რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებასა და ყოველდღიურობას

0
417

არსებობს დილემა, თუ რა განსაზღრვავს ადამიანის ცხოვრებასა და ყოველდღიურობას ეკონომიკა თუ კულტურა და მისთვის დამახასიათებელი ასოციაციები და თვისებები? მარქსი, ბუნებრივია, აღნიშნავდა, რომ სწორედ ეკონომიკა იყოს, რასაც შეეძლო ადამიანი აემოქმედებინა, შეექმნა განწყობა, შეხედულება და მისი გავითარების უმთავრეს დასაყრდენად მოვლინებოდა, მაგრამ მაქს ვებერი პირიქით ამტკიცებდა. ამ უკანასკნელის აზრით სწორედ კულტურაა (მათ შორის რელიგია, ისტორია და სხვა) ის, რაც ადამიანის ცხოვრებისეული ორიენტაციისა და იდეოლოგიის განმსაზზღვრელია.

თუმცა ორივე შეხედულებას თავისი საკმაოდ მყარი არგუმენტები და ცხოვრებისეული გამოცდილების მაგალითები აქვს. ალბათ, არ იქნებოდა სამართლიანი ისინი ცალ-ცალკე განგვეხილა, მით უფრო თავისთავად ეკონომიკაც და კულტურაც განსაზღრავს ადამიანის ყოველდღიურობას.

სოციალური მდგომარეობა გავითარებად ქვეყნებში ძალიან ხშირად არც ისე სახარბიელოა. ხშირია გაუგებრობა და დაპირისპირებები არა მხოლოდ მთელი ქვეყნის, როგორც ერთიანი სხეულის მაგალითზე, არამედ კონკრეტულადაც, ინდივიდების დონეზე. კონფლიქტები, აგრესია, დეპრესია… ეს საკმაოდ სერიოზული სენია, ისეთი ქვეყნებისათვის, რომელიც სოციალურად გაჭირვებულია და განათლების არც თუ ისე მაღალი დონე ფიქსირდება. 

თავისთავად ორივე მათგანი ყოველდღიურობაშიც დიდი ზეგავლენის მქონეა. თავის მხმრივ კი როდესაც არ არის ერთი, ყოველთვის საფრთხე ემუქრება მეორეს. ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, სოციალური სიდუხჭირის და ყოველდღიური საზრუნავისას ცოტა რჩება დრო განათლებისა და დასვენებისათვის, შეხედულებებისა და იდეების განსავითარებლად და სხვა. მხოლოდ ერთი მიმართულებით კონცენტრაცია თავიდან თითქოს სასიამოვნო და მისაღებია, მაგრამ მოგვიანებით იწვევს დაძაბულობას, მობეზრებას, თავისუფლების შეზღუდვას, დეპრესიას, ცვლილების სურვილსა და სხვა მრავალს. რა გასაკვირია, როდესაც ყოველივე ამის ადგილი სოციალური სიდუხჭირის აღმოფხვრას უჭირავს?!

როდესაც საუბარი გვაქვს ტოლერანტობაზე, სიახლისაკენ სწრაფვაზე, თავისუფლებაზე და სხვა მრავალ დადებით მოვლენაზე, უნდა გვახსოვდეს, ისინი ასე უბრალოდ, ყველაფრის გარეშე არ მოდის და არც რომელიმე გაერთიანების წევრობით არ მოდის, იგი პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა “მოვიდეს”, მაგრამ ნებისმიერ მომსვლელს თავისი მიმღები სჭირდება.

ყოველივე ამას სჭირდება ერთგვარი მომზადება და მაჩვენებლი. მხოლოდ თავისუფალ განათლებასა და ეკონომიკურ მდგრადობას შეუძლია დააჩქაროს ადამიანის გავითარება, სხვა შემთხვევაში ადგილი გვექნება სტაგნაციასთან და შემდგომ ქაოსთან, რადგან ნებისმიერი ცვლილება მოვა და იმ მოჯადოებურ წრეს გვერდს აუვლის, რომელშიც ერთი და იგივე მოვლენები, ოდნავი სახეცვლილებებით ბრუნავს.

ასე რომ გავითარება გვინდა?! მაშ ორი რამ უნდა გვქონდეს ამისათვის მყარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და განათლება, ოღონდ არამხოლოდ ვიწრო დონის, არამედ ზოგადი და ყოველმხრივიც, რადგან, როგორც XIX საუკუნის ფილოფოსები ამტკიცებდნენ, ძლიერია ის ადამიანი, რომელმაც იცის არა მხოლოდ ერთი რამ, არამედ ბევრი.

და მაინც რეალობა ასეთია, ყოველივეს პროგრსისა ან რეგრესისათვის ორი რამ კმარა, სოციალური სიმდიდრე/სიდუხჭირე და კულუტურლი გავითარება/გაუვითარებლობა. სანამ არ იქნება ეს ორი რამ დაკმაყოფილებული მანამდე კერძო და ყოვლისმომცველ დონეზე რთულია დიდ წარმატებებზე ლაპარაკი.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი