ოშო სექსიდან ზეცნობიერებამდე II ნაწილი

0
788

სექსი ეს არ არის თქვენი ქმნილება. ეს ღმერთის საჩუქარია. ეს სიხარულია, ეს ღვთაებრივი საჩუქარია, ტკბობა და დღესასწაული. ეს დიად დღესასწაულში მონაწილეობაა, რომელსაც არსებობა წარმოადგენს.

ვინ გითხრათ თქვენ, რომ სექსი არის ჭუჭყიანი?
მთელი სიცოცხლე სექსის წყალობით არსებობს, მთელი სიცოცხლე მისგან იზრდება.

რა მშვენიერია ყვავილი – დაკვირვებიხართ? ესეც სექსუალურია. ჩიტი, რომელიც მღერის დილით განდეგილის საცხოვრებლის მახლობლად, მშვენიერია, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს, მისი სიმღერა, სექსუალური მოპატიჟებაა? ის ეპატიჟება პარტნიორს, ეძებს პარტნიორს, საყვარელს. ყველგან სადაც არის სილამაზე, არის სექსი.

არაფერია ცოდვა სუფთა, უბრალო სექსში. ეს ბუნებრივია. არ არის საჭიროება დამალო იგი, მშვენიერი სიტყვა “სიყვარულის” მიღმა, არ არის საჭირო შექმნა მის გარშემო რომანტიული ბურუსი. ეს უნდა იყოს სუფთა ფენომენი: ორნი ამ მომენტში გრძნობენ,რომ მათ სურთ უფრო ღრმა დონეზე შეერთდნენ; აი ყველაფერი. არავითარი მოვალეობა, არავითარი ვალი, არავითარი ვალდებულება მასში. სექსი უნდა იყოს სავსე თამაშითა და ლოცვით.

ჩემი მიდგომა არც ამქვეყნიურია და არც იმქვეყნიური. ჩემი მიდგომა ეს არის არა უარი რაღაცის მიმართ, არამედ მისი გამოყენება. რაც არ უნდა გქონდეს მოცემული, ეს ძვირფასია – ასეთია ჩემი გაგება .ეს ასე, რომ არ იყოს, არსებობა შენ ამას არ მოგცემდა.

მე გასწავლით, თუ როგორ შეხვიდეთ ღრმად სიყვარულში. მე აგრეთვე გასწავლით, როგორ წახვიდეთ ღრმად სექსში. იმიტომ რომ ეს ერთადერთი გზაა, გამყვანი საზღვრებს მიღმა.
ხალხი მიეჩვია:ისინი ფიქრობენ, რომ რელიგიური ადამიანები უნდა იყვნენ სექსის წინააღმდეგ, ხოლო ისინი, ვინც სექსის წინააღმდეგნი არ არიან, განა შეუძლიათ იყვნენ რეგილიურები? ეს გახდა დაწესებული კატეგორიები. მე ვანგრევ ამ კატეგორიებს;და არ ვითვალისწინებ, რომ მსოფლიო მყის უარს იტყვის თავის გონების მყარ შაბლონებზე.
ამიტომ მე არ ველი, რომ ისინი აგრეთვე გამიგებენ.

როდესაც ისინი ვერ მიგებენ, მე აბსოლუტურად მესმის მათი გაუგებრობა. დასჭირდება წლები და ასწლეულები, რომ მათ გამიგონ, მაგრამ ეს ყოველთვის ხდება. თვით მეოცე საუკუნეში ხალხი ცხოვრობს მთლიან უცოდინარობაში სექსთან დაკავშირებით;ისინიც კი, რომლებზედაც თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა იცოდნენ უკეთესად. თქვენმა ექიმმაც კი სინამდვილეში არ იცის რა არის სექსი, არ იცის მისი მრავალწახნაგოვნება. მან უნდა იცოდეს, მაგრამ ექიმებიც კი ძალიან ცრუმორწმუნეობით ცხოვრობენ. ისინიც იცნობენ ზოგიერთ საკითხებს ბაზრიდან.

არც ერთ სამედიცინო კოლეჯში სექსი არ ისწავლება როგორც ცალკე საგანი. ასეთი უსაზღვრო, ძლიერი საგანი და ჯერ არ ისწავლება. დიახ, სექსის ფიზიოლოგია ცნობილია ექმიებისაგან, მაგრამ ფიზიოლოგია ჯერ არ არის ყველაფერი. არსებობს უფრო ღრმა ფენები:არსებობს ფსიქოლოგია, არსებობს სულიერება, არსებობს სექსის ფსიქოლოგია და სექსის სულიერება. ფიზიოლოგია – ეს მხოლოდ გარეგანი მხარეა.

სიტყვა “სექსი” ძალიან მშვენიერია. საწყისი ფესვი სიტყვა “სექსისა” ნიშნავს გაყოფას. – სექსი ნიშნავს დაყოფას. თუ თქვენ გაყოფილი ხართ შიგნით, მაშინ იქნება სექსი.
რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ ოცნებობთ კაცზე ან ქალზე? ერთი თქვენი ნაწილი ისწრაფვის შეხვდეს მეორე ნაწილს, თქვენ კი ცდილობთ შეხვდეთ სხვას გარედან. თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთი წამით, მაგრამ თქვენ კვლავ მარტოხელა იქნებით, იმიტომ რომ გარეგანი შეხვედრა არ შეიძლება იყოს მარადიული. სექსი გარდაუვლად წარმავალი იქნება, იმიტომ, რომ სხვა არის სხვა.

თუ თქვენ ხვდებით თქვენს შინაგან ქალს, ან შინაგან კაცს, მაშინ შეხვედრა შეიძლება იყოს მარადიული;და როდესაც ყველა დაყოფა ქრება, ეს შეხვედრა ხდება. ეს არის ალქიმიური ტრანსფორმაცია:თქვენი ქალი და თქვენი კაცი ხვდებიან შინაგანად და თქვენ ხდებით ერთიანი. როდესაც ხართ მთლიანი, გექნებათ სიყვარული.

მთელი ჩემი ძალისხმევა აქ მიმართულია იქით, რომ თქვენ სექსი მოგწყინდეთ. იმიტომ,რომ თუ სექსმა მოგაბეზრათ თავი, მაშინ და მხოლოდ მაშინ იწყებთ ღმერთით დაინტერესებას. არასოდეს სხვაგვარად. ჩახშობილი ადამიანი რჩება სექსით დაინტერესებული. აი, რატომ ვარ მე ჩახშობის წინააღმდეგი. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს არის ჩემი ლოგიკა, ეს არის ჩემი მათემატიკა.

ჩახშობილი ადამიანი დაინტერესებული რჩება სექსით, იგი შეპყრობილია სექსით, ამიტომ ვამბობ მე გქონდეთ სექსი, რაც შეიძლება გქონდეთ და მალე თქვენ დაამთავრებთ მას.
როდესაც თქვენ დაასრულებთ მას და სექსი დაკარგავს მთელ თავის მნიშვნელობას, ეს იქნება დიადი დღე, დიადი მომენტი თქვენს ცხოვრებაში.

თქვენ შეგიძლიათ არ იყოთ სხეული, მაგრამ თქვენ მასში ცხოვრობდეთ, სხეულს კი გააჩნია თავისი მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილებაც გიხდებათ. და თუ თქვენ უნდა გაიზარდოთ, როგორც ტოტალური ერთიანობა, მაშინ ყველაფერი მიღებული უნდა იყოს, არაფერი არ უნდა იქნეს უარყოფილი. რა თქმა უნდა ყველაფერი უმაღლესი ჰარმონიისათვის უნდა იქნეს გამოყენებული. სექსი უნდა იყოს მიღებული, გამოყენებული და დატოვებული უკან, არა უარყოფილი – დატოვებული უკან. მაშინ რაღა უნდა გააკეთოთ? იცოდეთ სექსი! იმოძრავეთ მასში ცნობიერად! ესაა საიდუმლოება,რომ გახსნა ახალი კარი.

99%-მა იცის სექსი მხოლოდ როგორც შვება, მათ არ იციან მისი ორგაზმული ხარისხი.
ისინი კიდევაც ფიქრობენ, რომ აქვთ ორგაზმი, ეს არ არის ორგაზმი – ეს უბრალოდ სქესობრივი შვებაა. ორგაზმს არ გააჩნია არავითარი საერთო სასქესო ორგანოებთან, როგორც ასეთებთან. სასქესო ორგანოები ჩართულია მასში, მაგრამ ორგაზმი ტოტალურია – თავიდან ფეხის თითებამდე, ის მთელს სხეულშია.

ეაკულაცია – ეს არ არის ორგაზმი. ეს ძლიერ შეზღუდული შვებაა, სექსუალური შვება – ეს არ არის ორგაზმი. შვება – ეს უარყოფითი მოვლენაა, თქვენ უბრალოდ კარგავთ ენერგიას. ორგაზმი კი აბსოლუტურად სხვა საგანია.

რა არის ორგაზმი? ორგაზმი – ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეული, მეტად აღარ შეიგრძნობა მატერიალურად. ის ვიბრირებს, როგორც ენერგია, ელექტრობა.
ის ვიბრირებს საძირკვლამდე ისე ღრმად, რომ თქვენ მთლიანად ივიწყებთ, რომ ის მატერიალურია. ის ხდება ელექტრულ მოვლენად.

ახლა ფიზიკოსები ამბობენ, რომ მატერია არა არსებობს და მატერია – ეს მხოლოდ მოჩვენებითია. უფრო მეტი, ყველაფერი რაც არსებობს არის ელექრობა და არა მატერია.
ორგაზმში თქვენ მიდიხართ იმ ღრმა ფენამდე თქვენი სხეულისა, სადაც მატერია უკვე აღარ არსებობს, არის მხოლოდ ენერგეტიკული ტალღები. თქვენ ხდებით მოცეკვავე ენერგია, ვიბრაცია. თქვენთვის არავითარი საზღვრები აღარ არსებობს – პულსაცია და მეტად არა სუბსტანციურობა;და თქვენი შეყვარებულიც პულსირებს.

ამაშია სექსუალური ორგაზმის არსი – თქვენი გაყინული ენერგია ლღვება, ხდება ერთიანი სამყაროსთან, ხეებთან და ვარსკვლავებთან, ქალებთან, კაცებთან, ქვებთან – ერთი წამით, რასაკვირველია. მაგრამ ამ მომენტში თქვენ ფლობთ ცნობიერების ხარისხს, რომელიც არის რელიგიურობა, ის წმინდაა, იმიტომ რომ ის მოდის მთლიანიდან.

სექსუალური ორგაზმი მოითხოვს დროს – რაც უფრო ხანგრძლივია, მით უკეთესი, რადგან მაშინ ის მიდის ღრმად თქვენს არსებაში, თქვენს გონებაში, თქვენს სულში.
შემდეგ იგი დაიწყებს გავრცელებას ფეხის თითებიდან თავამდე, ყოველი ძარღვი თქვენი სხეულისა დაიწყებს მასთან პულსირებას. მთელი თქვენი სხეული გადაიქცევა ორკესტრად და ის მივა კრეშჩენდომდე. მაგრამ თუ თქვენ იჩქარებთ, ორგაზმი ხდება უბრალოდ ეაკულაცია, ის უკვე აღარ არის ორგაზმი. ის შემოსაზღვრულია და მცირეა, თითქმის უაზრო. ამავე დროს თქვენ თავს იგრძნობთ დაღლილად, შეწუხებულად, ჩახშობილად მას შემდგომ, რადგან ენერგია დაკარგულია და მან თქვენ არ მოგცათ სიახლე, ასე, რომ ეს იყო უბრალოდ უაზრობა.

თქვენ დარჩებით იგივე – ცოტა დაღლილი,რა თქმა უნდა მცირე რაოდენობის ენერგიით, მაგრამ თქვენ იგივენი რჩებით. ეს არ იყო გამწმენდი პროცესი, ამან არ შეგძრათ თქვენ საძირკვლამდე. მილიონობით ქალი ცხოვრობდა და გარდაიცვალა ისე, რომ არ იცოდნენ თუ მათ შეეძლოთ განეცადათ ორგაზმი. იმის ცოდნის გარეშე, რომ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ დიადი ორგაზმული აფეთქება, თქვენ არ შეგეძლებათ გაიგოთ რაიმე სულიერი, ეს თითქმის შეუძლებელი იქნება თქვენთვის.

როდესაც ქალს არ შეუძლია ჰქონდეს ორგაზმი, კაცსაც სინამდვილეში არ შეუძლია ჰქონდეს იგი, რადგან ორგაზმი – ეს არის ორის შეხვედრა. მხოლოდ ორის, როდესაც ისინი განზავდებიან ერთმანეთში, შეუძლიათ ჰქონდეთ იგი. და არა ისე, რომ ერთს შეეძლოს, მეორეს კი არა – ეს შეუძლებელია. გამოთავისუფლება შესაძლებელია, ეაკულაცია შესაძლებელია, შვება შესაძლებელია, მაგრამ არა ორგაზმი.

ორგაზმი – ეს არ არის შვება, ორგაზმი – ეს დღესასწაულია! და ორგაზმი არის თქვენი შეხვედრა ხსვისი საშუალებით მთლიანთან. ორგაზმი ყოველთვის ღვთაებრივია – სხვა ხდება კარები და თქვენ შედიხართ ღვთაებრივში. ორგაზმი ყოველთვის სულიერია, ის არასოდეს არის სექსუალური. ისინი ვინც ფიქრობენ, რომ ორგაზმი სექსუალურია, სრულ გაუგებრობაში იმყოფებიან, მათ არაფერი იციან ორგაზმულ განცდებზე. ორგაზმი – ეს ყოველთვის სამადჰია, ექსტაზი. მაგრამ ხალხმა არ იცის ეს,რადგან მათი შეხვედრა ხდება საჭიროებიდან და არა ენერგიის სისავსისაგან.

როდესაც თქვენ ფიქრობთ ორგაზმზე, ის ხდება მიზანი, ეს უფრო ემსგავსება საქმეს და მაშინ ორგაზმი რთული ხდება. ეს დილემაა:თუ თქვენ თან სდევთ ორგაზმს, ის ხდება რთული, იმიტომ რომ თქვენ ეძებთ მას, მიისწრაფვით მისკენ და თქვენ არ ხართ ტოტალური თავად აქტში. თქვენი გონება ელოდება ორგაზმს, თქვენ ფიქრობთ იმაზე, მიაღწევთ თქვენ მას ამჯერად თუ არა და ეს შიში აუძლურებს სექსუალურ ცენტრს. სექსუარული ცენტრი შეიძლება რეალურად გაიხსნას მაში,როდესაც არაა შიში, როდესაც არ არის საკითხი რაიმე შედეგზე, როდესაც არ არის აზრები მომავალზე, როდესაც მოქმედება არ არის ორიენტირებული მიზნის მიღწევაზე, როდესაც თქვენ უბრალოდ თამაშობთ.

ეს მშვენიერია – ითამაშო ვინმეს სხეულით და იგრძნო თამაში ვინმეს სხეულით. უბრალოდ ორი სხეული ცეკვავს, მღერის, ეხვევა, ეალერსება – ეს მშვენიერი სიმფონიაა, არ არის საჭირო იფიქრო ორგაზმზე და მაშინ ის მოხდება. ამაშია მთელი მისი მშვენიერება, მხოლოდ მაშინ მოხდება ის. მაგრამ მოხდა ეს თუ არა, ეს საქმეს არ ეხება. უბრალოდ დაივიწყეთ მის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი