უინსტონ ჩერჩილი – ყველაზე მკვეთრი სინათლეც არ არსებობს ჩრდილის გარეშე

0
555

უინსტონ ჩერჩილი მხედართმთავრობაზე ბავშობიდანვე ოცნებობდა. და ყველაფრი გააკეთა იმისთვის, რომ ანტვერპენის დაცვის ხელმძღვანელობა მას ჩაბარებოდა. ის ანტვერპენთან განლაგებული ჯარების სარდლად დაინიშნა. მან არ იცოდა და არც დაინტერესებულა გაერკვია, თუ რა ხდებოდა ფრონტზე. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ქალაქის გადამრჩენი გმირი უნდა ყოფილიყო.  შედეგად, გერმანელებმა ქალაქი დაიკავეს და ჯარის ნაწილი ტყვედ ჩავარდა. 

ამის შემდეგ მან კონსტანტინოპოლის დაპყრობა გადაწყვიტა. შედეგად, მისი გეგმის განხორციელებისას ნახევარი ინგლისის ფლოტი განადგურდა და 50000-მდე დესანტი ჯარისკაცი დაიღუპა. 

უინსტონ ჩერჩილი 40 წელზე მეტის იყო, როცა ის სამხედრო სამსახურიდან დამამცირებელი პირობით გადადგა – არასდროს ეთხოვა სამხედრო სამსახურში დაბრუნება,,ჩემი საქმე გათავებულია” – გამოუტყდა ის ნაცნობებს. მას, ლოიდ ჯორჯთან მეგობრობამ, კვლავ მინისტრის სავარძელი არგუნა; თუმცა მას კვლავ პოლიტიკური კატასტროფა ელოდა. უსიამოვნება მისი აპენდიციტის ამოჭრით დაიწყო; მისმა პარტიამ არჩევნებზე ხმათა არასაკმარისი რაოდენობა მიიღო, მთავრობა დაითხოვეს. 

მის ბიოგრაფიაში უმძიმეს პერიოდს, ჩერჩილი ასე აფასებს:”თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ სამუშაოს, პარლამენტში ადგილისა და აპენდიციტის გარეშე დავრჩი”… 

ყოველივე ამის მიუხედავად, უინსტონ ჩერჩილი ისტორიაში, და არა ლიტერატურაში, ცეზარის მსგავსად, დიდ პოლიტიკოსად დარჩება, რადგან მისი მიზანი ინგლისისა და საერთოდ, ევროპის გადარჩენა იყო. მან, პირველთაგანმა, მთელი სიღრმით აღიქვა და გაიაზრა ის საშინელება, რასაც ფაშიზმი კაცობრიობას უქადდა. 

ისწავლეთ ისტორია, ისწავლეთ ისტორია. ისტორიაში პოლიტიკური ეშმაკური უნარების ყველა საიდუმლოა.

საკუთარი ცხოვრების მანძილზე ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ შანსს „ფეხი წამოკრას“. სამწუხაროდ, ჩვენს შორის უმრავლესობა უბრალოდ დგება, გაიფერთხავს და გზას განაგრძობს, თითქოსდა, არაფერი მომხდარა.

თუ ჯოჯოხეთს გადიხართ – იარეთ შეუჩერებლად.

ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობებია.

ჭკვიანი ადამიანი თავად არ უშვებს ყველა შეცდომას – ის სხვებსაც აძლევს შანსს.

სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს იცვლის საკუთარ აზრს.

როდესაც არწივები დუმან, თუთიყუშები ყბედობენ.

ძალაუფლება – ნარკოტიკია. ვისაც ის ერთხელ მაინც გაუსინჯავს – მოწამლულია სამუდამოდ.

სანამ სიმართლე შარვალს იცვამს, ტყუილი ნახევარი სამყაროს გავლას ასწრებს.

პოლიტიკა ისეთივე ჩამთრევი და საშიშია, როგორც ომი. ომში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ, რომ მოგკლან, პოლიტიკაში კი – ბევრჯერ.

ჩემი გემოვნება მარტივია. მე ადვილად ვკმაყოფილდები საუკეთესოთი.

გსურთ, რომ კამათისას თქვენი სიტყვა ბოლო იყოს? უთხარით ოპონენტს: „თქვენ მართალი ხართ“.

დიდი უპირატესობა იმას გააჩნია, ვინც საკმაოდ ადრე დაუშვა შეცდომები, რომლებზეც სწავლაა შესაძლებელი.

ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ, რომ ის საიდუმლოებები შეინახონ, რომელთა შესახებაც არ იციან.

მე მიყვარს ღორები. ძაღლები ჩვენ ქვემოდან ზემოთ გვიყურებენ. მხოლოდ ღორები გვიყურებენ, როგორც თანაბრებს.

ომი – როდესაც სხვების ინტერესებისთვის სრულებით უდანაშაულო ადამიანები კვდებიან.

ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იმაში, რომ სულელებიც მართლები არიან ხოლმე.

ბევრად უკეთესია ადამიანის მოსყიდვა, ვიდრე მისი მოკვლა. მოსყიდულად ყოფნაც ბევრად ჯობია, ვიდრე მოკლულად.

უფრო მარტივია ნაციის მართვა, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა.

ჩვენ ვცხოვრობთ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში.

ხის ფეხსაცმლისგან ხის ფეხსაცმლამდე – გზა ოთხ თაობას შორის: პირველი თაობა აგროვებს, მეორე – ამრავლებს, მესამე – ხარჯავს, მეოთხე – ქარხანაში ბრუნდება.

არაფრით ისე არ მოიპოვებ ავტორიტეტს, როგორც სიმშვიდით.

ამერიკელები ყოველთვის ნახულობენ ცალსახად სწორ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენს გამოსცდიან.

ქვეყნისთვის რთულ დღეებში რთულია მითების მნიშვნელობის გადაფასება.

ურთიერთობების გაფუჭების ყველაზე კარგი საშუალებაა – მისი გარკვევის დაწყება.

პარლამენტის მიზანია – ხელჩართული ბრძოლის სიტყვიერით შენაცვლებაა.

როდესაც ორი ადამიანი ჩხუბობს – იმარჯვებს მესამე.

რომ მოკლა მკვლელი, მკვლელების რაოდენობა არ შეიცვლება.

პესიმისტი სირთულეს ყოველ საშუალებაში ხედავს, ოპტიმისტი ყოველ სირთულეში საშუალებას ხედავს.

თქვენ ვერასდროს მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე, თუ ქვას ყოველ ძაღლს ესვრით, რომელიც ყეფს.

ხალხი, რომელსაც საკუთარი წარსული დაავიწყდა, საკუთარ მომავალსაც დაკარგავს.

ყველაზე მკვეთრი სინათლეც არ არსებობს ჩრდილის გარეშე.

მე – ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს იმაში, რომ კიდევ ვინმე სხვა ვიყო.

ერთხელ ჩერჩილის გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა პოლიტიკოსს: ნუთუ, არ გსიამოვნებთ იმის გააზრება, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სიტყვით გამოდიხართ, დარბაზი გავსებულია?
ჩერჩილმა ასე უპასუხა:
– სასიამოვნოა, ძალიანაც. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც გავსებულ დარბაზს ვხედავ, არ შემიძლია, არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიტყვის ნაცვლად ეშაფოტზე რომ ავდიოდე, მაყურებლების რაოდენობა ორჯერ გაიზრდებოდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი