ბაირონ ქეითი – საღი გონება არასდროს იტანჯება

0
711

არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ და როგორია ახლა თქვენი ცხოვება. ის შეგიძლია ნებისმიერ დროს შეცვალო. ყველაფერი იმაზე მარტივად არის, ვიდრე გვგონია, როდესაც ვიცით, როგორ. სწორედ აქ არის საჭირო, რომ ჩვენი 100%-იანი პასუხისმგებლობა  გავაცნობიეროთ. რათა ვიყოთ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ ფიქრზე, საკუთარ ქცევაზე და არ ვიყოთ გარემოების მსხვერპლი. მსხვერპლის პოზიცია ძალას გვაკარგვინებს და გვაშორებს იმ პოზიციას, როდესაც თავად ვართ ჩვენი ცხოვრების შემოქმედი. თუ ახლა ხარ ცხოვრებისეული გამოწვევის წინაშე – დანებდე თუ არა, გახსოვდეს, არასდროს დანებდე!

უარი არ არსებობს! მთავარია საკუთარ თავს არ უთხრა უარი!

რა არის თქვენი ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდველი რწმუნებულება? ფიქრი, რომელიც თქვენში სტრესს იწვევს და დიდი სიამოვნებით გათავისუფლდებოდით? როგორ შემიძლია ვისწავლო იმ ადამიანის პატიება, ვინც ძალიან მაწყენინა?

შენი მტერი განიკითხე – დაწერე. ოთხი შეკითხვა დასვი, შეაბრუნე. თავად დარწმუნდი, რომ პატიება — ეს იმის გაცნობიერებაა, რომ რაც გეგონა რომ მოხდა, სინამდვილეში არ მომხდარა.

სანამ ვერ დაინახავ, რომ საპატიებელი არაფერია, მანამ ნაპატიები არ გაქვს. არავის არავისთვის გული არ უტკენია. რაიმე საშინელება არასდროს არავის გაუკეთებია. საშინელება სხვა არაფერია, თუ არა მომხდარის შესახებ შენი გამოუკვლეველი ფიქრები. ასე რომ, როდესაც იტანჯები, გამოიკვლიე, დააკვირდი, თუ რასაც ფიქრობ და საკუთარ თავს თავისუფლება მიანიჭე.  ბავშვი იყავი. იმ გონებით დაიწყე, რომელმაც არაფერი იცის. დაე, შენმა არცოდნამ წაგიყვანოს თავისუფლებისკენ მიმავალი ყოველი გზისკენ.

რას გულისხმობ, როდესაც ამბობ „ფიზიკური პრობლემები არ არსებობს — მხოლოდ მენტალური პრობლემები არსებობს?“ თუ მე მარჯვენა ხელს დავკარგავ და მემარჯვენე ვარ? ეს უდიდესი პრობლემა არ არის?

საიდან ვიცი, რომ ორი ხელი არ მჭირდება? მხოლოდ ერთი მაქვს. სამყაროში შეცდომა არ არსებობს. სხვაგვარად ფიქრი საშინელი და უიმედოა. ის ისტორია, რომ „ორი ხელი მჭირდება“ ტანჯვის დასაწყისია, რადგან რეალობას ეკამათება. ისტორიის გარეშე, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.

მარჯვენა ხელის გარეშეც სრულფასოვანი ვარ. ჩემი ხელწერა, თავიდან აცახცახებული შეიძლება იყოს, მაგრამ ის სრულყოფილია ისეთად, როგორიც არის. ის თავის ფუნქციას შეასრულებს ისე, როგორც მჭირდება და არა ისე, როგორც ვფიქრობდი, რომ დამჭირდებოდა. აშკარად, სამყარო საჭიროებს მასწავლებელს, თუ როგორ შეიძლება ბედნიერი იყო ერთი ხელით და აცახცახებული ხელწერით. სანამ მარცხენა ხელის დასაკარგადაც მზად არ ვარ, ჩემი „სამუშაო“ შესრულებული არ არის.

გავიგე, ამბობ, რომ რეალობის მოყვარული ხარ. რას იტყვი ომზე, გაუპატიურებაზე, სიღარიბეზე, ძალადობაზე და ბავშვებთან ცუდ მოპყრობაზე? ნუთუ ამას ამართლებ?

როგორ შემიძლია ეს გავამართლო? გიჟი კი არ ვარ. მე ერთი რამ ვიცი – თუ მჯერა, რომ არ უნდა არსებობდეს და მაინც არსებობს, ვიტანჯები. შემიძლია, უბრალოდ, ჩემს შიგნით არსებული ომი დავასრულო? შემიძლია შევწყვიტო საკუთარი თავის და სხვების გაუპატიურება ჩემივე შეურაცხმყოფელი ფიქრებით და მოქმედებებით? თუ არა, მე ჩემს თავში ვაგრძელებ იმ ყველაფერს, რაც სამყაროში მინდა დასრულდეს.

საღი გონება არასდროს იტანჯება. დედამიწაზე ყველგან შეგიძლია ომი აღმოფხვრა? გამოკვლევის მეშვეობით ის შეგიძლია აღმოფხვრა ერთი ადამიანიდან: შენგან. ეს სამყაროსთან ომის დასასრულია. თუ ცხოვრებას წონასწორობიდან გამოჰყავხარ, კარგია! სამუშაო ფურცელზე განიკითხე ისინი, ვინც ომს იწყებენ, გამოიკვლიე და შეაბრუნე. ნამდვილად გინდა სიმართლე გაიგო? ყველანაირი ტანჯვა შენში იწყება და შენშივე სრულდება.

სიყვარული იმისა, რაც არის — ეს ისე ჟღერს, თითქოს არასდროს არაფერი გინდა. უფრო საინტერესო არ არის, რომ რაღაც გინდოდეს?

ჩემი გამოცდილება ასეთია: მე ყოველთვის რაღაც მინდა: მე მინდა ის, რაც არის. ეს არამხოლოდ საინტერესოა, ნამდვილი ექსტაზია! რაც მე მინდა არის ის, რაც უკვე მაქვს!

როდესაც მე მინდა ის, რაც მაქვს, ფიქრები და მოქმედებები ერთმანეთისგან განცალკევებული არაა; ისინი მოქმედებენ, როგორც ერთნი, კონფლიქტის გარეშე. თუ ოდესმე აღმოაჩენ, რომ რაღაც გაკლია, დაწერე შენი ფიქრები და გამოიკვლიე. მე აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში არ არსებობს უკმარისობა და ის არ საჭიროებს მომავალს. ყველაფერი, რაც ჩემთვის აუცილებელია, ყოველთვის მომარაგებულია და მე არ მჭირდება არაფრის გაკეთება ამისთვის. იმაზე საოცარი არაფერია, ვიდრე გიყვარდეს ის, რაც არის.

კონკრეტულად რა მინდა? მინდა შენს შეკითხვებს ვუპასუხო, რადგან ახლა სწორედ ეს ხდება. მე შენ გიპასუხებ, რადგან სიყვარული სწორედ ამას აკეთებს. ეს შედეგია თავდაპირველი მიზეზის — შენი. მე მიყვარს ეს ცხოვრება. რატომ უნდა მინდოდეს იმაზე მეტი ან ნაკლები, რაც ახლა მაქვს, მაშინაც კი თუ ის მტკივნეულია? რასაც ვხედავ, სადაც ვარ, რასაც ვყნოსავ, რასაც ვაგემოვნებ და ვგრძნობ — ჩემთვის ყველაფერი მშვენიერია. შენი ცხოვრება რომ გიყვარდეს, მოგინდებოდა მისი შეცვლა? იმაზე ამაღელვებელი არაფერია, ვიდრე გიყვარდეს ის, რაც არის.

„სამუშაო“ გიჩვენებს შენს ბედნიერებას როდის გებულობ უკუღმართად. როდესაც ფიქრობ, რომ ადამიანები შენს მიმართ კეთილშობილები უნდა იყვნენ, სიმართლე ამის საპირისპიროა:თავად შენ უნდა იყო კეთილშობილი მათთან და საკუთარ თავთან მიმართებით. შენი შეფასებები სხვა ადამიანების მიმართ ხდება რეცეპტი იმისა, თუ როგორ იცხოვრო. როდესაც მათ აბრუნებ, ხედავ რა მოგიტანს ბედნიერებას.

სამყარო — ეს მისი შენეული აღქმაა. შიგნით და გარეთ არსებული სამყარო ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა — ისინი ერთმანეთს აირეკლავს. სამყარო შენი გონების სარკისებური გამოსახულებაა.

თუ შიგნით ქაოსს და დაბნეულობას განიცდი, შენს გარეთ არსებული სამყარო იძულებულია ეს აირეკლოს. იძულებული ხარ დაინახო ის, რისიც გჯერა, რადგან დაბნეული მოაზროვნე ხარ, რომელიც გარეთ იყურება და საკუთარ თავს ხედავს. შენ ყველაფრის ინტერპრეტატორი ხარ და თუ ქაოსში ხარ, რაც გესმის და რასაც ხედავ, ესეც ქაოსია.

იესო ან ბუდაც კი რომ მდგარიყო შენს წინაშე, დაბნეულ სიტყვებს მოისმენდი, რადგან მისი მსმენელი დაბნეულობა იქნებოდა. მხოლოდ იმას გაიგონებდი, რასაც შენი აზრით ისინი გეუბნებოდნენ და პირველივე ჯერზე შეეკამათებოდი, როგორც კი შენს ისტორიას რაიმე დაემუქრებოდა.

რჩევა, რომელსაც შენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს აძლევდი, აღმოჩნდება, რომ შენთვის არის განკუთვნილი და არა ჩვენთვის. ბრძენი მასწავლებელი გახდები თუ საკუთარ თავს დაემოწაფები. სხვა გისმენს თუ არა, ეს მნიშვნელობას კარგავს, რადგან შენ ისმენ. შენ ის სიბრძნე ხარ, რომელსაც ჩვენ გვთავაზობ — სუნთქავ, დადიხარ და ძალისხმევის გარეშე მოქმედებ, როდესაც შენი საქმით კავდები, ყიდულობ პროდუქტებს ან ჭურჭელს რეცხავ.

როდესაც ჩვენი ფიქრების გვჯერა, შეზღუდული სამყაროს ილუზიაში ვიჭედებით.

– შენი სამყარო უხვია თუ შეზღუდული?

– იქნებ დროა შენი ფიქრები გამოიკვლიო და უხვი სამყარო აღმოაჩინო?

ბედნიერება არსებობს მხოლოდ აქ. დეპრესია რომ გქონდეს ამისთვის საჭიროა რომ აქ, ამ მომენტში არ იყო.

შენ სად ხარ?

აქ ხარ?

თუ ფიქრებით შენს წარსულში და მომავალში?

როდესაც ფიქრებით წარსულში და მომავალში ხარ აქ, ამ რეალობაში რას ვეღარ ამჩნევ?

დ ა ა კ ვ ი რ დ ი . . .

– შენ ყოველთვის გაქვს ის, რაც გჭირდება და არა ის, რაც გგონია, რომ გჭირდება.

– საინტერესო აზრია, არა? 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი