამას, თუმცა  შინაგანად  განადგურებული  არიან მისგან. სექსის უარყოფით თვალს არიდებენ სამყაროს მთელს მშვენიერებას, აშიმშილებენ და ფიტავენ საკუთარ გულსა და გონებას, ისინი არიან გამომშრალი ადამიანები,  განაგდებენ მშვენიერებას, რადგანაც მშვენიერება ასოცირდება ქალთან.

შეიძლება სიყვარული დაიყოს წმინდად და ბიწიერად, ადამიანურად და ღვთაებრივად? თუ სიყვარული უბრალოდ სიყვარულია და მორჩა? სიყვარული ერთია თუ ბევრი? როდესაც ვამბობ `მე შენ მიყვარხარ~, ეს გამორიცხავს თუ არა სხვა ვინმეს სიყვარულს? არის სიყვარული პერსონალური ან არაპერსონალური? მორალური ან ამორალური? ოჯახი ან არა-ოჯახი? თუ გიყვარს კაცობრიობა, შეგიძლია გიყვარდეს ის განსაკუთრებულად? არის სიყვარული სენტიმენტალური? არის სიყვარული ემოცია, სიამოვნება და სურვილი? მთელს ამ კითხვებში ნაჩვენებია რომ ჩვენთვის სიყვარული არის იდეა, იდეა იმაზე რა უნდა იყოს ან რა არ უნდა იყოს,  ნიმუში გამომდინარე იმ კულტურიდან, სადაც ვცხოვრობთ.

რომ  გავაგრძელოთ ძიება და გავიგოთ, რა არის ეს ცეცხლი, რასაც ვეძახით სიყვარულს, უნდა გავთავისუფლდეთ მთელი ამ იდეალებისა და იდეოლოგიებისგან, პირველ რიგში უნდა უარვყოთ რასაც ამბობს ეკლესია და საზოგადოება, ჩვენი მშობლები და მეგობრები, ყოველი პიროვნება და ყოველი წიგნი. ეს არის უზარმაზარი პრობლემა რომელშიც მთელი კაცობრიობა  ჩართულია. შესაძლებელია იყოს ათასი განსაზღვრება, გამომდინარე ჩვენი პირადი ნიმუშებიდან, თუ რა მომწონს, რითი ვერთობი და ვტკბები. ამიტომ უპირველესად უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენი საკუთარი მიდრეკილებებისა და ცრურწმენებისგან და ალბათ მოვახერხებთ აღმოვაჩინოთ, თუ რა არის სიყვარული.

ხელისუფლება ამბობს: წადი და მოკალი სამშობლოს სიყვარულით, არის ეს სიყვარული? რელიგია ამბობს: უარყავი სექსი ღმერთის სიყვარულის გამო. არის ეს სიყვარული? არის სიყვარული სურვილი? არ თქვა ~არა~. მრავალი ჩვენთაგანისთვის სიყვარული არის სურვილი, სიამოვნებასთან ერთად, სიამოვნება კი წარმოშობილია გრძნობებიდან და სექსუალური ურთიერთობებიდან.  მე არ ვარ სექსის წინააღმდეგი, მაგრამ მინდა დაინახოთ  რას ნიშნავს მასში ჩართვა. სექსი გვაძლევს მომენტალურ თავდავიწყებას, მაგრამ როდესაც უბრუნები შენს ალიაქოთს, ისევ და ისევ გსურს მისი განმეორება, რადგანაც იქ არ არის არც წუხილი და არც პრობლემები.  შენ ამბობ რომ გიყვარს ცოლი, მაგრამ ამ სიყვარულში ჩართულია სექსუალური სიამოვნება, სიამოვნება  რომ ვიღაც უვლის შენს სახლსა და შვილებს, გიმზადებს საჭმელს და ა.შ. შენ ხარ დამოკიდებული მასზე, ის გაძლევს საკუთარ სხეულს, საკუთარ ემოციებს, მხარდაჭერას, გარკვეულ უსაფრთხოების გრძნობას და კომფორტს.

მაგრამ თუ მიგატოვა ცოლმა და წავიდა სხვასთან, მთელი შენი ემოციონალური ბალანსი დაირღვევა და იწყება ეჭვიანობა, ტკივილი, შფოთი,სიძულვილი და ძალადობა. რეალურად შენ  ასე ამბობ: ~სანამ მე მეკუთვნი, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ როდესაც წახვალ, შეგიძულებ. სანამ შემიძლია დაყრდნობა შენზე, სანამ  აკმაყოფილებ ჩემს სურვილებს, სექსუალურს თუ სხვას, მე შენ მეყვარები, მაგრამ იმ წუთიდან როცა შეწყვეტ იმის კეთებას რაც მსურს, აღარ მეყვარები~.

ამგვარად ეს არის ანტაგონიზმი თქვენს შორის, დაყოფა და როდესაც ასე ხარ გამოყოფილი სხვისგან, ეს არ არის სიყვარული. მაგრამ თუ შეძლებ ცხოვრებას შენს ცოლთან, ფიქრის გარეშე , რომელიც ქმნის მთელს ამ დაპირისპირებას, დაუსრულებელ კამათს შენს საკუთარ თავთან, მაშინ ალბათ _ მე ვამბობ, ალბათ _შეძლებ გაიგო, რა არის სიყვარული, რის შემდეგადაც გახდები სრულიად თავისუფალი, მაგრამ როცა დამიკიდებული ხართ მასზე მთელი თქვენი სიამოვნებებით,  ხართ მისი მონა. სადაც სიყვარულია უნდა იყოს სრული თავისუფალება, არა მარტო სხვა ადამიანისგან, არამედ  საკუთარი თავისგანაც.

როდესაც ეკუთვნი სხვას, ფსიქოლოგიურად საზრდოობ მისგან და ხარ დამოკიდებული  _  აუცილებლად იქნება შფოთი, შიში, ეჭვიანობა, დანაშაული და ა.შ. და სანამ არსებობს შიში, არ იარსებებს სიყვარული. გონება უნდა განთავისუფლდეს მწუხარებისგან რომელიც ვერასოდეს შეიცნობს სიყვარულს. სენტიმენტალურობასა და ემოციებს არავითარი საერთო არა აქვს სიყვარულთან, ისევე როგორც სიამოვნებასთან და სურვილთან.

სიყვარული არ არის პროდუქტი ფიქრის, რომელიც არის წარსული. ფიქრს არ აქვს უნარი გააკულტოს სიყვარული. სიყვარული არ არის შემოსაზღვრული და დაჭერილი ეჭვიანობით, რადგანაც   ეჭვიანობას აქვს წარსული, სიყვარული კი მუდამ აწმყოა.  არ არსებობს_~მე შენ მიყვარდი~ ან მე შენ შეგიყვარებ~, თუ იცი რა არის სიყვარული, მაშინ ვერავის მიმდევარი ვერ გახდები, შეუძლებელია  მორჩილება,  პატივისცემა ან უპატივცემლობა. თქვენ  არ იცით რას ნიშნავს გიყვარდეს ვინმე _ სიძულვილის გარეშე, ეჭვიანობისა და სიბრაზის გარეშე,  სხვის ფიქრებსა და ქმედებაში  ჩარევის სურვილის გარეშე, განსჯისა და შეჯიბრის გარეშე. იცით ეს რას   ნიშნავს? შეგიძლია გაეჯიბრო მას ვინც გიყვარს  მთელი გულითა და გონებით, მთელი არსებით.  როდესაც შეძლებთ საკუთარი თავის სრულ უარყოფას, მხოლოდ მაშინ იქნება იქ სიყვარული და აღარაფერი სხვა.

აქვს სიყვარულს  პასუხისმგებლობა ან მოვალეობა და საერთოდ შესაძლებელია თუ არა სიყვარულთან მიმართებაში ამ სიტყვების გამოყენება? როდესაც მოქმედებ მოვალეობიდან გამომდინარე, არის ეს სიყვარული? მოვალეობაში არ არის სიყვარული.  მოვალეობის სტრუქტურა, რომელშიც ადამიანი ხაფანგითაა დაჭერილი, ანადგურებს მას. ჯერ-ჯერობით შენ  იძულებული ხარ აკეთო ისეთი რამ, რაც არ მოგწონს, რადგანაც ეს შენი მოვალეობაა. სადაც არის სიყვარული, იქ არ არის არც მოვალეობა და არც პასუხისმგებლობა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი