ემილ დიურკჰაიმის თვითმკვლელობის 4 ტიპი

0
411

თვითმკვლელობა, კერძო და ინდივიდუალურ აქტს წარმოადგენს. დიდი ხნის განმავლობაში იყო შესწავლისა და კვლევის საგანი. ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკვლევარი ემილ დიურკჰაიმი იყო.

იგი ამტკიცებდა რომ ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ნაკლებად მიმართავენ სუიციდს, ვიდრე დაუოჯახებელი და უშვილო ადამიანები, ისევე როგორც ომის დროს თვითმკველობების საერთო მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა, ვიდრე მშვიდობიანობის დროს. 

საინტერესოა ისიც, რომ თვითმკვლელობას ხშირ შემთხვევაში სერიოზული ცვლილებები უძვღვის არამხოლოდ ინდივიდის კერძო ცხოვრებაში, არამედ თავად საზოგადოებაში. მეცნიერი უკავშირებდა ადამიანის თვითმკვლელობას მის აღმსარებლობასთან და ამბობდა, რომ კათოლიციზმში სუიციდის მაჩვენებელი ნაკლები იყო, ვიდრე პროტესტანტიზმში, თუმცაღა ამის მიზეზად არა რელიგიური რწმენის არსებობა/არარსებობა იყო არამედ ის ფაქტი, რომ კათოლიციზმში სოციალური ურთიერთობები უფრო ღრმაა და მაღალ დონეზეა აყვანილი, ვიდრე პროტესტანტულ საზოგადოებებში. 

დიურკჰაიმმა თვითმკვლელობის ოთხი ცალკეული ტიპი გამოყო

ეგოისტური თვითმკველობა – სუიციდის ტიპი, დამახასიათებელი ისეთ გარემოში, როდესაც ინდივიდი საზოგადოებისაგან უცხოვდება და ვერ პოულობს სათანადო ადგილს მასში. იგი ვერ ახერხებს საკმარის თვითრეალიზაციასა და საკუთარი თავის არსებული წყობილებისადმი მიკუთვნებულობას, რაც ემოციურ სიძულვილში გამოიხატება და ხშირად არ არის ნათლად, ყველასათვის დასანახად წარმოდგენილი;

ასეთი ადმაიანები შეიძლება ცდილობდნენ თავიანთი მდგომარეობისა და განცდების რაიმე სხვა სახის გამოვლენას – წერა, მხატვრობა, ჩაცმის სტილი და სხვა – ან სულაც არ იყვნენ შემჩნეულები სხვათა მიერ. საინტერესოა ისიც, ეგოისტური თვითმკვლელობის დროს ადამიანებს შეიძლება ახასიათებდეთ ხანგრძლივი დეპრესია და მიიღებენ თუ არა თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას უეცრად ხდებიან უკეთ და კიდეც გამოხატავენ მას.

ალტრუისტული თვითმკვლელობა – ასეთი სახის სუიციდს წინ უძღვის ადამიანთა ინდივიდუალურობის დაკარგვა, გაუცხოება თავის თავთან, თავის მიზნებთან და პიროვნებასთან, რის შემდეგაც იგი მოქმედებს როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი და მზადაა საზოგადოებისათვის გასწიროს თავი. ამის მაგალითია იმპერიული იაპონია მეორე მოსფლიო ომის დროს და კამიკაძეობის მაგალითი, რა დროსაც იაპონელი მფრინავები უეჭველ თვითკვლელობაზე მიდიოდნენ, რათა ჩაეძირათ აშშ-ს საზღვაო ფლოტი.

ანომიური თვითმკვლელობა – ასეთ სუიციდს წინ უძღვის საზოგადოების ან პერსონის უეცარი სოციო-ეკონომიკური ცვლილება, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და დაცემა, სოციალური და მორალური ნორმების უეცარი რღვევა, წესრიგის მოშლა და განადგურება. ყოველივე ამის გამოხატულება შეიძლება იყოს, პიროვნების უეცარი გამდიდრება ან გაღარიბება. ამ დროს ადამიანები ვერ ეჩვევიან და ვერ ეწევიან არსებულ რეალობას და მიმართავენ თვითმკვლელობას;

ფატალისტური თვითმკვლელობა – ესაა სუიციდის ის ტიპი, რომელიც აბსოლუტურად საპირისპიროა ანომიური თვითმკვლეობისა. ამ დროს უეცრად ხდება ინდივიდის ცხოვრებაში საზოგადოებრივი, რელიგიური ან პოლიტიკური ნორმების შემოჭრა და არსებული წესრიგის თავსმოხვევა. ამ დროს ინდივიდი არსებული რეალობის წინააღმდეგ მიმართავს თვითმკვლელობას, რაც შეიძლება იყოს რეალობისაგან თავის დაღწევის ან აჯანყების იდეის მატარებელი;

ყველა ვარიანტში თვითმკვლელობა იდეურად დაკავშირებულია უიმედობასა და გამოსავლის არ ქონასთან, რაც საერთო ჯამში საკმაოდ სადაო საკითხია, რადგან ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი ხოლო გამოსავალი შეიძლება იყოს ყველანაირი ფორმის. თვითმკვლელობა კი მაინც დაკავშირებულია სირთულეების გადალახვის შეუძლებლობის ილუზიასა და ტყვეობისაგან გათავისუფლების სურვილთან, რაც სინამდვილისაგან, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან შორს დგას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი