ჯიდუ კრიშნამურტი – სიცოცხლე არის სიკვდილი

0
1942

ჩვენ ვთქვით რომ ცხოვრება არის  ყველა ეს სისულელე – ცოდნა, სწავლა,  მთელი ეს ამაოება, ყოველდღიური სიარული ოფისში ცხრა ან ათ საათზე, კამათი ჩხუბი, ათასი რამის სურვილი, მომყვებით?  თქვენ იცით ეს ცხოვრება, ხო მართალია? ქმედებათა სერია იწვევს მთელს რიგს რეაქციებისას, წუხილს, ტკივილს და ეს არის ჩვენი ცხოვრება,  თუ ეს ასეა, მაშინ ნუღარ ამბობთ   რომ ცხოვრება   გასაოცარი რამეა, ეს უბედურება, დაყოფა და ბრძოლაა. 

რეალურად ჩვენ არასოდეს გამოგვიკვლევია სიკვდილი. გესმით რის შესახებ ვსაუბრობთ? ჩვენ ვიცით სიცოცხლე, თუ ხარ წრფელი  და  გაქვს რაიმე კარგი წარმოსახვა, ეს მაინც უკავშირდება სიცოცხლეს. შენი  წარმოდგენები ზეცასა და იქ მყოფ   ღმერთზე, რომელიც შენ გიმზერს და ისმენს ყოველ ლოცვას მტკნარი სისულელეა, ყოველ შემთხვევისთვის ჩემთვის, მოსაუბრესთვის.

მაგრამ თქვენ არასოდეს გამოგიკვლევიათ თუ რა არის სიკვდილი.   რა არის სიკვდილი? ეს ძალზედ უცნაური რამ უნდა იყოს, არა? გასაოცარი რამ.  ყველაფერი  წავა შენგან,   შენი მიბმა, ფული, ცოლი, შვილები, შენი ქვეყანა, შენი ცრურწმენები, შენი გურუ , ღმერთი, ყველაფერი წავა, ასეა? შესაძლებელია გსურს ეს ყველაფერი წაიღო სხვა სამყაროში, მაგრამ ხომ შეუძლებელია ფულის ან ბანკის ანგარიშის, შენი გურუს ან ტაძრის წაღება? შენ იგონებ ამ ტაძრებს და ღმერთებს სიცოცხლეში, მაგრამ როდესაც სიკვდილი მოდის გეუბნება, ,,ხედავ, შენ არაფრის წაღება არ შეგიძლია თან, არაფრის, რასაც ასე აგროვებდი ცხოვრებაში, იქ არ არის სივრცე მაგისთვის, ხარ ტოტალურად მარტო”. აი რა ხდება როცა სიკვდილი მოდის. შენ ვერ დაგეხმარება ვერავინ. გესმით ეს?  თუმცა შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ აუცილებლად დაიბადები ხელახლა, ეს ძალიან კომფორტული იდეაა, მაგრამ შესაძლებელია ეს არ იყის სინამდვილე, არამედ გამოგონილი, შენი სურვილი მხოლოდ – ~მე არ მსურს ჩემი შვილისა და ცოლის   მიტოვება, მაგრამ არა უშავს, შევხვდები მათ შემდეგ ცხოვრებაში~ და ა.შ.

ამრიგად ჩვენ უნდა  ვეცადოთ გავიგოთ, თუ რას ნიშნავს სიკვდილი. მე არ ვსაუბრობ ისეთ სისულელეეზე, რომ სანამ ცოცხალი ხარ, თავი არ უნდა მოიკლა. მე მსურს გავიგო რა არის სიკვდილი. არა ხიდიდან გადახტომა ან ჰიმალაიზე წასვლა და იქ დასრულება ცხოვრების, არამედ რას ნიშნავს თვითონ სიკვდილი – რაც არის განთავისუფლება იმ ყველაფრისგან რაც ადამიანს აქვს შექმნილი, ჩემი ჩათვლით. მინდა გავიგო რეალური ფაქტი, როდესაც სიკვდილი ამბობს – საკმარისია!  გინდათ ამის გაგება? ნამდვილად გინდათ?

რას ნიშნავს მოკვდე? დავნებდეთ ყველაფერს, ხო? არა მსხვერპლად შეწირვა, სიკვდილი, დაღუპვა _ ნუ იყენებთ ასეთ სულელურ სიტყვებს. ეს როგორც ბრიტვა, ისე  ჭრის თქვენს მიბმას, თქვენს ღმერთებს, ცრურწმენებს, თქვენს სურვილებს რომ გქონდეთ მომავალი ცხოვრების კომფორტი და ა.შ. მე ვაპირებ გავიგო რა არის სიკვდილი, იმიტომ რომ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სიცოცხლე. მაგრამ როგორ უნდა გავიგო ეს რეალურად, არა თეორიულად როგორც ამას საზოგადოება აკეთებს და იცით თქვენ მთელი ეს ცირკი.. არამედ ნამდვილად მსურს გავიგო, მაშ რა არის სიკვდილი?  დაუსვით ეს შეკითხვა თქვენს თავს, ნუ მისმენთ მე.  ხარ ახალგაზრდა თუ  ხარ ძალიან მოხუცი, ეს საკითხი მუდამ აქტუალურია. გაინტერესებთ ეს? იცით რას ნიშნავს ეს? იყო ტოტალურად თავისუფალი ყველაფრისგან რაც გაქვს და რაც მოგიგროვებია, არა მიბმა, არა ღმერთი, არა მომავალი და არა წარსული. თქვენ არ გესმით ეს რას ნიშნავს, ვერ ხადავთ მთელს ამ მშვენიერებას,  ამ სიდიადეს, ამ საოცარ სიძლიერეს.  იყო მკვდარი სიცოცხლეშივე – იცით ეს რას ნიშნავს? სიცოცხლის განმავლობაში ყოველ დღე უნდა კვდებოდე, ანუ არ მიეჯაჭვოთ თქვენს ცოლს, მამას, დედას, ბაბუას, თქვენს ქვეყანას და არაფერს – ეს ნიშნავს სიკვდილს, სწორია? თუმცა შეიძლება ოცნებობ სხვა  ცხოვრებაზე, ეს ძალიან მარტივია, ადვილი  და ძალიან იდიოტური.

ამგვარად სიცოცხლე არის სიკვდილი. გაიგეთ? სიცოცხლე   ნიშნავს იმ ყველაფრის უარყოფას ყოველდღიურად,  რაზეც მიჯაჭვული  ხარ, რასაც ეთაყვანები, რაზეც ფიქრობ და არ ფიქრობ, შენი ღმერთის, შენი ქვეყნის, ყველაფრის. შეგიძლიათ ამის გაკეთება? თითქოს მარტივი ფაქტია,  მაგრამ  უზარმაზარი შინაარსი აქვს.  ყოველი ასეთი დღე   ახალი დღეა, ვერ გაიგეთ?  ყოველი ახალი დღე არის სიკვდილი და ხელახალი დაბადება, ინკარნაცია. ეს არის უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია.  რადგანაც აქ აღარაფერია რომ შეგეშინდეს, აღარაფერია რომ დაგიშაოს, არაფერი აღარ არსებობს. ფიქრი შეზღუდულია, მაშასადამე მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

მას მიტომ ვანიჭებთ მნიშვნელობას, რომ მაგალითად:  მე უნდა ავდგე გარკვეულ საათზე, 5 წუთის შემდეგ წავიდე   და ა.შ. მაგრამ დრო, ფიქრი, შიში, მიბმა, და ყველაფერი სხვა რაც ადამიანს აქვს, ტოტალურად უარყოფილია, აი რას ნიშნავს სიკვდილი.  ~ღმერთი გელოდება ზეცაში რომ შეგიწყალოს~ _მთელი ეს საუბარი სასაცილოა. ამგვარად, შეგიძლია ამის გაკეთება? იქნებ სცადოთ? იქნებ ჩაატაროთ ექპერიმენტი არა ერთხელ, არამედ ყოველ დღე. არა ბატონებო, თქვენ ეს არ შეგიძლიათ, თქვენი ტვინი არ არის ნავარჯიშევი ამაში, იგი განპირობებულია ზეცით, განათლებით, ტრადიციებით, წიგნებით, თქვენი პროფესიით, და ყველა დანარჩენით. აქ საჭიროა  გაიგო რა არის სიყვარული, რადგანაც სიკვდილი და სიყვარული ერთად მიდიან.  როგორც სიკვდილი გეუბნება იყავი თავისუფალი და მიუბმელი, რადგანაც არაფრის წაღება არ შეგიძლია თან, აგრეთვე სიყვარულიც  გეუბნება _ იყავი თავისუფალი ყველაფრისგან. სიყვარული არსებობს მხოლოდ იქ, სადაც არის თავისუფლება, არა ცოლისგან,  მეგობარი გოგოსგან ან ქმრისგან, არამედ გქონდეთ მხოლოდ გრძნობები, უზარმაზარი სიძლიერე, სასიცოცხლო ენერგია და სრული თავისუფლება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი