ფილიპ ზიმბარდო სამყარო პატარავდება

0
361
Meeting Philip G. Zimbardo Debate with the American psychologist and populariser of psychology Philip G. Zimbardo led by Michael Žantovský. Vaclav Havel LIbrary in cooperation with the Jihlava International Documentary Film Festival and the Faculty of Law of Charles University in Prague. Právnická fakulta Univerzity Karlovy, nám. Curieových 7, Praha 1 26. říjen 2016

ინტერნეტის ზედაპირული მიმოხილვაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ – სამყარო დაპატარავდა. ახლა უკვე ბევრი ჩვენგანი ამყარებს ურთიერთობას უცხო ადამიანებთან ელექტრონული ფოსტისა და “ჩატის” მეშვეობით. ასეთი ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება იმის შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი აითვისებს მსოფლიო ქსელის ტექნოლოგიებს.

მაგალითად, ერთ-ერთი არასპორტული თემა, რომელზეც ლაპარაკი იყო 2000 წლის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ინტერნეტი იყო. ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობდნენ, კარგად იყო აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რათა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სპორტსმენებს მსოფლიო ქსელში მოგზაურობის საშუალება ჰქონოდათ. გაზეთები იუწყებოდნენ, რომ კუბელმა სპორტსმენებმა, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ ინტერნეტთან ურთიერთობის გამოცდილება, ერთი კვირის განმავლობაში აამოქმედეს 160-ზე მეტი ვებ-გვერდი.

ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც XXI საუკუნე ნამდვილად სვამს ფსიქოლოგიის წინაშე, ისაა, თუ როგორ შეეგუა ადგილობრივი კულტურები მსოფლიო ქსელს და, პირიქით, რა გავლენა მოახდენა ადგილობრივმა კულტურებმა მასზე.

განვიხილოთ, თუ რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა კუვეიტის ცხოვრებაზე (Wheeler, 1998). როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, კუვეიტშიც ინტერნეტი თავდაპირველად აკადემიური წრეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, კერძოდ, კუვეიტის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, თუმცა, ძალიან მოკლე დროში ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა.

უმრავლეს შემთხვევაში, კუვეიტელებიც ისევე იყენებენ ინტერნეტს, როგორც მთელ მსოფლიოში – „ჩატისთვის”: ადამიანები მას, ძირითადად, „სალაყბოდ” მიმართავენ და კუვეიტელებიც აღნიშნავენ, რომ ურთიერთობები და რომანები კიბერსივრცეში აქვთ. და მაინც, კუვეიტში ინტერნეტის გამოყენება თავისებურებით ხასიათდება, რაც მას სხვებისგან განასხვავებს: „ბევრი დაძვრება ინტერნეტში, მაგრამ ცოტა თუ აქვეყნებს რაიმეს”. კუვეიტში “ინტერნეტით საკუთარ თავზე ინფორმაციის გავრცელება პოტენციური საფრთხის შემცველი აქტი უფროა, ვიდრე – საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება. ის არის იარაღი თქვენი მტრის წინააღმდეგ და ინსტრუმენტი, რათა შენარჩუნებულ იქნეს დოგმებისადმი კონფორმულობა და გაადვილდეს ყოველდღიური ცხოვრების მართვა. 

ასეთი კულტურული შეზღუდვების პირობებში ძნელი წარმოსადგენია, რომ კუვეიტში ინტერნეტი საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად იქცეს, როგორც ეს მრავალ სხვა ქვეყანაში მოხდა.

მკვლევრებმა ინტერნეტის გამოყენების სხვა მრავალი კულტურული განსხვავებაც შეისწავლეს, მაგალითად, ვებ-გვერდების ის მახასიათებლები, რომლებსაც ამა თუ იმ კულტურების წარმომადგენლები ანიჭებენ უპირატესობას. ერთი და იგივე ვებგვერდი, შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის მისაღები იყოს, მაგრამ კულტურული განსხვავებები, შესაძლოა, მაინც არსებობდეს, თუ რამდენად გასაგები ან ფასეულია ესა თუ ის ვებ გვერდი

მაგალითად, ბევრ ვებ გვერდზე ინფორმაცია მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით – ისე, როგორც კითხულობენ ინგლისურ ენაზე, მაგრამ ჩინელები ან ებრაელები, შესაძლოა, სირთულეებს წააწყდნენ, ვინაიდან მათი ენები ინფორმაციის სივრცითი განლაგების განსხვავებულ წესს იყენებენ. საზოგადოდ, ვებ-გვერდების დიზაინერებმა, შესაძლოა, აღმოაჩინონ, რომ მათ საკუთარი პროდუქციის “ინტერნაციონალიზაციისათვის” სოციალური მეცნიერებების დახმარება სჭირდებათ. ვებგვერდი, რომელიც ერთი ჯგუფის მოწონებას იმსახურებს, შესაძლოა, უარყოფილ იქნეს მეორე ჯგუფის მიერ, ვთქვათ, იმ მოჭარბებული აგრესიულობის ან სირთულის გამო, რომელიც ადგილობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.

ჭეშმარიტად კულტურათაშორისი ღირებულების მქონე ვებ-გვერდების შესაქმნელად, ვებ-დიზაინერებმა ინფორმაცია ისეთ წიგნში უნდა მოიძიონ, როგორიცაა “ფსიქოლოგია და ცხოვრება”. როგორც XXI საუკუნის მოქალაქე, თქვენ მსოფლიოს დაპატარავების მოწმე ხართ. რა დასკვნებს გააკეთებდით ამის თაობაზე? რა კითხვებს დაუსვამდით ფსიქოლოგებს?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი