დეპრესიული ტრიადა

0
490
აფექტური სინდრომი, რომელიც ხასიათდება სამი ძირითადი სიმპტომით (ე.წ. დეპრესიული ტრიადით) – უგუნებობით, აზროვნების და მოძრაობის შენელებით. დეპრესია გვხვდება თითქმის ყველა ფსიქიკური დაავადების დროს. დეპრესია ფსიქიკური აქტივობის დათრგუნვაა, რომელიც ვლინდება ქცევის უკიდურეს პასიურობაში, თვითშეფასების დაქვეითებაში, ცხოვრებისეული პერსპექტივების უგულებელყოფაში, დარდებისა და სასოწარკვეთილების მყარ გრძნობაში, შფოთვის მაღალ ხარისხში. იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს გადაღლით, ან ნეგატიური ფსიქოგენური მოქმედებებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მონაცემებით დეპრესია მიჩნეულია, მეოთხე გლობალური სიმძიმის და არაფეტალური გამოსავლის მქონე უდიდეს დაავადებად, რომლის გამოც ადამიანები ცხოვრების წლების თითქმის 12%-ს უნარშეზღუდულად ატარებს. მას XXI საუკუნის შავ ჭირსაც უწოდებენ. ეტიო-პათოგენეზში არაერთ მიზეზზე მიუთითებენ, თუმცა აქტუალურია დაავადებისადმი გენეტიკური მიდგომაც, კერძოდ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ასეთი გენი 5-ნტტ, რომელიც ტვინს სეროტონინის დაგროვებაში უწყობს ხელს, ხოლო ამ ნივთიერების ნაკლებობა ჩვენი ხასიათის გაუარესებას იწვევს. აღმოჩნდა, რომ ვისაც მოკლე აქვს ეს გენი, იგი გამუდმებით დეპრესიას განიცდის.
ამ ვერსიას ფართო აღიარება არ მოუპოვებია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ სეროტონინის საჭირო რაოდენობით მიღება ხელს შეუწყობს ადამიანის გუნება-განწყობის გაუმჯობესებას. დეპრესიისთვის დამახასიათებელია დარდი მომავალი საფრთხის დიფუზიური განცდით, ფიზიკური დაძაბუნების შეგრძნებით აწმყო და მომავალი შავ ფერებში ჩანს. წარსული აღიქმება, როგორც შეცდომების, ან ცოდვების ჯაჭვი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველას დეპრესია ,,გვაქვს” , ყოველ შემთხვევაში ჩვენს უგუნებობას მას მივაწერთ ხოლმე, მინდა იმედები გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ დეპრესიის დიაგნოზის დასმა, საკმაოდ რთულია. WHO კვლევების მონაცემებით დეპრესიის მქონე პაციენტების 50-70%-ში პირველადი დახმარების დროს დაავადების აღმოჩენა ვერ ხერხდება და ის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პრობლემად, რომელიც ასოცირებულია მცდარ დიაგნოზებთან.
დეპრესიის მქონე პაციენტების ორ მესამედს გარდა დეპრესიისა გამოხატული აქვს სხვადასხვა სახის სომატური სიმპტომები, ხოლო დეპრესიის აღმოჩენა სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად ექიმის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს საჭიროებს. კონსულტაციის დროს დისკუსია სომატური სიმპტომებიდან გადააქვთ ემოციურ ჯანმრთელობაზე და პაციენტს ეკითხებიან, თუ რას ფიქრობს მისი ფიზიკური სიმპტომების გამომწვევ მიზეზებზე.
მნიშვნელოვანია გამოვკვლეულ იქნას პაციენტის ყველა ცხოვრებისეული მოვლენა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს კავშირი ან წინ უსწრებდეს დაავადების სიმპტომებს. მაგალითად ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული ტკივილის სინდრომით, ჯანმრთელობის ხშირი პრობლემებით, შიშებით ან დაბალი თვითშეფასების უნარით და აუხსნელი ფიზიკური სიმპტომებით. დეპრესიას ძალიან ხშირად თან ახლავს შიშები, რომელიც პირველ რიგში მკურნალობას მოითხოვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველადადაა აღმოჩენილი.

 

დეპრესიის სკრინინგისთვის აუცილებელი ორი შეკითხვა:

ბოლო თვეების მანძილზე ხშირად გაწუხებთ დეპრესიის, უიმედობისა და მარტოსულობის შეგრძნება? ბოლო თვეების მანძილზე ხშირად ხომ არ კარგავთ ინტერესს ან სიამოვნებას ვეღარ იღებთ სხვადასხვა საქმიანობებისას?

თუ პაციენტი ამ ორი შეკითხვიდან ერთერთზე მაინც დადებით პასუხს გასცემს, მაშინ სკრინინგის სპეციფიკურობიდან გამომდინარე სპეციალისტმა უნდა დაუსვას მას შეკითხვა, სურს თუ არა რომ დაეხმარნონ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი