ჯიდუ კრიშნამურტი – დრო და ფიქრი სიყვარულში

0
451

ჩვენ ვიკვლევთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება არ გესმით ამ წუთას, მაგარამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მაშასადამე დრო და ფიქრი არის განმაპირობებელი შიშის., – მე ვარ ასეთი, მაგარამ ვიქნები ასეთი- მე ვიყავი, მე ვიქნები- ამაში ჩართულია დრო, დრო არის ფიქრი. ეს არის ორი განუყოფელი  მოძრაობა. შემდეგ, რა არის სიკვდილი? რა ადგილი უჭირავს სიკვდილს ჩვენს ცხოვრებაში. გამიგეთ ბატონებო? რა რის სიკვდილი, ტანჯვა, ტკივილი, შფოთი, მარტოობა, მთელი ეს საშინელება რაც მოაქვს ფიქრს?

მე მინდა ავიღო თქვენი საათი, ვინც არ უნდა მომცეს იგი, შესაძლებელია მე ის დავკარგო, ან თქვენ დაკარგოთ. გამიგეთ ბატონებო? გთხოვთ გაიაზრეთ ეს ფრთხილად. დრო და ფიქრი არის ცენტრალური ფაქტორი ცხოვრების და ჩვენ ვამბობთ რომ ეს ორივე ასევე ცენტრალური ფაქტორია შიშის. და მოგწონს თუ არა შენ, ეს არის ფაქტი. რა საერთო აქვს ტანჯვას დროსთან? მიყევით ამას, ტანჯვას, ტკივილს, შფოთს, მარტოობას, უიმედობას და საერთოდ იმ ყველაფერს, რაშიც ადამიანი ცხოვრობს? გაიგეთ ჩემი შეკითხვა? 

თქვენ არ ზიხართ აქ მარტო ამ სისულელეების მოსასმენათ, რასაც ვლაპარაკობ, ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ, ერთად ვიკვლევთ, ეს თქვენი ცხოვრებაა, ფაქტი და არა წარმოსახვა.  თქვენ დაიბადეთ,  ისწავლეთ, გახდით  მინისტრები ან სხვა წარმატებული ხალხი, ეკუთვნით სხვა და სხვა რელიგიურ დაჯგუფებას  თუ სექტას, ღვთის გულისათვის, გაიგეთ რამე? ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენი ცნობიერება, რომელიც ქმნის შიშს, ცოდნას, დროს, იცნობთ თქვენს ცნობიერებას? მასში იქმნება ფიქრები, თქვენი ფიქრები. გაიგეთ ჩემი შეკითხვა?

დრო და ფიქრი არის ცენტრალური ფაქტორი ცხოვრების და ჩვენ ვამბობთ რომ ეს ორივე ასევე ცენტრალური ფაქტორია შიშის. და მოგწონს თუ არა შენ, ეს არის ფაქტი. რა საერთო აქვს ტანჯვას დროსთან? მიყევით ამას, ტანჯვას, ტკივილს, შფოთს, მარტოობას, უიმედობას და საერთოდ იმ ყველაფერს, რაშიც ადამიანი ცხოვრობს? გაიგეთ   ჩემი შეკითხვა?  თქვენ არ ზიხართ აქ მარტო ამ სისულელეების მოსასმენათ, რასაც ვლაპარაკობ, ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ, ერთად ვიკვლევთ, ეს თქვენი ცხოვრებაა, ფაქტი და არა წარმოსახვა.  თქვენ დაიბადეთ,  ისწავლეთ, გახდით  მინისტრი ან სხვა წარმატებული ხალხი, ეკუთვნით სხვა და სხვა რელიგიურ დაჯგუფებას  თუ სექტას, ღვთის გულისათვის, გაიგეთ რამე? ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენი ცნობიერება, რომელიც ქმნის შიშს, ცოდნას, დროს, იცნობთ თქვენს ცნობიერებას? მასში იქმნება ფიქრები, თქვენი ფიქრები. გაიგეთ ჩემი შეკითხვა?

ფრთხილად წავიდეთ აქეთ, ნუ იღებთ ყველაფერს, იაზროვნეთ. ყველა ადამიანის ყოფა დედამიწის ზურგზე არის მწუხარება, ტკივილი, შფოთი, გაურკვევლობა, ხიფათი, ჩხუბი, მლიქვნელობა, სურვილი ამის თუ იმის, ეს ყველაფერი ხარ შენ. თუ ფიქრობ რომ შენ ხარ ღმერთის განსახიერება, ეს ნაწილია შენი ფიქრის. ასეა? ფიქრი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ ლიმიტირებულია. ასევე შენი ცნობიერებაც, რაც ხარ შენ და მთელი კაცობრიობა. ყოველი ადამიანი ასე მოდის.

ყველა, შენ, შენი მეზობელი, შენი მამა, დედა, ბაბუა, ყველა  თაობა მთელს დედამიწაზე. ამრიგად შენ არ ხარ ინდივიდი. ეს არის დარტყმა, ნუ მიიღებ მას პირდაპირ, გამოიძიე, ნუ იტყვი რომ ეს არის მტკნარი სისულელე, ან ეს არ არის ფაქტი,  რომ გიტა ამბობს რაღაცას, ან ბიბლია კიდევ სხვა რამეს. ფაქტია რომ შენი ტანჯვა ტკივილი, შფოთი, მარტოობა, ცოდნა გავრცელებულია, დამახასიათებელია ზოგადად ადამიანური ყოფისთვის, ნუ იტყვი არ ვარ ამაში, რასაც ყველა ადამიანი იზიარებს. შენ არ ხარ ცალკე სული, გამოყოფილი სული. მე ვიცი რომ შენ ეს არ მოგწონს რადგანაც იზრდებოდი იმით, რითიც გკვებავდნენ.

ამრიგად უნდა იყოს თავისუფლება შიშისგან, ტკივილისგინ, ყველა ტიპის რაღაცისგან. თავისუფლება   აუცილებელია,  გაიგეთ? არა მხოლოდ სიტყვები, ~ინდოეთი უნდა იყოს თავისუფალი დანარჩენი მსოფლიოსგან` – ეს უბრალოდ სისულელეა.  არავის შეუძლია ცხოვრება თავისით, მათ სჭირდებათ მეგობრები, სჭირდებათ ვიღაც ვინც დაეხმარებათ.

ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ და გამოვიკვლიოთ,  თუ რა არის სიყვარული, ხომ ასეა? ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რომ ჯერ-ჯერობით არის უამრავი სახის შიში, შიში ბიოლოგიური, შიში შეჩვევის, დაკარგვის, და ა.შ. თუ არსებობს რაიმე სახის მიბმა, მაშინ გონებაში სხვა რამის ადგილი აღარ რჩება და ეს სხვა რამე კი არის – სიყვარული. თუ ვხედავთ ყველაფერს დასაწყისიდან, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებიდან, როცა იზრდება და ხდება მამაკაცი, როცა ვხედავთ თუ როგორია სამყარო და ვიკვლევთ სიკვდილს, მაშინ რატომ გვეშინია  სიკვდილის? გამიგეთ რას ვამბობ? იცით რას ნიშნავს სიკვდილი?  არ გინახავთ ათასობით ადამიანი დახოცილი და დაშავებული? არა? თქვენ რა სხვა პლანეტიდან ხართ?  ჩვენ გვინახავს სიკვდილი, მაგრამ არასოდეს გამოგვიკვლევია იგი ღრმად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც სიცოცხლე. გაიგეთ?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი