ჯიდუ კრიშნამურტი სიყვარული წესებით, ჩვეულებებითა და ნიმუშებით

0
939

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ განმარტებებზე, რასაც გვთავაზობენ მეცნიერები, დავტოვოთ   ისინი გზაზე და გავაგრძელოთ მოგზაურობა, რადგანც თუ ვერ მოახეხებ განთავისუფლებას მისგან ვერ წახვალ მოსაუბრესთან ერთად. ხო მართალია?   ნუ დაიღლები იმაზე ფიქრით, რაც აბსოლიტურად უმნიშვნელოა, საუბედუროდ ისმენ უამრავ სიტყვებს და ამბობ, –   დიახ ეს ჭკვიანურია – და   ა.შ

ჩვენ არაფერი საქმე არ გვაქვს სიტყვებთან. სიტყვა არ არის მთა, სიტყვა ,,მთა” არ არის მთა, გამიგეთ ყველაფერი? როგორც შენი სახელი არ ხარ ~შენ~. მე ვფიქრობ, რომ ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვები არ არის სინამდვილე ხო მართალია? სიტყვა ~ხე` არ არის ხე, ხომ მეთანხმებით ამაში?  ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ გავებათ სიტყვების მახეში. მე მინდა თქვენ ამას გაყვეთ. შემიძლია გავაგრძელო? ჩემმა ძველმა მეგობრებმა, რომლებიც ჩემდა სასიხარულოდ  დარბაზში იმყოფებიან, მომცეს ამის სიგნალი.

ჩვენ ვაპირებთ გამოვიკვლიოთ რაღაც, რაც მოითხოვს მთელს შენს ენერგიას, მთელს შენს ტვინს, ეს არის მასალა, მილიონი წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. მთელი ეს ევოლუცია    ნიშნავს _ ენერგიას. სწორია? ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს, ხომ არ არის ეს ენერგია შევსილი,  სტიმულირებული ან მოთავსებული ცოდნის არეალის ფარგლებში? გაიგეთ  ჩემი შეკითხვა?  ჩვენი ცოდნის არეალის ფარგლებში. დიახ ასეა, ეს არის ჩვენი ცოდნის ფარგლებში. გთხოვთ   ნუ მეთანხმებით ყველაფერში, თქვენ უკვე იღებთ ყველაფერს რასაც ვლაპარაკობ.

ამგვარად მე ვეკითხები ჩემს თავს, არის ეს ენერგია სტიმულირებული და მოწყობილი ფიქრისგან? გაიგეთ? ფიქრი გაძლევს  უდიდეს ენერგიას, როდესაც მიდიხარ ოფისში ყოველ დღე, დილის 9 საათზე, როდესაც გინდა იშოვო ბევრი ფული, ან  უკეთესი სახლი. ფიქრი ფიქრობს და გაძლევს ენერგიას. როდესაც ათასობით ადამიანი მუშაობს რაკეტის გასაკეთებლად, რათა გაფრინდეს მთვარეზე, ამას სჭირდება კოლოსალური ენერგია, ხომ ასეა?  მე ვკითხულობ,  შემიძლია ფიქრი, ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე ვგეგმავ აწმყოს, ამას ყველაფერს სჭირდება ენერგია.

სწავლას, სახლის აშენებას, მუშაობას  და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფრისთვის საჭიროა კოლოსალური ენერგია. გთხოვთ გაიაზროთ ეს ყველაფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,  სწორედ ფიქრი წარმოშობს იმ უზარმაზარ ენერგიას, რაც საჭიროა  აეროდრომების ასაშენებლად, თვითმფრინავებისა და მანქანების ასაწყობად, რასაც ათასობით ადამიანი ყოველ დღე თავდაუზოგავად აკეთებს, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ ფიქრია ენერგიის შექმნის გასაოცარი ინსტრუმენტი. გაიგეთ? შეგვიძლია გავაგრძელოთ?

თუ ვერ ხედავთ, რომ ეს არის რეალური ფაქტი, მაშინ თქვენ ხართ დაშტამპული, ხომ ასეა? თუ ვერ ხედავთ რომ ფიქრი წარმოშობს ამ უზარმაზარ ენერგიას, რაც გჭირდებათ, რომ გახდეთ მდიდარი, იმუშაოთ მთელი ძალ-ღონით, შეუერთდეთ რაიმე სექტას ან რელიგიას,  ჩაერთოთ   რაიმე საქმიანობაში. სწორედ ფიქრია ეს გასაოცარი ინსტრუმენტი, რაც წარმოშობს ფიქრს, სწორია? არ დამეთანხმოთ.

ამგვარად ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ძალიან, ძალიან ღრმად, ფიქრის ბუნება. ფიქრი რომელიც გეგმავს საზოგადოებას, რომელმაც დაყო დედამიწა აზიათ და ევროპათ, კომუნისტურ, სოციალისტურ, კაპიტალისტურ და დემოკრატიულ რესპუბლიკებათ. ეს ყველაფერი ფიქრმა გააკეთა. ეს ძალიან მარტივია, ჯარი, ფლოტი, საჰაერო ძალები, შექმნილი არა მარტო ტრანსპორტირებისთვის, არამედ მკვლელობისთვისაც, ეს ცხადია. მაშასადამე  ფიქრი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი არსებობისთვის, მის გარეშე არაფრის კეთება არ შეგვიძლია.

აქ რომ ჩამოხვიდე შორეული მანძილიდან, უნდა დაგეგმო, გჭირდება მატარებელი, მანქანა ან აეროპორტი, ეს არის ნაწილი ფიქრის. ამრიგად რა არის ფიქრი? იმუშავე მასში, ნუ მისმენ მარტო მე. რა არის ფიქრი? შენ არ შეგიძლია იარსებო გარკვეული ფიქრის გარეშე. რომ დაბრუნდე უკან სახლში, სამსახურში, დაქორწინდე, დაკავდე სექსით, ეს ყველაფერი არის ფიქრის პროცესი. რა არის ფიქრი? მოსაუბრე ბევრს საუბრობს ამის შესახებ, ნუ მივუბრუნდებით წიგნებს. ნუ იტყვით,~დიახ , მე ბევრი წამიკითხავს ამის შესახებ~.

აქ უნდა დაივიწყო ყველა წიგნი, ყველაფერი რაც გაგიგია,  ყოველი  წუთიდან ამას უნდა მივუახლოვდეთ ახლებურად. ფიქრი დაფუძვნებულია ცოდნაზე. რადგანაც ცოდნის გარეშე ვერ შეძლებდი აქ მოსვლას, ავტობუსში ჩაჯდომას და ა.შ. ესაა ცოდნა, მეხსიერება და ფიქრი. სწორია? მეთანხმებით?  ჩვენ გვაქვს მოგროვილი კოლოსალური ცოდნა,  როგორ გავყიდოთ ერთმანეთი,  გავუწიოთ ექსპლუატაცია, ავაშენოთ ხიდები, შევქნმათ ღმერთები და ტაძრები, ჩვენ ეს ხომ უკვე  გავაკეთეთ.  

ჯარი, ფლოტი და აეროფლოტი, სწორედ მან, ფიქრმა,  ცოდნის შედეგად  ააშენა ტაძრები და მრავალი რამ, ხოლო ცოდნა არ არსებობს გამოცდილების გარეშე, ხომ მართალია? ვიყოთ ლოგიკურები ბატონებო, ლოგიკა აუცილებელია გარკვეული თვალთახედვისთვის. თუ დაიწყებ ლოგიკის გარეშე, ნამდვილად გახდები ცრუმორწმუნე და ფანტაზიორი, მიხვალ რაღაც დასკვნებამდე,  ისევ ააშენებ ტაძრებს და ათასი ტიპის სისულელეს.

ამგვარად  გამოცდილების გარეშე არ არსებობს ცოდნა. მეცნიერება ყოველ დღე ამატებს ამას რაიმე ახალს. გთხოვთ მივყვეთ ამას ფრთხილად თუ წინააღმდეგი არ ხართ.  რადგანაც გამოცდილება ლიმიტირებულია,  ამოტომ  ვამატებთ მას მუდამ უფრო და უფრო მეტს, ცოდნის შედეგად.   გამოცდილება და ცოდნა შენახულია ტვინში, მეხსიერების სახით და სწორედ აქედან იწყება ფიქრი. სწორია? მართალი ვარ? თუ თქვენ ხართ მართალი? ღმერთო, გრძნობთ საერთოდ რამეს?   გამოცდილება მუდამ შეზღუდულია და ამიტომ მეცნიერულ სამყაროს გამუდემბით ემატება ყოველ დღე რაღაც ახალი ცოდნა და რამდენადაც გამოცდილება ლიმიტირებულია, ასევე ცოდნაც ლიმიტირებულია, მეხსიერებაც და მაშასადამე ფიქრიც. მართალია? ვარ მე ნორმალური თუ არანორმალური? და ჩვენ ვცხოვრობთ ამ ფიქრით,  არასოდეს არ ვაღიარებთ, რომ მან შეიძლება შექნმას უფრო საოცარი სამოთხე და ჯოჯოხეთი, ბერძნული ოლიმპიური  ღმერთები, ეგვიპტური ღმერთები _ გსმენია რამე მათ შესახებ?  არა? თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა.

რადგანაც შენი ფიქრი შეზღუდულია, ამიტომაც ღმერთი,  რომელსაც ფიქრი ქმნის, მუდამ შეზღუდული იქნება. მე ვიცი რომ თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ მე უნდა გავაგრძელო. ამრიგად შენი ღმერთი, ისევე როგორც ფიქრი, მიუხედავად იმისა დიადია თუ არა, მუდამ ლიმიტირებულია. ჩვენ კი ვცდილობთ, ენერგია მივიღოთ ამ შეზღუდული ფიქრისგან. გამიგეთ რას ვამბობ? ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ სათავე, შესაქმის დასაწყისი.

მაშასადამე ფიქრს შეუძლია შექმნას შიში, ასეა? არა? არ გეშინია იმის, რაც შეიძლება მოხდეს  2 წლის შემდეგ? არ გეშინია სამსახურის დაკარგვის, ან გამოცდაზე ჩაჭრის?  შეიძლება ვერ გახდე  წარმატებული, არ გეშინია მარტო დარჩენის, რადგანაც მუდამ დამოკიდებული ხარ ვიღაცაზე?

ყველაფერ ამას მოაქვს უზარმაზარი შიში.  ხომ ფაქტია, რომ, ჩვენ გვეშინია ადამიანების? მეთანხმებით რომ ეს უბრალოდ ფაქტია და შიშიც ჩნდება უსაფრთხოების სურვილით? თუ მხოლოდ მისმენთ? კარგით, აღარ მოგაბეზრებთ თავს, უბრალოდ გავაგრძელებ.

შიში ანადგურებს სიყვარულს. შეუძლებელია სიყვარული იქ სადაც შიშია. შიში კოლოსალური ენეგიაა და სიყვარულს მასთან საერთო არაფერი აქვს, ისინი ტოტალურად დაშორებულნი არიან. რა არის შიშის სათავე? ეს ყველაფერი თუ არ გავიგეთ, ვერ გავიაზრებთ სიყვარულის ბუნებას.  თუ ამას ვერ გაიგებ, მაშინ წადი და იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობდი, იყავი ბედნიერი, დატკბი შენი თავით, იშოვე ფული, შეიქმენი მდგომარეობა და ა.შ. მაგრამ თუ გინდა ამის გააზრება, მაშინ არა მარტო ის უნდა გამოიკვლიო, თუ რას ფიქრობ, ამას კომპიუტერიც გასაოცრად აკეთებს, როგორც ერთმა ინგლისელმა პროფესორმა მითხრა, კომპიუტერს შეუძლია ფიქრი წინ და უკან. იცით ეს რას ნიშნავს? იგი ფიქრობს, გეგმავს მომავალს, ისევე როგორც ამას აკეთებს ტვინი, ღვთის გულისათვის გაიგეთ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია.

ამრიგად ფიქრი ქმნის შიშს. მართალია? ფიქრობ მომავალზე, ფიქრობ წარსულზე და მაინც არ გაქვს უნარი მოაწესრიგო გარემო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფიქრი და დრო, ხომ ასეა? არა თქვენ ეს არ გესმით. მე გავაგრძელებ. ფიქრი ხვალინდელ დღეზე, რა შეიძლება მოხდეს _  მიმატოვოს ცოლმა,  ვიქნები მარტოხელა კაცი და რა უნდა ვქნა? მყავს ბევრი შვილები და ალბათ  სჯობს დავქორწინდე ხელახლა და ა.შ. ეს არის ფიქრი მომავალზე და მას მოაქვს შიში.  ჩვენ ვიკვლევდით შიშს, რომელსაც განაპირობებს დრო და ფიქრი. დრო არის წარსული, აწმყო და მომავალი, მზის ამოსვლა და ჩასვლა, მცენარის დარგვა, რაც შემდგომ გახდება დიდი ხე, ეს არის დრო, სწორედ ეს დრო და ფიქრი არის შიშის ცენტრალური ფაქტორი.

თუ თქვენ გააგრძელებთ ცხოვრებას  ისევ ისე როგორც აქამდე ცხოვრობდით, არაფერი არ შეიცვლება, რადგანაც თქვენ ხართ დაჭერილი წესებით, ჩვეულებებითა და ნიმუშებით,  გაგრძელდება ყველაფერი  და მოკვდებით ასე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი