სექსიდან ზეცნობიერებამდე III ნაწილი

0
735

რატომ უნდა არსებობდეს განსხვავება ტექნიკაში კაცისათვის და ქალისათვის?
იმიტომ, რომ თვით ისინი განსხვავდებიან. ისინი იმდენად განსხვავდებიან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ისინი პოლარულად საპირისპირონი არიან. მთელი ფიზიოლოგია, მთელი ფსიქოლოგია, ყოველი დონე ქალის ცნობიერებისა განსხვავდება კაცისაგან:ისინი არა მარტო განსხვავებულები არიაინ, არამედ – უბრალოდ საპირისპირონი.

აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკა უნდა შეიქმნას,აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკა – მაგრამ იმიტომ, რომ კაცი და ქალი ცხოვრობენ გვერდიგვერდ. ასე ახლოს ერთმანეთთან, ისინი ივიწყებენ, რომ განსხვავდებიან. არაფერია მსგავსება და ეს კარგია, რომ არაფერია მსგავსება, ასე რომ სწორედ ამიტომ მათ შეუძლიათ გახდნენ ერთიანი ენერგეტიკული წრედი. ისინი ურთიერთშემავსებელნი არიან,ისინი შეესაბამებიან ურთიერთს.

როდესაც მე ვამბობ,რომ კაცი და ქალი – ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ნაწილებია ერთი მთლიანისა, მე მხედველობაში მაქვს, რომ ისინი ურთიერთშემავსებელნი არიან.
შევსება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი ურთიერთსაპირისპირო პოლუსები ხვდებიან.

შეხედეთ ამას ასეთი სახით: საშო წარმოადგენს ქალის სხეულის უარყოფით პოლუსს, ხოლო მკერდი – დადებით პოლუსს. ეს არის მაგნიტური ღერო: დადებითი პოლუსი მკერდის მახლობლად, უარყოფითი – საშოსთან ახლოს.
მამაკაცისათვის უარყოფითი პოლუსი მდებარეობს მკერდზე, დადებითი კი – პენისზე. ასე რომ, როდესაც ქალის და კაცის მკერდები ხვდებიან – ერთმანეთს ხვდება უარყოფითი და დადებითი და როდესაც სექსუალური ცენტრები ერთობლივად ხვდებიან შერწყმის დროს, ხვდებიან უარყოფითი და დადებითი.

ახლა ორივე მაგნიტური ღერო ხვდება საწინააღმდეგო პოლუსებით; ახლა არსებობს რაღაც წრე – ენერგიას შეუძლია იდინოს და იმოძრავოს.

მაგრამ ეს წრე შეიძლება შეიკრას მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცსა და ქალს ერთმანეთი უყვართ. თუ არ არსებობს სიყვარული მაშინ ხვდებიან მხოლოდ სექსუალური ცენტრები – მხოლოდ ერთი დადებითი პოლუსი ხვდება ერთ უარყოფითს.

ენერგიათა გაცვლები იარსებებს, მაგრამ ხაზობრივი. შექმნა წრე შეუძლებელია. აი ამიტომ სიყვარულის გარეშე თქვენ ვერასოდეს ვერ იგრძნობთ დაკმაყოფილებას. სექსი სიყვარულის გარეშე ხდება უბრალოდ უმნიშვნელო. ის არ წარმოადგენს ღრმა მოძრაობას. ენერგია მოძრაობს, მაგრამ ხაზზე წრე არ იქნება. და მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს წრე, თქვენ ხდებით ერთიანი მთლიანი, არა მანამდე.

როდესაც თქვენ ღრმად ხართ სიყვარულში, მკერდებიც ხვდებიან, მაგრამ მანამდე არასოდეს. ასე, რომ სქესობრივი აქტი ძალიან ადვილია, სასიყვარულო აქტი გაცილებით რთული. სქესობრივი აქტი წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკურს – ორი ენერგია ხვდება და ცილდება. მაშასადამე თუ ასრებობს მხოლოდ სექსი, ადრე თუ გვაინ თქვენ იმედგაცრუებულები დარჩებით: თქვენ ამაოდ ხარჯავთ ენერგიას და ვერაფერს ვერ შეიძენთ.
შეძენა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს წრე. თუ არსებობს ტოტალური შეკრული წრე, ორივე პარტნიორი გამოვლენ სქესობრივი აქტიდან უფრო ენერგიულები, უფრო ცოცხლები და დამუხტულები, ენერგიის დიდი დინებით.

თუ არსებობს მხოლოდ სქესობრივი აქტი, ორივე პარტნიორი გამოვა მისგან განმუხტულები, დასუსტებულები. მათ დაკარგეს ენერგია. ამას მოყვება ძილი, იმიტომ რომ ყველა მათი გრძნობა დასუსტებულია. ამ “ერთპოლუსიან შეხვედრაში” კაცი კარგავს მეტს ვიდრე ქალი. აი ამიტომ შეუძლიათ ქალებს გახდნენ მეძავები:იმიტომ, რომ დადებითი პოლუსია კაცი, უარყოფითი ქალი. ენერგია მიედინება კაციდან ქალისაკენ და არა პირიქით. ამიტომ ქალს შეუძლია ერთ ღამეში ჰქონდეს ოცი-ოცდაათი სქესობრივი აქტი, კაცს კი ეს არ შეუძლია.

ასე, რომ მეძავეობა ჩემთვის ცუდი აარა იმიტომ, რომ ეს მეძავეობაა, არამედ იმიტომ რომ წრის შეკვრა შეუძლებელია. თქვენ ვერ დამიდასტურებთ. თქვენ უბრალოდ ტყუილუბრალოდ ხარჯავთ ენერგიას. თუ არის სიყვარული, მაშინ კაცი და ქალი ხვდება ერთ პოლუსზე. კაცი აძლევს ქალს და ქალი კი უბრუნებს უკან. ეს ორმხრივია, თანაზიარი.

კაცს ყოველთვის უყვარს შესვლა ქალში მყისიერად. მას არ აინტერესებს პრელუდია,იმიტომ რომ მისი დადებითი პოლუსი ყოველთვის მზადაა. ქალები კი ყოველთვის უხალისოდ შედიან სქესობრივ აქტში მყის, ყოველგვარი პრელუდიის გარეშე, იმიტომ რომ მათი უარყოფითი პოლუსი არ არის მზად. მას არ შეუძლია იყოს მზად.

უარყოფითი პოლუსი არ იქნება მზად, სანამ კაცი არ დაიწყებს ქალის სიყვარულს მკერდიდან. ქალს შეუძლია დათმოს, მაგრამ ის არ მიიღებს მონაწილეობას. კაცი კი ფიქრობ, რომ სქესობრივი აქტი მარტივია. ტყუილად რატომ დახარჯოს დრო? მყის შეღწევისას ქალში ის ათავებს რამდენიმე წამში, მაგრამ ქალი არ იყო ნაწილი, ის არ იყო გაღვიძებული.

აი ამიტომ ქალები ისწრაფვიან, რომ მათი საყვარლები ეხებოდნენ მათ მკერდს, უყვარდეთ მათი მკერდი – ღრმად სურთ. მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი მკერდი ხდება ენერგიით სავსე, მაშინ მაგნიტური ღეროს მეორე პოლუსი, რომელიც არის უარყოფითი, გამოეპასუხება. მაშინ ისინი მძაფრად გრძნობენ ამას,ამ დროს მათ შეუძლიათ მონაწილეობა. მაშინ შეწყმა შესაძლებელია – და მაშინ ისინი განზავდებიან.

პრელუდია აუცილებელია. ქორწინება ხდება მშრალი, იმიტომ რომ დასაწყისში, როდესაც თქვენ ხვდებით ახალ ქალს, ჯერ თქვენ თამაშობთ მისი სხეულით. მაგრამ როდესაც ის თქვენი ცოლია, თქვენ იღებთ მას როგორც საკუთრებას – პრელუდიაში აღარაა საჭიროება.
ცოლები ასე დაუკმაყოფილებლები არიან თავისი ქმრებით არა იმიტომ, რომ ქმრებს არ უყვართ ისინი, არამედ იმიტომ, რომ მათ არასწორად უყვართ ისინი.

ისინი არ ფიქრობენ,რომ ქალი – ეს რაღაც სხვაა, რომ მისი სხეული რეაგირებს სხვაგვარად, ზუსტად საპირისპირო სახით. ადამიანები არ უახლოვდებიან სასიყვარულო აქტს თანდათანობით. ორი ადამიანი ზის და უცბად ისინი იწყებენ სასიყვარულო აქტს. ეს სწრაფი და უხეშია – ეს ძალიან სწრაფი და უხეშია ქალისთვის. კაცისთვის ეს არ არის სწრაფი და უხეში, იმიტომ რომ კაცური ენერგია – ეს სხვა ტიპის ენერგიაა და კაცის სექსუალურობა უფრო შეზღუდულია. სექსუალურობა ქალისა უფრო სრულია. მთელი მისი სხეული ჩართული უნდა იყოს მასში. ქალი ვერ შევა მასში ღრმად, სანამ ამას არ წარუძღვება პრელუდია.

როდესაც ქალი რჩება ცივი, კაცის ორგაზმის განცდა რჩება შეზღუდული, სქესობრივი.
ეს არ მოიცავს მის სულს, ეს არ მოიცავს მთელ მის სხეულს. მთელი მისი უჯრედები და მთელი ძარღვები მისი არსებისა არ ვიბრირებს, არ იმყოფება ცეკვაში.ეს ღარიბულია, ძალიან ღარიბული. ეს არის გათავისუფლება, შემსუბუქება და არა ორგაზმის განცდა.

სექსი მშვენიერია,სექსუალურობა მახინჯი. როდესაც სექსი ხდება გონებრივი, სექსი შედის თქვენს თავში, ის ხდება სექსუალურობა. ასე, რომ სექსი არ წარმოადგენს ცენტრს სექსისთვის. სექსი არ წარმოადგენს თავის ფუნქციას.

მაგრამ როდესაც სექსი თავიდან შემოდის, ეს ხდება სექსუალურობა. მაშინ თქვენ ფიქრობთ სექსზე, ოცნებობთ სექსზე და რაც უფრო ბევრს ფიქრობთ, რაც უფრო ბევრს ოცნებობთ მასზე, მით უფრო ბევრ უსიამოვნებაში ხვდებით.

ეს პრობლემა დამახასიათებელია დასავლეთისათვის,მან მეტისმეტად ბევრი იოცნება სექსზე. დასავლეთი გახდა სექსუალური ფანტაზიით. აღმოსავლეთი გახდა სექსუალური ჩახშობით. ორივენი გახდნენ სექსუალურები; და ორივემ დაკარგა ბუნებრივი თვისება – დატკბნენ სექსით.

ორივე გახდა პათოლოგიურად განსხვავებული გზები. დასავლეთი გახდა პათოლოგიური იმ ფანტაზიით, რომ სექსი ცხოვრების საბოლოო მიზანია. აღმოსავლეთი გახდა პათოლოგიური პირიქით, რომ სექსი უკანასკნელი ბარიერია ღმერთსა და ადამიანს შორის. სექსი არ წარმოადგენს არც ერთს, არც მეორეს, ეს არც უმაღლესი მიზანია, არც უმაღლესი ბარიერი. სექსი ეს უბრალო მოვლენაა, ისეთივე, როგორიცაა შიმშილი ან წყურვილი.

მათ შექმნეს სხვა პრობლემა დასავლურ გონებაში – კაცმა უნდა დააკმაყოფილოს ქალი, ქალმა კი – კაცი. ახლა ორივე შეწუხებულია. ასე,რომ კაცი ცდილობს გაიგოს დააკმაყოფილა თუ არა ქალი, თუკი ის არ არის დაკმაყოფილებული, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ არის საკმარისი მასში, ის უკვე არ არის სრულფასოვანი მამაკაცი.

როდესაც თქვენ დაიწყებთ შეგრძნებას, რომ უკვე არასრულფასოვანი მამაკაცი ხართ, მიდიხართ არასწორი მიმართულებით; მეტი და მეტი სიძნელეები წარმოიშობა თქვენს წინაშე. თქვენ შეგეშინდებათ, დაკარგავთ თვითდაჯერებულობას.

ქალი კი აგრძელებს მცდელობას რომ გაიგოს დააკმაყოფილა თუ არა მან მამაკაცი. თუკი ის გრძნობს, რომ მამაკაცი დაუკმაყოფილებელია, ან გრძნობს რომ კაცმა ვერ მიაღწია იმ ექსტაზს, რომელსაც ქადაგებენ ახლა მთელს მსოფლიოში; ის გრძნობს, რომ მასში რაღაც დარღვეულია. ორივე შეწუხებულია და მშვენიერი სიყვარულის აქტი შერყვნილია.
აქ არაფერია შესაწუხებელი.

შემდეგ არსებობს სხვა პრობლემა: ხალხი ძალიან დაკავებულია სექსით. მათ ეს თითქმის წეს-ჩვეულებად გადააქციეს. იდეა – რომ სექსი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, იყო წამოყენებული მედიცინის ავტორიტეტებისაგან. თუ თქვენ არ ხართ დაკავებული სექსით ყოველდღე, უარყოფითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე. ახლა ისინი ამბობენ,რომ გულის შეტევაც კი შესაძლებელია, თუ თქვენ იშვიათად ხართ სექსით დაკავებული.

ეს უნდა იყოს იშვიათი დღესასწაული. ეს არ უნდა იყოს მოსაწყენი, არ უნდა იყოს ყოველდღიური საჭმელი. საჭიროა ამის შენარჩუნება იმ იშვიათი შემთხვევისათვის, როდესაც მართლა სავსე ხართ, როდესაც არსებობს განსაკუთრებული სივრცე.
მისი შენახვა საჭიროა საჩუქრად იშვიათი მომენტებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ხდება. ისევე,როგორც თქვენ იკვებებით ყოველ დღე, სვავთ ჩაის და იღებთ აბაზანებს, ასევე თქვენ დაკავებული ხართ სასიყვარულო აქტით.
შემდგომ აღმოჩნდება, რომ ეს მოსაწყენია – ყველაფერი ერთი და იგივეა.

აკეთეთ სექსი მხოლოდ როდესაც არის უდიდესი სურვილი და ვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ თქვით “მაპატიე, მაგრამ ეს არ არის აქ.ასე რომ რა აზრია ამაში?”
თავის მოჩვენება არ არის კარგი. და თუ შეწყვიტავთ თავის მოჩვენებას, დაინახავთ რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის სიღრმე ძალიან გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი