გამოჩენილი ადამიანების სიკვდილისწინა სიტყვები

0
354

საქართველოს გამოჩენილი ადამიანების სიკვდილისწინა სიტყვები 

თევდორე მღვდელი, კველთელი,მოკლეს 1609 – დამპყრობ თურქებს გზა –კვალი აურია, რისთვისაც წამებით მოკლეს, სიკვდილის წინ წამების ქარცეცხლში ღმერთს საქართველოს ავედრებდა, რომ მისთვის მოწყალე თვალით გადმოეხედა.

ქეთევან დედოფალი 1572-1624 წ წამებული და წმინდანი – სიკვდილის წინ ღმერთს ევედრებოდა გამძლეობას წამებისათვის, რადგან მან სული არ დათმო და სთხოვდა ღმერთს საქართველოს და მისი სახლეულის ბედნიერებას.

ერეკლე II 1720-1798 – სიკვდილის წინ თერთმეტი იანვრის ღამეს გარეთ მოითხოვა გაყვანა თითქოს სამყაროს ეთხოვებოდა, შემდეგ შემოიყვანეს, დააწვინეს და სამუდამოდ დაიძინა, იგი გარდაიცვალა იმავე ოთახში სადაც დაიბადა.

ილია ჭავჭავაძე 1837-1907 – 1907 ოცდაათ აგვისტოს, ხუთშაბათ დღეს მოკლეს წიწამურთან, სიკვდილის წინ ეტლში წამოდგა და დამხვდურ ყაჩაღებს შესძახა `რას სჩადიხართ, ილია ვარ“, მან არ იცოდა, რომ სწორედ იმიტომ კლავდნენ, რომ ილია იყო.

აკაკი წერეთელი 1840-1915 – გარდაცვალების ღამეს მისივე თხოვნით უკითხავდნენ საკუთარ ნაწარმოებებს, როდესაც პოემა გამზრდელის იმ ფრაგმენტის კითხვა დაიწყო მკითხველმა სადაც წერია ..სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ”, უეცრად აკაკის აუვარდა ტირილი, რაზეც მკითხველმა უთხრა `თუ ტირილს გააგრძელებდა კითხვას შეწყვეტდა, ამაზე აკაკიმ უპასუხა „არა, არა ეს ადგილი მართლაც კარგად დამიწერია“, ცოტა ხნის შემდეგ იგი მთლად გაითიშა და ასე გადავიდა სამუდამო სასუფეველში,

აკაკის თავისთვის ჰქონია ამგვარი ეპიტაფია წინასწარ გამზადებული შენ კვდები და მეცა ვკვდები, გეთხოვები საქართველო“,

მეორეს მხრივ აკაკის სასიკვდილო სარეცელზე მყოფს მისმა ვაჟმა ალექსიმ კითხა ლამფის შუქი ხომ არ გიშლის მოსვენებასო, მან ნაღვლიანად უპასუხა „არა უკვე აღარაფერი აღარ მიშლის“ ეს იყო დიდი აკაკის უკანასკნელი სიტყვები.

ვაჟა ფშაველა 1861-1915 – სიკვდილის წინ მოითხოვა იატაკზე ახლადმოჭრილი ხის ტოტები, ბალახი და ყვავილები დაეყარათ, რათა ზედ დაწოლილიყო და ერთხელ კიდევ ეყნოსა ახლადმოცელილი თივის სურნელება და საბზლის  ბურდოში გატარებული ბედნიერი ბავშვობის ღამეები მოეგონებინა,

სიკვდილის დღეს გამალებით კითხულობდა რომელი საათია, შუადღისას მოწყალების დას ისევ შეეკითხა რომელი საათიაო, სამიო უპასუხა მან, მასაც მოუწყენია და უთქვამს ,,მიკვირს, რომ ექვს საათამდე როგორ ვიცოცხლებ, ვგრძნობ,რომ ეს საათი ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი საათია”, ვაჟამ კიდევ 4 საათი იცოცხლა, საღამოს ექვს საათზე მან თავი ცუდად იგრძნო, შვიდ საათზე პოეტს გულისცემა შეუჩერდა.

დავით კლდიაშვილი – დიდ მწერალს უკითხავს რომელი საათია, პასუხი აღარ გაუგონია, 12 იყო და ის ამ დროს უკვდავებაში იყო გადასული, სადაც დრო არ არსებობსსაერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს კითხვა რომელი საათია, ხშირად აწვალებთ სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულებს.

მიხეილ ჯავახიშვილი – ერთერთი უკანასკნელი სიტყვა ამოღებულია დაკითხვის ოქმიდან «მე უდანაშაულო ვარ ქართველი  ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ თქვენთვის თუ ზვარაკია საჭირო მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ დღეს მომსპპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს რაც მე დავტოვე საქართველოს მიწა_წყალზე, მე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს  თქვენ ვერასოდეს აღმოფხვრით, მე გამანადგურებთ, იმას კი ვერასოდეს ვერ მოსპობთ».

კონსტანტინე გამსახურდია – სიკვდილის წინ მან ფეხზე წამოდგომა ისურვა, უნდა ითქვას ასეთი სურვილი ბევრს ჰქონია.

რეზო ინანიშვილი – მისი და, და სიძე ლაპარაკობდნენ 1991 – 1992 წლების დეკემბერიანვრის სისხლიან ამბებზე, თვალი გაახილა და ამოიკვნესა «რას ამბობთ ქართველები ხოცავენ ერთმანეთს», მერე დილამდე ხმა არ ამოუღია ისე გარდაიცვალა.

იოსებ ჟორდანია 1895 – 1962 – ექიმი პროფესორი თვითმფრინავით საქართველოში ბრუნდებოდა, ატლანტიკის ოკეანეში დაიღუპა, მან თავისი მაშველი რგოლი პატარა გოგონას დაუთმო, ამასთანავე ამბობენ, რომ მან ცურვა არ იცოდა, მისი გმირობა ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავია XX – ი  ისტორიულ სინამდვილეში, მას სურდა მისივე გამონათქვამი ეპიტაფია ყოფილიყო მის საფლავზე წარწერილი დავბერდი ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო, სულს მიკლავს უიმედობა, საფლავს ჩავდივარ გულმკვდარი“.

ნიკო სულხანიშვილი – დიდი ქართველი კომპოზიტორი, იგი ორიოდ სიტყვით გამოეთხოვა სამყაროს „კონცერტს ვმართავ“.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი