ერიხ ფრომის ექვსი ბაზისური ორიენტაცია

0
561
ხასიათის ტიპი ეს არის ის პოსტულატი, რითაც ადამიანები ამყარებენ კავშირს გარე და შინაგან სამყაროსთან. ადამიანები სამყაროსთან შეგუებას ახერხებენ ორი გზით: 1.ასიმილაცია 2. სოციალიზაცია.
სირთულეებს ორივე შემთხვევაში ვაწყდებით. ეს ორი პროცესი შეიძლება   უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს და შედეგი დადებითი მოიტანოს ან პირიქით
უშედეგოდ დასრულდეს და უნაყოფო აღმოჩნდეს. ყურადსაღებია ის დეტალი, რომ ამ
 პროცესებმა შეიძლება მთლიანად გაანადგუროს ინდივიდის ფუნდამენტი და უკუკავშირი სამყაროსა და ადამიანს შორის არ შედგეს.
ფრომმა შემოგვთავაზა – 6 ბაზისური პრინციპი (მაორიენტირებელი სტიმული,ინტერესი)
 რაც წარმართავს ადამიანს, ხდის აქტორს და არა უბრალოდ გარემოს პასიურ მიმღებს.
 
ეს 6 ძირითადი ტემპერამენტია:                                                                                       
1.პატივისცემა                                                                                                                  2.ექსპლოატაცია
3.ნეკროფილურობა                                                                                                      4.ხელმოჭერილობა                                                                                                    5.მარკეტინგულობა                                                                                                  6.პროდუქტულობა.
 
ფრომის შემოქმედება საინტერესოა იმით, რომ მან პოზიტიური ფსიქოლოგიის ახლებური განმარტება შემოგვთავაზა. ღირსებისა და ხასიათის საკითხები სერიოზულ ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში. მის მიერ შემოტანილი 6 ბაზისური ხასიათი იყოფა ქვეკატეგორიებად და სულ ასეთი 24 ია.
ისინი დაწვრილებით ინფორმაციას გვაძლევენ ხასითის შესახებ. ფრომთან ღირსება ფართე ცნებაა და ეს რგოლი აერთიანებს შემდეგ ელემენტებს:სიბრძნესა და ცოდნის დაუფლების დაუოკებელ წყურვილს, ჰუმანურობას(შეგახსენებთ, რომ ფრომი რადიკალი ჰუმანისტია და ჰუმანიზმს იგი სრული  პასუხისმგებლობით  განიხილავს რელიგიის ჭრილში, სიმამაცეს). ესენია მაღალი იდეალები, რომელთაც შესწევთ ძალა ლატენტურიდან დომინანტურ მდგომარეობაში გადავიდნენ და მთლიანად წარმართონ ფსიქოლოგიური ხასიათი. ხასიათის შესახებ ფრომი საუბრობს მის ერთ ერთ მნიშვნელოვან ნაშრომში „man for hi mself“ (ეგოისტი).
1.ექსპლოატატორული ხასიათი – ასეთი ტემპერამენტის ხალხი აგრესიულობით გამოიჩევა. მათთვის მიღებულია ცხოვრებაში პასიური აქტორის როლი შეასრულონ.
ასეთი ხასიათის ადამიანებისათვის არ არსებობს ბარიერი მიღწევაში, თუ მართლა უნდათ რაიმეს მიღწევა. ისინი თამაშობენ არაეთიკური (ჰუმანურობის მხრივ არაეთიკური იგულისხმება) და უსამართლო წესებით, ერთვებიან როლურ კონფლიქტებში და ირგენებ ნიღბებს. მათ შეუძლიათ მოიპარონ თუ ალტერნატივას
ვერ ნახავენ.
 
2.პატივისცემა – ასეთი ადამიანები მაღალი რელიგიური და მორალური ნორმებით ცხოვრობენ, არ არიან მეამბოხეები, პატივისცემაში არ იგულისხმება ცალსახად ადამიანთა პატივისცემა. უფრო მეტ ყურადღებას რელიგიური ნორმებისა
 და კატეხიზაციის(რელიგიური აღზრდა) წესებისადმი პატივიცემას აქცევს. როგორც  „minimamoralia” ში ამბობს ფრომი. მეორე მხრივ პატივისცემას განიხილავს იგი  სასიყვარულო ურთიერთობების ჭრილში. პატივსიცემა არის პროდუქტი, რომელიც ყალიბდება ურთიერთობის დროს და ურთიერთ მიგების ნორმითაა დაბალანსებული (გავცემთ პატივისცემას და საპასუხოდ ვთხოვთ კიდეც).
 
ფრომი უსიტყვო პატივისცემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ იგი გამოიხატება პლატონურ სიყვარულში. ასეთი ტიპის ადამიანები არიან გულჩათხრობილები და მორცხვები. შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგონ  და ვერ მოახერხონ დასაბუთება, მიზეზთა იერარქია. არ შესწევთ ძალა ებრძოლონ პრობლემებს და გადაჭრის ხერხები მოიძიონ. პარტნიორში ისინი ხედავენ ძალას (როგორც კაცები, ისე ქალები ამბივალენტურია), რომელმაც უნდა დაიცვას და იყოს დომინანტი და არა სუბმისიური.
 
3.ხელმოჭერილი(კრიჟანი) ასეთი ტიპის ადამიანები ცდილობენ შეინარჩუნონ უკვე მოპოვებულიმატერიალური და\ან არამატერიალური ღირებულებები. ეს შეიძლება იყოს ძალაუფლება, სიყვარული ან სხვისი თავისუფალი დრო.
 
4.მარკეტინგული ტემპერამენტი – ასეთი ტიპის ადამიანები თავს განიხილავენ, როგორც პროდუქტს. მათი შეფასება ეწინააღმდეგება თვიანთ შესაძლებლობების მაქსიმუმს. მხოლოდ მატერიალურის მოხვეჭაზე არიან ორიენტირებულნი და დაცლილები არიან სულერი ღირებულებებისგან.
 
5.პროდუქტული(ნაყოფიერი)ტემპერამენტი – ფრომის ამ კატეგორიის ადამიანი, როგორც თვადამბობს არის „a man without a mask” ადამიანი ნიღბის გარეშე. მისი აზრით ჯანსაღი ფსიქიკა სწორედ ასეთი ტემპერამენტის მატარებელს შეიძლება  გააჩნდეს. ასეთი ტიპი არ ერიდება და არ უარყოფს თავის ბიოლოგიურ და სოციალურ პერცეპტულ ხატს.
 
6.ნეკროფილური ტიპი – ზოგადად ნეკროფილია არის სექსუალური ლტოლვა მკვდრების მიმართ. ეს შეიძლება განიხილებოდეს ფეტიშიზმის ჭრილში. ფრომთან ალბათ მწვალებელი(რელიგიური კუთხით) იგულისხმება და სადისტი ადამიანი. To Have or To Be ამ ნაშრომში კიდევ ერთხელ უბრუნდება ნეკროფილიის ცნებას ავტორიდა ამბობს რომ ეს არის ტრანსფერი იმ ემოციის და მიჯაჭვულობისა, რაც გარდაცვლილის მიმართ აქვს ადამიანს და მისდამი არსებულ სიყვარულს ფრუსტრირებული პირი გადაიტანს სხვა ადამიაში.(ვფიქრობ ფრომთან ნეკროფილია იგივეა, რაც კატექსისი ფროიდთან) ეს არის მეორე დეფინიცია ამ ტერმინისა .
 
ფრომთან ხშირად ვხვდებით სიტყვა „ბიოფილიას“, რაც სიცოცხლისადმი, ცოცხალი სისტემებისადმი სიყვარულს ნიშნავს. თავის ნაშრომებში “heart of man”,”good and evil” ფრომი ჰუმანურობის კრედოს გვთავაზობს:
 
„მე მჯერა, როცა ადამიანი პროგრესს ირჩევს, ის ირჩევს ახალ ერთობას. პროგრესის გზაზე ის ივითარებს კლასიკურ ჰუმანურ ძალებს (მორალურს, რელიგიურს,რაც სიმართლისადმი დაუოკებელ სწრაფვაში აისახება,) ადამიანურ ძალას. ძალას სძენს შემდეგი კომპონენტები:ბიოფილია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რელიგიურობა.
 
ერიხ ფრომი 8 პრინციპს გამოყოფს – რვა ბაზისურ საჭიროებას. ესენია:
1.ურთიერთობა(აფილიაცია, ინტერაქცია) – იგულისხმება, რომ ადამიანს სჭირდება სხვებთნ ურთიერთობა, სხვებზე ზრუნვა და საპასუხო ზრუნვის მიღება. პატივისცემა და ცოდნა, რაც ამბივალენტურია და ეფუძნება ურთიერთ გაცვლას. ისინი მოიაზრება როგორც სოციალური პროდუქტი.
 
2.ტრანცენდენტულობა(ზღვრის გადალახვა) – მუდმივი ბრძოლა აგრესიასა და  ჰუმანურობას შორის. არის შემთხვევვები, როცა ზღვარი იმდენად სუსტია, რომ
აგრესია კონტროლს სცდება, მაგრამ დისბალანსი ყოველთვის აღდგენადია.
 ფრომის მიხედვით ადამიანს აქვს ორი ბუნება და ის კარგად ვლინდება ტრანსცენდენტულობაში.                                                                                                1.ადამიანური ბუნება
2.ღვთაებრივი ბუნება.                                                                                                                ადამიანს შეუძლია დააბუდოს ღვარძლი მასში და წალეკოს ამან მთლიანად მისი შინაგანი სამყარო. ან დაივანოს მასში ღვთაებრივმა ბუნებამ და იყოს შემოქმედი,
შემოქმედის მსგავსად. გახდეს აქტორი და მის ქმნილზე იზრუნოს როგორც ღმერთი ზრუნავს ადამიანზე (მშობლისა და შვილის მაგალითი).
 
3.მიჯაჭვულობა – ეს არის გრძნობა, რომელიც განგაცდევინებს სამყაროს როგორც მშობლიურ, ნაცნობ ადგილს. ამის გააზრებული ცოდნა გვეხმარება დედის მზრუნველობის მარწუხებს თავიდავაღწიოთ, დავამყაროთ ახალი სოციალური კავშირები. ადამიანი ხვდება, რომ ფუჭი სტრატეგია იწვევს ფიქსაციას, გაყინვას როგორც ინტელექტუალურს, ისე სოციაბელურს. ასეთ დროს კი ჩნდება შიში, რომ დედის მზრუნველობისა და კალთის გარეშე ადამიანი უძლური და დაუცველია
(ბავშვობის დროინდელიდან გამოყოლილი ქვეცნობიერი შიშებია ეს და არა გააზრებული ).
 
4.იდენტობის გრძნობა – ეს ორი სახისაა:პროდუქტული და არაპროდუქტული იდენტობა. როგორც პროდუქტული, იგი იწვევს სიამაყისა და თავდაჯერებულობის განცდას. იგი განიხილება როგორც დრაივი ანუ აღმძვრელი. გააჩნია რასთან გააიგივებს ადამიანი თავს. არაპროდუქტული იდენტობაა კომფორმიზმი, პროდუქტული კი –ინდივიდუალიზმი.
 
5.ერთობა – ეს არის შეგრძნება, როცა ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ბუნება ჰარმონიაშია.
 
6.ორიენტაცია – ეს არის იმის გაგება, თუ სადაა შენი ადგილი სამყაროში.
 
7.თვითეფექტურობა – საჭიროა რომ ადამიანმა სრულყოფის გრძნობა განიცადოს .
 
8. აღზნება და სტიმულირება – მიზნების მისაღწევად აქტიური ბრძოლაა საჭირო და
არა უბრალო ფართხალი.
 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი