კარგი პოლიტიკოსი

0
317

პოლიტიკა, ზოგადად, ძალაუფლებისა და მართვის ცოდნაა, პოლიტიკური მეცნიერებანი კი მისი შემსწავლელი მეცნიერება. პოლიტიკა, თავისთავად, ადამიანებს შორის ურთიერთობას ნიშნავს, მეტიც, ადამიანისა და სოციუმს შორის ურთიერთობას და უფრო მეტიც, ამ ყოველივეს ურთიერთმიმართებასა და მმართველობას.

კარგი პოლიტიკოსი არის ის ვინც იცის სოციუმის მიმდინარე განწყობა, ახერხებს თავისი იდეებისა და იდეოლოგიის ჯერ ადამიანთა მცირე ჯგუფისათვის ეფექტურად გადაცემას და შემდეგ მის გავცრელებას უფრო დიდ ჯგუფში. უფრო მეტიც, კარგი პოლიტიკოსი პირველ რიგში დიდ ფსიქოლოგიურ ნიჭს უნდა ფლობდეს, რადგან ის თავისი ქმედებითა და სიტყვებით იმედის გაჩენას უნდა უზრუნველყოფდეს მის გარშემომყოფებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ დესტრუქციის თესა არაეფექტური და პირიქით, ხშირ შემთხვევაში წამგებიანია.

კარგი პოლიტიკოსის მიზანი და გზა უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული საზოგადოების კეთილდღეობასთან, ხოლო მისი მმართველობის ფორმა არც ბრბოზე ბატონობას უნდა გავდეს და არც ანარქიულ თავაშვებულობას (რომის იმპერიის უკანასკნელი წლების მაგალითზე), არამედ იგი საზოგადოებას უნდა აყალიბებდეს მცირე ჯგუფებად, რომლებიც უფრო პატარა მოლეკულებით – ინდივიდებით იქნება დაკომპლექტებული.

კარგი პოლიტიკოსია ის, ვინც მართავს ძლიერ საზოგადოებას და არა გზააბნეულსა და ბნელს.

და ეს კიდევ არ არის ყველაფერი: კარგი პოლიტიკოსი თანაბრად უნდა აღიარებდეს ირაციონალურისა და რაციონალურის მნიშვნელობას და ნებისმიერ ქმედებას თან უნდა დაურთოს ის ემოციური განცდა, რომელიც საზოგადოების ცხოვრებისათვის პოზიტიური და დამაიმედებელი იქნება და მოახერხებს მათ მეტად ჩაბმულობას ზოგადი პოლიტიკურ ცხოვრებაში!

შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ჭკვიანი ქალი, რომელიც მამაკაცის მოხიბვლას ახერხებს კარგ პოლიტიკოსად მიიჩნევა, რადან მან თავის მხრივ პირადი პოლიტიკა და სტრატეგია გაატარა საპირისპირო სქესთან მიმართებით.

მაშ, ამის შემდეგ, ჭეშმარიტი პოლიტიკოსი ნამდვილად ვერ იქნება ყველა ვინც კი ამის დაბრალებას მოინდომებს, რადგან პოლიტიკა სამეფო მეცნიერებაა, ხოლო ყველა მეფობას ნამდვილად ვერ შეძლებს.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი