ნორმატიული სოციალური გავლენა ინდივიდებში

0
331

ნორმატიული კონფორმიზმი – ნორმატიული სოციალური გავლენა მაშინ ყალიბდება, როდესაც ინდივიდი იმას ეთანხმება, რაც ჯგუფის მიერაა აღიარებული და მოწონებული. ნორმატიული კონფორმიზმი ხშირად საზოგადო თანხმობას იწვევს, რაც იმას ნიშნავს რომ გააკეთო ან თქვა რაიმე ისე, რომ არ გჯეროდეს მისი.

სოლომონ ეში პირველი ფსიქოლოგი იყო, რომელმაც ეს ფენომენი ლაბორატორიაში შეისწავლა. მან შერიფის ექსპერიმენტს მოდიფიცირება გაუკეთა და დაუშვა, რომ როდესაც სიტუაცია ბუნდოვანი არ არის, კონფორმულობის დონე მცირდება. მოცემული იყო სხვადასხვა სიგრძის ხაზები და მონაწილეებს სთხოვდნენ სტანდარტული ხაზის ზომის ხაზი მოეძებნათ.

ყველა მონაწილე ერთის გარდა საიდუმლოდ გააფრთხილეს, რომ 18-დან 12 შემთხვევაში არასწორი პასუხი გაეცათ. შედეგებმა კონფორმიზმის მაღალი დონე აჩვენა, 76% სულ მცირე ერთ შემთხვევაში მაინც ამჟღავნებდა კონფორმიზმს. საშუალოდ ადამიანების ერთი მესამედი ავლენდა კონფორმულობას.

ნორმატიული სოციალური გავლენა სამ კომპონენტს შეიცავს:

1. ჯგუფში ადამიანთა რაოდენობას – მნიშვნელოვნი ეფექტი აქვს. ჯგუფში თითოეული ინდივიდი ნაკლებ ზეგავლენას განიცდის, როდესაც ჯგუფის წევრთა რიცხვი იზრდება;

2. ჯგუფის ძალა- ინდივიდისთვის ჯგუფის მნიშვნელოვნებით განისაზღვება. ზოგადად, ჯგუფის შეფასება მისი სოციალური გავლენის მიხედვით ხდება;

3. შეჭიდულობა – ამა თუ იმ გავლენის დროს ჯგუფის სიმჭიდროვეს, შეკრულობას გულისხმობს.

ფსიქოლოგებმა ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით კონფორმულობის დონის წინასწარმეტყველებისთვის მათემატიკური მოდელი ააგეს. ბარონმა და მისმა კოლეგებმა თვითმხილველთა ექსპერიმენტი გაიმეორეს. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტი ნორმატიულ გავლენაზე იყო ფოკუსირებული. ამ ვერსიაში დავალება გაადვილეს, თითოეულ მონაწილეს ერთის ნაცვლად 5 წამი მისცეს, რათა სლაიდისთვის შეეხედათ.

ამ შემთხვევაშიც მონაწილეების ნაწილს მაღალი, ნაწილს კი დაბალი მოტივაცია ჰქონდა. მაგრამ შედეგი პირველი ექსპერიმენტის საპირისპირო იყო. დაბალი მოტივაციის ჯგუფის კონფორმულობა 33% იყო (ეშის აღმოჩენის მსგავსად), მაღალი მოტივაციის ჯგუფის კონფორმულობის დონე 16%- მდე დაეცა. შედეგმა აჩვენა, რომ თუ სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, უმჯობესია არა სწორი პასუხები გასცე, ვიდრე გარისკო და სოციალურად “არმოწონებული”იყო.

ეშის ექსპერიმენტის მსგავსმა ექსპერიმენტმა აღმოაჩინა, რომ მეგობრების ექვს კაციან ჯგუფში, უცხოების ექვსკაციან ჯგუფთან შედარებით კონფორმიზმის დონე დაბალი იყო. მეგობრები უკვე იცნობენ ერთმანეთს, ამიტომაც სხვადასხვა სიტუაციებში ნაკლებია კნფორმიზმის გამომწვევი ნორმატიული ზეწოლაა. კვლევებმა სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარების თაობაზე აჩვენა რომ მეგობრები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.

გრაჩფილდის კონფორულობის ექსპერიმენტი – რიჩარდ გრაჩფილდმა გააუმჯობესა ეშის ტექნიკა. მის ექსპერიმენტში მონაწილეები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. მისი აზრით, ეშის ექსპერიმენტში კონფორმულობა გამოწვეული იყო იმით, რომ რეალური ცდისპირი ხედავდა ჯგუფის სხვა წევრებს. გრათჩფილდის ექსპერიმენტი უფრო მომგებიანი იყო, რადგან მასში რამდენიმე რეალური ცდისპირი მონაწილეობდა. ასევე მან განსხვავებული განათლების 100 სამხედრო და ბიზნესმენი შეიწავლა, რომელთა საშუალო ასაკი 34 წელი იყო.

ექსპერიმენტში ადამიანები დაყვეს 5 კაციან ჯგუფებად და ერთმანეთის გვერდიგვერდ დასვეს. ისინი ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთთან საუბარი. ცდისპირებს აჩვენებდნენ კითხვებზე შესაძლო რამოდენიმე პასუხს, რომლებიც გამოსახული იყო კედელზე. ცდისპირებს პასუხი უნდა გაეცათ ღილაკზე თითის დაჭერით, თითოეული ღილაკი შეესაბამებოდა პასუხის რომელიმე ვარიანტს. მაგალითად, თუ მიიჩნევდნენ, რომ სწორ პასუხის შესაბამისი ღილაკი იყო მეოთხე, შესაბამისად, მეოთხე ღილაკზე უნდა დაეჭირათ თითი.

ექსპერიმენტში 21 კითხვა იყო. ზოგიერთი ადამიანი ერთ ან ორ შემთხვევაში, ერთი ცდისპირი კი 21 შემთხვევიდან 17 შემთხვევაში კონფორმისტი აღმოჩნდა. გრათჩფილდმა აღმოაჩინა, რომ სამსჯელო კითხვებში (როგორიცაა ერთი ფიგურა დიდია თუ არა მეორეზე) და ფაქტობრივ კითხვებში (როგორიცაა შედეგი ნომრის დასახელება) 30 % კონფორმულად იქცეოდა რადგან ეგონათ, რომ სხვებიც ასევე უპასუხებდნენ. მისი ერთერთი აღმოჩენა იყო ის, რომ სამხედროების 37%-ი დაეთანხმა დებულებას:,,მე ეჭვი მეპარება რომ კარგი ლიდერი ვიყო”, მაშინ როდესაც ინდივიდუალური გამოკითხვის დროს არც ერთი მათგანი არ ეთანხმებოდა ამ აზრს.

გრათჩფილდმა დაასკვნა, რომ ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო იქცევიან კონფორმულად:

1. კონფორმისტები ნაკლებ ინტელექტუალები არიან, იმიტომ რომ ისინი მოცემულ მონაცემებს ლოგიკური პრინციპებით ვერ აანალიზებენ;

2. მათი ეგო ნაკლებად ძლიერია და არ არიან თვითკმარები, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის არ სჯერათ. საკუთარი შესაძლებლობების რწმენის ნაკლებობას განიცდიან და საკუთარი აზრის მკვეთრად ჩამოყალიბება, გამოთქმა უჭირთ;

3. მათ ლიდერობის ნაკლები უნარები აქვთ, მოვლენებისადმი ფრთხილი და გაუბედავი მიდგომა მათ არ შთააგონებს საკუთარი კომპეტენტურობის რწმენას, პატივისცემასა და ლოიალურობას;

4. ისინი მიდრეკილნი არიან ავტორიტარული შეხედულებებისადმი “ რა უნდა იყოს” და “ რა უნდა გაკეთდეს”.

5. ისინი დაქვემდებარებისკენ მიდრეკილნი და ზოგადად მორჩილები არიან. მათ იციან, რომ კომპეტენტურობა და თვითრწმენა აკლიათ და მუდამ სხვების შეხედულებებს შეჰყურებენ;

6. მათი სამეგობრო წრეები შეზღუდულია და მათი სოციალური კავშირები ხშირად მწირია;

7. ისინი არ არიან “მოწონებულები”, მაგრამ არიან “შებრალებულები”.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკაში მომხმარებელი პროდუქტს იმ ნიშნით ყიდულობს, რამდენად დიდია ამ პროდუქტის მომხმარებელთა რაოდენობა. შესაბამისად მოხმარება არ არის დამოკიდებული პროდუქტის ფასსა და ინდივიდის არჩევანზე.

ავტორი:ხატია ნადარაია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი