როგორ გავაჩეროთ აკვიატებული აზრები

1
1708
რისთვის გვჭირდება შინაგანი დიალოგის გაჩერება და როგორ მოვახერხოთ ეს? შევეცდები გავცე პასუხი და შემოგთავაზებთ პრაქტიკებს. ყველამ ვიცით, რომ არსებობს – გონების პირობითი დაყოფა ცნობიერად და ქვეცნობიერად.
ქვეცნობიერი ითვისებს ინფორმაციას ისე, როგორც არის – არ ახარისხებს და არ ფილტრავს. განსხვავებით ცნობიერისა, რომელიც გამუდმებით დაკავებულია ანალიზით, წყვიტავს რა გვაჩვენოს, რა არა და ეყრდნობა მასში ოდესღაც ჩადებულ „პროგრამებს“.
ქვეცნობიერმა არა მარტო იცის ჭეშმარიტება და მომავალშიც შეუძლია შეიჭყიტოს. (ეს ექსპერიმენტებით უკვე დამტკიცებულია). ცნობიერს, რომ ესმოდეს რის გადმოცემას ან მინიშნებას ცდილობს ქვეცნობიერი, უფრო სწორად: ყურს რომ უგდებდეს…  მაგრამ ცნობიერს არა თუ არ ესმის, არც უნდა გაუგოს. ‘მისი ყურადღება მუდმივად მიპყრობილია გარემო ფაქტორებზე, ნაკლებად ადარდებს შინაგანი გააზრებები და შეგრძნებები.
ჩვენში შინაგანი დიალოგი არასდროს არ წყდება და ამას აკონტროლებს ცნობიერი. ის კი, აზროვნებს დადგენილი ნიშნულების მეშვეობით:სიტყვებით, სიმბოლოებით, შემოთავაზებული დოგმები… ნებისმიერ მიღებულ ინფორმაციას ალაგებს, მიუჩენს თავის ადგილს და თუ რამე არ ჯდება მის შეხედულებებში ფილტრავს…
ქვეცნობიერი იყენებს მინიშნებებს, მან  უბრალოდ იცის, ის გრძნობს.
შეეცადეთ გაიხსენოთ:შეგრძნების, გასხივოსნების ისეთი მომენტები როდესაც ინფორმაცია მოდის „თითქოს არსაიდან“. ამ დროს, ცნობიერი დროებით ითიშება და შესაძლებელი ხდება ქვეცნობიერის მოსმენა, მისი ხმის გაგონება (წამებში).
შინაგანი დიალოგი არის ის, რითაც არის გონება ძალიან ხშირად დაკავებული და რითაც მუდმივად ცდილობს გადაფაროს ქვეცნობიერის ჭეშმარიტი ხმა.
ასე, რომ ჭეშმარიტთან შეხების სურვილით დაინტერესებულნო, თუ კი შევაჩერებთ შინაგან დიალოგს (მონოლოგს) არის დიდი ალბათობა იდულმალებით მოცულ ქვეცნობიერს გავუგოთ. რაში გჭირდება? – ცხოვრებაში საოცარი გარადსახვების დრო რომ დადგეს (შთაგონება, ახალი იდეები, კრეატიულობა, ამოუწურავი ენერგია, კითხვებზე პასუხები..). ამას თუ შეძლებს ადამიანი, მიაგნებს ცოდნის პირველწყაროს (უმაღლესი გონი). რისი მიღწევაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ასე რომ ვთქვათ – „რჩეულთა ხვედრია“.
 
აქვე დავსძენ, ყველა მსურველს შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ საკითხავია სჭირდება კი?
რდაგნ ეს მოითხოვს ათწლოულობით პრაქტიკას (მთელი სიცოცხლე).
მზად ხართ ამისთვის?
გთავაზობთ, აზრების გასაჩერებლად 5 ყველაზე მარტივ და ეფტურ პარქტიკას:
1. “თეთრი ეკრანის” ცნობიერი 
ხუჭავთ თვალებს. წაროიდგინეთ თვალწინ თეთრი ეკრანი და ყოველ 2-3 წამში გადაანაცვლეთ მხედველობა ერთი კუთხიდან მეორეში, მოგვიანებით კი უბრალოდ, ქაოტურად.
2. “ძალისხმევის მიმართვა” 
ხელის თითები ოდნავ მოხარეთ, ზურგი უნდა იყოს სწორი. შეხედეთ ჰორიზონტის ხაზს  და უყურეთ ნახევარსფეროს, ამ დროს ძირითადი ყურადრება გადაგაქვთ პერიფერიულ ხედვაზე. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ ხმა: მოუსმინეთ გარემოს. ამ პროცესში „ყველაფერი, თავს მოიყრის სფეროში“ ანუ გარემო და ხმა აღიქმება ერთიანობაში და არა ცალ-ცალკე, როგორც ამას ვართ მიჩვეულნი. ჩნდება ხმის სიღრმისეული აღქმა. ძლიერი ტექნიკაა.
სასურველია, შეასრულოთ 20-25 წუთი დღეში, არც მეტი არც ნაკლები. ერთი კვირის თავზე ნახავთ, გაზარდოთ ვარჯიშის დრო თუ არა. შედეგს შეამჩნევთ უკვე 10-15 დღის შემდეგ.
3. სავარჯიშო ოშოსგან
საჭიროა დაჯდეთ. დახუჭოთ თვალი, მოდუნდეთ და მისცეთ უფლება  შინაგან დიალოგს „დაიცალოს ბოლომდე“. ამ დროს (რა თქმა უნდა, თუ გეყოფათ ნებისყოფა), შეგიძლიათ შინაგანი ხედვა მიადევნოთ მოვლენებს – რა ხდება. ხდება ის, რომ დიალოგი თავიდან ჩვეულ რეჟიმში ჩაირთვება. შემდეგ, ნელ-ნელა აუწევს ხმას, მისი ლაქლაქი იქცევა უკვე აბსურდულ, შტერულ უაზრობად. რვა-ათი წუთის მერე, ის იწყებს რაც მოუვა ანუ ქაოტურ მოყოლას. მას სურს თქვენი ყურადღების მიქცევა და ამისთვის იყენებს ორი ხერხს: 
პირველი. რადგან უყვარს ლოგიკური აზრების განვითარება, ამიტომ ჩართავს ლოგიკას, ციფრებს: კალენდარს, მათემატიკურ ფორმულებს გაიხსენებს, რომლებიც სკოლის მერე არ გამოგიყენებიათ და ახალა, საიდანღაც გაჩნდნენ.
მეორე. გიგებთ მოგონებების მახეს:შემოგიგდებთ ახალგაზრდობიდან რამე მოგონებას და ამ დროს თვითონ უკანა პლანზე გადაინაცვლებს და ჩურჩულებს – სამყაროს აღწერს.
ორივე შემთხვევაში, თუ „თავის ჭკუაზე გატარებთ“  (ან ცდილობს ფიკუსს აგაცდინოთ), იმოქმედეთ შემდეგნაირად: რომც გინდოდეთ, არ მიაქციოთ უყრადღება – არ გაებათ მის ხაფანგში.
4. ძენ-პრაქტიკა.
დადექით ოთახის ცენტრში. წინ გაწიეთ ხელები  და მოუხრელად, ერთდროულად გააკეთეთ მოძრაობები: მარჯვენა ხელით დახაზეთ ჰორიზონტალური ხაზი. მარცხენათი – ვერტიკალური. როდესაც სხეული ამას შეეგუება და მოგეჩვენებათ სავარჯიშო ადვილი, დახაზეთ მარჯვენათი კვადრატი, მარცხენათი – წრე. ამ ტექნიკის დაუფლების შემდეგ, გადადით ალფავიტის წერაზე:მარჯვენათი – “ა”, მარცხენათი – “ბ”, მარჯვენათი “გ” და ა. შ. ბოლომდე.
5. რამდენიმე საგანზე ერდროულად ყურადღების გამახვილება.
ხელები დაიდეთ წინ და იყურეთ მათ შორის გამჭოლი მზერით. ამ დროს, შეეცადეთ გვერდითი ხედვით ორივე საჩვენებელ თითს ერთდროულად უყუროთ. ადვილი არ არის, შეეცადეთ. აქ, მნიშვნელოვანია ორივე წერტიში ერთდროულად ფოკუსირება.
თუ გამოგივათ, გადადით შემდეგ ეტაპზე – თვალმოუცილებლად, გაფოკუსირებული ხედვით შეისწავლეთ სივრცე და დაიმახსოვრეთ რასაც ხედავთ. ყურადღებით იყავით – ამ დროს არ აზროვნებთ, არ ფიქრობთ და არ აანალიზებთ. თუ კი აზრები მაინც გაჩნდებიან, მაშინ გამოდის რომ ყურადღება არ გაქვთ მითითებულ წერტილებზე. ივარჯიშეთ. რაც შეიძლება დიდ ხანს გაჩერდით ამ მდგომარეობაში.
შემდეგი ეტაპი, ამ მდგომარეობის შენარჩუნება თითების დახმარების გარეშე – ნებისყოფით ძალისხმევა. როგორც კი შენიშნავთ აზრებს, ისევ გააორეთ ერთდროულად ორ წერტილში ხედვა და ყურადღება. შეიძლება გამოიყენოთ არა მარტო თითები, არამედ მაგ:ორი წერტილი კედელზე და სხვა…
ავტორი:თამარ კვარაცხელია

1 გამოხმაურება

  1. გამარჯობა თამარ ძალიან საინტერესო პოსტია მადლობას გიხდით. თხოვნა მაქვს თუ შეგიძლიათ მეორე სავარჯიშო “ძალისხმევის მიმართვა” უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ ვერ გავიგე რის “ჰორიზონტს გულისხმობთ” ?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი