შიშის ფსიქოლოგია

0
422

რა არის შიში? სად არის მისი საწყისი? როგორ დავძლიოთ? საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგრამ შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალობო  შეხედულებები და აზრები. 

შიში – ეს ბუნებრივი რეაქციაა, ინსტიქტია, რომელიც  განკუთვნილია თავდასაცავად. ეს არის ცნობიერის მდგომარეობა და მეტი არაფერი. შიში შეიძლება განიხილო, როგორც გააზრებულ ასევე გაუაზრებელ ფორმატში.

გათვითცნობიერებული, გააზრებული შიში ნორმალურია. მაგალითად: შუქნიშანის წითელ ფერზე გადასვლა, მდუღარეში ხელის ჩადება… როცა, საქმე ეხება  გაუთვითცნობიერებელ, გაუაზრებელ შიშს როგორიცაა – სიმაღლის, წყლის, სიბნელის და ა.შ მაშინ ჩვენთან მოდის ფორიაქი, ამის შედეგად კი, წარმოსახვა იწყებს ამოქმედებას.

მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ შიშზე – ეს არის, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი, თუმცა არ გამორიცხავს იმას, რომ შიში არარეალურია. ჩვენ მას დავრთეთ უფლება შემოსულიყო გონებაში ან გამოვიწვიეთ ის, ჩვენს წარმოსახვაში წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე.

თუ შიში წარმოსახვითია, სად იღებს ის სათავეს?

ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვს აქვს ორი თავდაპირველი შიში. ეს არის-ხმამაღალი ბგერების  და დაცემის. ჩვენ კი რას ვშვრებით ამ დროს? გავიხსენოთ, როგორ ვაშინებთ ბავშვს. თავზე წამოფარებული ტილოთი გავქანდებით,  პატარასთან მისვლისას მოვიძრობთ და  შევძახებთ „უუუ“. რა მოსდის პატარას? „გული აღარ აქვს საგულეში“, თვალები გახელილი აქვს ფართოდ. ამ დროს კი, „დიდი სახე“  უცინის მას. ამის მერე პატარა თავად ეჩვევა და  იწყებს ჩვენს თამაშს. მოსახდენი უკვე მოხდა. მან საწყის ეტაპზე განიცადა შიში, მაგრამ ბავშვს ასწავლიან რომ არ შეიძლება შიშის ჩვენება.

არა აქვს მნიშვნელობა, დაგეგმილი თუ შემთხვევითი იყო ემოცია. ყველა ნეგატიური ემოცია, ვარდება ქვეცნობიერში და იქ ინახება.

როგორ ფიქრობთ, რა ემართება ბავშვს, როცა ჰაერში, მაღლა ააგდებენ ან ხელში ატრიალებენ? წარმოიდგინეთ! ბავშვი „კრავს“  სუნთქვას… ღია პირი… ფართოდ გახელილი თვალები… და ამ დროს, იგივე სახე და იგივე სიცილი. ბავშვს ასწავლიან სადღაც შორს, ქვეცნობიერის სიღრმეში „ჩატენოს“ ეს სტრესი, საიდანაც შემდგომში შიში გვევლიანება, როგორც – სიმაღლის, ფრენის ან რომელიმე ფობიის სახით.

იგივე შეიძლება ითქვას, სიბნელის შიშთან დაკავშრებითაც. სიბნელის დროს, თქვენი ტვინი ხატავს საშინელ სურათებს. სინამდვილეში, რაც ჩვენ გვაშინებს, არის ჩვენი მოგონილი  წარმოდგენები, რომლებიც აღმოცენდა წარსულ შემთხვევებზე .

საშიში აზრები ქვეცნობიერში სახლდებიან სხვადასხვა გზებით. ეს შეიძლება იყოს, მშობლების ზეგავლენა. ისინი იყენებენ შიშს, როგორც ინსტრუმენტს დისციპლინისთვის. ყველას გავხსოვს „გუდის კაცი“  ან ვინმე პერსონაჟი… სწორედ ასე, გააზრებულად თუ უცოდინრობის გამო, იქმნება პატარ-პატარა „უცოდველი“ შიშები, რომლებიც მერე იქცევა დიდ პრობლემად.

ასევე შიშებს აყალიბებს ბავშვობაში განცდილი სტრესები, საშინელებათა ფილმები, სატელევიზიო პროგრამები, წიგნები, რომლებიც დახუნძლულია გამოგონილი საშინელებათა პერსონაჟებით და სიუჟეტებით,

აბსოლუტურად, არა არქვს მნიშვნელობა, წარმოადგენს შიში მოგონოლს თუ გამოცდილებას.  ქვეცნობიერი არ ამოწმებს მიღებული ინფორმაციის წყაროს. ვიცით, რომ ის არის ჩვენში.

დაიმახსოვრეთ, შიში დამანგრეველია

შიში აღმოცენდება გადაუწყვეტელობის ნიადაგზე, გადაუწყვეტლობა კრისტალიზირდება ეჭვებში, ხოლო მათი აღრევის შედეგად  ვიღებთ შიშს.

ის წამოადგებს საფრთხეს რადგან, ზოგჯერ ღვივდება და ვითარდება ისე რომ არც ვუწყით მისი არსებობა.

როდესაც გვეუბნებიან „გული გამისკდა, ისე შემაშინე“ ეს ფრაზა სიმართლის მატარებელია. რადგან შიშს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის პარალიზება და მეტიც..  მოვიყვან ისტორიას ადამიანზე, რომელიც შემთხვევით ჩაკეტეს ვაგონში.

„რკინიგზაზე სამუშაო დღე სრულდებოდა და მომსახურე პერსონალი ემზადებოდა სახლში წასასვლელად. ამ დროს, თითქმის ცარიელ ვაგონ-რეფრეჟერატირში(მაცივარი) ერთ-ერთი თანამშრომელი აღმოჩნდა ჩაკეტილი. იცოდა რომ დილამდე ვერავინ გაიგებდა ამ ამბავს. ის მოიცვა პანიკამ. დაიწყო ყვირილი – ხმის ჩახლეჩვამდე, ხელების ბრაგუნი – სისხლის დენამდე. არანაირი საშველი არ ჩანდა.  იფიქრა რომ დილამდე მოკვდებოდა.  სადღაც იპოვა ბასრი ლითონი და იატაკზე დაიწყო ფხაჭნა – “აქ ცივა, ხელები მიშეშდება, ძილი მერევა… ალბათ, ეს ჩემი ბოლო სიტყვებია“. დილით როცა თანამშრომლებმა კარი გახსნეს, აღმოაჩინეს გარდაცვლილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გვამს ჰქონდა გადაციების ყველა მაჩვენებელი. ამ დროს, მაცივრში ტემპერატურა იყო  ცამეტი გრადუსი სითბო.“

თუ უმრავლესობა შიშებისა არის წარმოსახვითი, ხოლო თავად შიში დამანგრეველია, მაშინ რა არის გამოასავალი? როგორ დავძლიოთ შიში?

ყველაზე გავრცელებული ხერხი შიშის დაძლევის – ეს არის მოქმედება. მე მჯერა და ვიყენებ კიდევაც ცხოვრებაში. მაგრამ მხოლოდ ქმედგება, არ კურნავს ყველა ჩვენს შიშს. მათი უმრავლესობა დამარხულია, ღრმად ქვეცნობიერში და ქმედება ვერანაირად შეეხება მას. ამიტომ საჭიროა მოიძებნოს ამ დონეზე მოქმედების გზები, რასაც აკეთებენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.

ჩვენ კი ის შეგვიძლია, რომ ქვეცნობიერის დონეზე არსებულ შიშებზე, რომლებიც იქნა ჩაპროგრამებული მთელი ცხოვრების მანძილზე, მოვასუსტით  ზემოქმედება.

შესაძლებელია, აგრეთვე, მივაგნოთ საკუთარ მტკიცებულებას, რომლებიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ შიშებს. ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე ფრაზა რომელიც კარგად გამოხატავს შიშის დძლევის ჩემეულ გზას:„შიშმა დააკაკუნა კარზე, რწმენამ  გააღო… და კარში არავინ დახვდა“

მოამზადა:თამარა კვარაცხელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი