საკუთარ თავში დაბრუნება

0
1487

 “როდესაც შენს სტრესულ ფიქრებს გამოიკვლევ, დაინახავ, რომ რაც პრობლემას გიქმინდა, მხოლოდ გაუგებრობა ყოფილა.” – ბაირონ ქეითი

წარმოიდგინე, რომ შენში იპოვე ძალა და აღარ გწყინს ის, რაც ადრე გწყინდა, აღარ გტკივა გული, ვეღარც კი ამჩნევ იმ სიტუაციებს, სადაც ადრე სტრესს განიცდიდი. წარმოიდგინე, რომ შენი ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან უფრო სავსე, ბედნიერი, სიხარულით და სიყვარულით სავსე გახდა! ეს ყველაფერი მოხდება მას შემდეგ, რაც ერთ დღეს სრულ პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, მხოლოდ აქედან იწყება ცვლილებები და თავად ხდებით საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.

ყველანაირი მოვლენა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება – ეს ჩვენი ფიქრების, წარმოდგენების და ჩვენი შინაგანი მდგომარეობის პროექციაა. ჩვენ ერთდროულად ვცხოვრობთ როგორც ხილულ, ისე უხილავ სამყაროში – ის, რაც ხილულ, ფიზიკურ სამყაროში ხდება, მომდინარეობს უხილავი, არამატერიალური სამყაროდან. თუ ამას ვაცნობიერებთ, ადვილია მივხვდეთ, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რატომ იქმნება პრობლემები, რატომ გვაქვს ჩავარდნები და ა.შ.

თუ გადავინაცვლებთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედის პოზიციაზე, ჩვენ აქ მოგვეცემა ძალა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, იმ ლოგიკით, რომ რაც ახლა ხდება ეს ჩვენი შექმნილია, ამიტომ თავადვე შეგვიძლია ის გარდავქმნათ და შევცვალოთ. სწორედ ეს არის ჩვენი შინაგანი ძალა.

საკუთარ თავთან დაბრუნება – დაფიქრდით, რა გაცლით სასიცოცხლო ენერგიას და გააცნობიერეთ – თქვენ დაიბრუნებთ სასიცოცხლო ენერგიას და გახდებით არა მხოლოდ ენერგიული, არამედ შეუჩერებელიც! 

საკუთარი თავის აღიარება და პატივისცემა – გააცნობიერეთ აქამდე ვისგან ითხოვდით აღიარებას, მოწონებას, სიყვარულს, პატივისცემას,.. იმუშავეთ და გათავისუფლდით ამ მოთხოვნილებისგან და იმის მაგივრად რომ გარეთ ეძებოთ, მას საკუთარ თავში იპოვით. შედეგად:აღარ დაკარგავთ დროს და ენერგიას სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაში და მათთვის თავის მოწონებაში; დაამყარებთ გულწრფელ და გახსნილ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან;

იმუშავეთ იმ წყენაზე, ბრაზზე, მიუღებლობაზე, იმედგაცრუებაზე, პროტესტზე, ტკივილზე, რაც პირად ცხოვრებაში, ბავშვობიდან დღემდე გქონიათ, თქვენს პარტნიორთან, შეყვარებულთან, მეუღლესთან ურთიერთობაში. – გააანალიზებთ ეს განცდები როგორ გავლენას ახდენდა თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, მიმღებლობაზე, მეგობრებთან და პირად ცხოვრებაზე და ამისგან გათავისუფლდებით;              შედეგად:პირად ცხოვრებაში უფრო ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებთ და მის მიმართ მიმღებლობა და მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ.

⇒ როდესაც ადამიანი ბედნიერია, მას ყველა უყვარს, ყველაფერი უხარია – სხვისი კარგიც, წარმატებაც და სხვაში ხედავს უფლის ჩანაფიქრს.

⇒ აგრესია, დესტრუქცია სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის მიუღებლობა, უსიყვარულობა, უპატივცემულობა.

როდესაც საკუთარ თავს არ ვიღებთ, გვიჭირს სხვებიც მივიღოთ – როდესაც საკუთარ თავს ვიღებთ და არ ვაკრიტიკებთ, სხვა ადამიანებსაც არ განვსჯით! სხვა ადამიანების განსჯა ეს ხომ ჩვენი დაფარული მხარეების და მიუღებელი ნაწილების პროექციაა მათზე! ამიტომ როდესაც ამ მხარეებს მივიღებთ პროექციაც აღარ დაგვჭირდება სხვაზე! ამიტომ არის საკუთარი თავის მიღება მნიშვნელოვანი! როდესაც სხვას განვიკითხავთ, კიდევ უფრო მეტად ვაზიანებთ საკუთარ თავს. აი სწორედ ამიტომ არის საკუთარ თავზე მუშაობა საჭირო. სწორედ აქედან იწყება ცვლილებები!

ამიტომ საჭიროა ვიმუშავოთ ჩვენს თავზე, გავიცნოთ საკუთარი თავი, უკეთ გავაცნობიეროთ, გავთავისუფლდეთ ზედმეტისგან, მძიმე ემოციური ტვირთისგან და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და მშვენიერია.

თუ გონებაში ვერ წარმოვიდგენთ იმას, რაც გვსურს – ის ვერ გვექნება ცხოვრებაშიც. ანუ ჯერ ჩვენი სურვილები გონებაში იქმნება, შემდეგ კი რეალობაში. თუ ზუსტად არ ვიცით რა გვსურს, მას ვერ მივაღწევთ, რადგან უბრალოდ არ ვიცით რა გვინდა…

წარმოსახვა →გვეხმარება ჯერ გონებაში შევქმნათ სასურველის ხატი, ის ნათლად გვაცნობიერებინებს, თუ რა გვსურს, შემდეგ კი როდესაც ვიცით ეს როგორია, რანაირია, რას გვაგრძნობინებს – სწორედ ამის შემდეგ ვქმნით მას ჩვენს ცხოვრებაშიც. როდესაც უკვე გზაც ვიცით ეს კიდევ უფრო იოლი და ხელმისაწვდომი ხდება!

მედიტაცია სავარჯიშო:მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ დილით, სეირნობის დროს, ბუნებაში, ქუჩაში, სამსახურში მიმავალი აკვირდები შენს ირგვლივ არსებულ ობიექტებს და მათ თავდაპირველ სახელებს არქმევ ყოველგვარი შეფასების გარეშე.
მაგალითად: ცა, ხე, ბალახი, ქუჩა, მანქანა, ადამიანი, ძაღლი,..
იმის მაგივრად, რომ შევაფასოთ ცისფერი ცა, დიდი ხე, მწვანე ბალახი, ლამაზი ადამიანი,..

საოცარი სავარჯიშოა, რომლის დროსაც საკუთარი თავს დაიჭერთ იმაში, რომ როგორ კი რაიმე საგანს შევხედავდი, გონებაში მისი მინიმუმ 5-ნაირი შეფასება მომენტალურად ამოტივტივდება. აღმოაჩენთ, რომ თქვენი გონება ძალიან სწრაფია შეფასებებში.

შემდეგ განაზოგადეთ და მივხვდებით, რომ ადამიანების და მოვლენების შეფასებასაც ასე აკეთებთ, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ნეიტრალურად მიიღოთ ისეთი, როგორიც არის. უბრალოდ ადამიანი და არა ცუდი, კარგი, კეთილი, ბოროტი, საინტერესო, უინტერესო და ა.შ.

ძალიან საინტერესო სავარჯიშოა, როცა უბრალოდ აკვირდები, ყოველგვარი შეფასების გარეშე და უბრალოდ ელოდები და ენდობი მან თავად დაირქვას თავისი სახელი… 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი