შემთხვევით ემპათიური ხომ არ ხარ?

0
1011
უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება, რამდენადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაში შეიძლება არსებობდეს. სიმბოლისტ-ინტერაქციონისტები (ჯორჯ მიდი და სხვ.) ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ემპათიის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური (არარაციონალური) ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ინტერაქციონისტებს სჯერათ, რომ ემპათიის განხორციელება თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუმცა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ემპათია სხვათა ქმედებებზე ობიექტური დაკვირვების შესაძლებლობას ამცირებს.

,,მე ემპათია მჭირს და ამის გასაცნობიერებლად მთელი ცხოვრება დამჭირდა, ახლა კი ვსწავლობ დაკვირვების ცნობიერების განვითარებას, რომ ვისწავლო იმ ყველა ენერგიის და ემოციისგან განდგომა რასაც ყოველ დღე ადამიანებთან ურთიერთობისას ვგრძნობ“. ანა მ.

რას ნიშნავს ემპათიურობა – ეს ნიჭიცაა და ,,სასჯელიც”. როგორ შეიძლება უყურებდე ადამიანს და ამდენ რამეს გრძნობდე მისგან, როგორ შეიძლება ის იცინოდეს და ყვებოდეს სასაცილო ამბავს, როცა შენ გრძნობ რომ ის მოწყენილია და ამას არა მხოლოდ მის თვალებში, არამედ მის სხეულში გრძნობ. როგორ შეიძლება შეყვარებულები ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ რომ ბედნიერები არიან, როცა შენ ხედავ რომ ერთ-ერთს რაღაც აკლია და ერთ-ერთი არაა ისე როგორც გარშემომყოფებს თავს აჩვენებს. რატომაა სახლში რომ მოდიან უამრავი სტუმრები, უღიმიან შენს მშობლებს, შენც თავზე ხელს გადაგისვამენ, მაგრამ უყურებ და გრძნობ რომ მათ შენი ოჯახი არ უყვართ და სხვა მიზნით არიან მოსულები. პატარა ასაკში რთულია ამის მშობლებისთვის ახსნა.. საერთოდ რთულია ვინმეს აუხსნა რომ რაც ჩანს და ისმის არაა ის რაც რეალურად ხდება..

ემპათია არ “ინკურნება”, ის შენი უნარია და განწირული ხარ სიკვდილამდე იგრძნო ყველაფერი რასაც რეალურად ადამიანები გრძნობენ. გრძნობ პატარა ბავშვის გულისტკენასაც როცა მშობელი დაუყვირებს და მოხუცის აგრესიასაც, როცა იმედგაცრუებული და დაღლილი, შიშით სავსე აგრესიას ვიღაც ახალგაზრდის მიმართ ავლენს.

შენ ხარ ემპათიური და შენ ყველას გაგება შეგიძლია, რადგან გრძნობ მის შინაგან მდგომარეობას. ეს ერთდროულად ადამიანების უკეთ გაცნობაში გეხმარება და ამავე დროს ადამიანებისგან გაუცხოვებაცაა, რადგან იშვიათია გაიცნო ადამიანი ვინც იმას ამბობს რასაც გრძნობს და გულწრფელია შენს მიმართ და თავის გარშემო საზოგადოების მიმართ. ტყუილს ხომ ყველა შეჩვეულები ვართ და ადგილის დამკვიდრების მთავარ იარაღად მიგვაჩნია.

როდესაც ემპათიური ხარ, გძულს სიყალბე და აფერისტობა და ასეთ ადამიანებს ერთ მეტრზეც არ გაეკარებოდი შენი ნება რომ იყოს. რადგან როდესაც ადამიანი გონების და სხეულის ჰარმონიას აღვევს, ის თავისივე ენერგიას აბინძურებს და შენ სწირედ ამ სიბინძურეს გრძნობ. არ შეგიძლია ერთ მეტრში დაჯდე გაბოროტებულ, აგრესიულ მძიმე ენერგეტიკის ადამიანთან, რადგან სრულიად შენი სხეულის ყველა უჯრედით და გონების მთელი გაცნობეირებით გრძნობ მის ამ მდგომარეობას.

გიჭირს გაჩერდე სტუმრად ოჯახში, სადაც დაძაბულობაა, როცა ხედავ დილას როგორ იჩხუბეს ცოლმა და ქმარმა და როგორ გამოყვა ცოლსაც ის ცუდი ემოცია, გიჭირს რადგან იძულებული ხარ მათი გარეგნული ღიმილი დაიჯერო. მაგრამ ვერ ეტყვი.. ვერ დაეხმარები, როგორ მიხვალ მეგობართან და ეტყვი: “მე ვგრძნობ შენს ენერგიას, შენ სიყვარულს არ განიცდი, შენ ცუდი გავლენის ქვეშ ხარ და სიბნელისკენ მიდიხარ, უნდა დაშორდე… მას რეალურად არ უყვარხარ”. ამას ვერ ეტყვი.. რადგან ამის სათქმელი ლოგიკურად ასახსნელი მიზეზი არ გაქვს და არც ისაა მზად მოსასმენად.

ზოგადად როცა ემპათიური ხარ, იმ ყველაფერს უბრალოდ სხეულით გრძნობ, რასაც ლოგიკური ჯაჭვით ვერასოდეს ვერავის აუხსნი თუ მისთვისაც არაა ცნობილი ენერგიის აგებულება და ფიზიკის ის განხრები რაც ამას შეისწავლის. თუმცა როგორ ახსნი, როცა დღემდე ჯერ კიდევ არაა გამოკვლეული და დამტკიცებული ეს ყველაფერი.

როდესაც ემპათიური ხარ, ერთი შეხედვით გრძნობ ადამიანს როგორი დღე ქონდა.. უსიტყვოდ, ამას მისი სხეული ასხივებს და გიყვება. ემპათიურ ადამიანებს უკეთ ესმის ადამიანების, ვიდრე მათ საკუთარი თავის. რადგან ბევრი საკუთარ თავს გაურბის და არაა მზად საკუთარ შინაგან სამყაროსთან მარტო დარჩნენ, ადამიანებს ურჩევნიათ გარეთ გაირთონ რამით თავი. შენ კი ამის არჩევანი არ გაქვს.. შენ ვერ მოუსმენ მუსიკას და ვერ გააქრობ იმ შეგრძნებას რომ გვერდით მყოფ ადამიანს რაღაც რიგზე ვერ აქვს.

ემპათიური ადამიანები გრძნობენ რეალურ დამოკიდებულებას მათდამი და არ ტყუვდებიან სიტყვებით, არც ქცევებით და არც მატერიალური საჩუქრებით. პრობლემა კი ის გვაქვს, რომ უბრალოდ ადამიანები მატყუარები არიან, გულწრფელობა და სიმართლე მათ არ აინტერსებთ.. არ უნდათ არც სიმართლის დანახვა და არც სიმართლის ლაპარაკი და შენც იძულებული ხარ, რამდენადაც შეგიძლია თავს აიძულო, აყვე მათ სიყალბეში. თუმცა არა ბოლომდე.. რადგან სიყალბე მუდამ სიყალბედ დარჩება. ეს არჩევანია, რომელიც რთულია დღევანდელ ცხოვრებაში… მოითხოვო სიმართლე და გულწრფელობა ადამიანებისგან, როდესაც ეს მათთვის არაბუნებრივია – დროის ფუჭად კარგვაა.

საზოგადოებრივი კომფორტი ტყუილთან და სიყალბესტან ადაპატირებას მოითხოვს და ისინი ამას ეგუებიან. თუმცა დასაკარგიც არაფერია და რადგან დაიბადე როგორც ინდივიდი, გაქვს თავისუფალი არჩევანი როგორც ინდივიდს და შეგიძლია შევქმნა იმაზე მეტი, რაც თქვენს დაბადებამდე იყო და გააკეთოთ ის არჩევანი რაც თქვენ გსურთ, თუნდაც სხვები ასე არ იქცეოდნენ. რადგან კაცობიობის ისტორიაში ბევრი მაგალითია: პიროვნებები, ვინც შექმნეს ის, რაც მათ დაბადებამდე არ არსებობდა.

ემპათიური ადამიანებს ყალბი დაპირებებით ვერ მოატყუებთ, შეიძლება უბრალოდ დაგაჯეროთ, რომ მოტყუვდა. ემპათიურობა ყოველ დღე სწავლა და ადამიანებზე ყოველ დღე დაკვირვებაა. ამას თავის დადებითი მხარეებიც აქვს. ისინი გრძნობენ გულწრფელ ადამიანს და მათთან ნამდვილ სულიერ ურთიერთობას ამყარებს. – ეს ღირებულებაა მათთვის და ყველა მატერიალურ პრობლემაზე მაღლა დგას.

ემპათიური ადამიანები უფრო მზრუნველები არიან და ცდილობენ ყველას დაეხმარონ ვისაც დაინახავენ რომ რაღაც სჭირდებათ. ეს იგივეა დაინახო ბავშვი რომელსაც ხელი აქვს გაჭრილი და სპირტით და ბამბით მიხვიდე. ეს ძალიან ბუნებრივი სურვილია, უბრალოდ ჭრილობა ჩვენს შემთხვევაში ემოციურ სხეულშია, თვალისთვის უხილავია, თუმცა ემპათისთვის კანის ჭრილობაზე მეტად ხილული და რეალური.

როგორ უნდა მიხვდეთ რომ ადამიანი ემპათიურია? ის პირველ რიგში თავის შეგრძნებებზე გესაუბრებათ, რაც შეიძლება თქვენი ტვინისთვის ალოგიკურიც იყოს..

მათ უყვართ ბუნება, რადგან ბუნებაში ნამდვილად ისვენებენ სულიერად ყველაფრისგან. თუ ასეთი თქვენი მეგობარი, ახლობელი ან საყვარელი ადამიანია ეცადეთ მუდამ გულწრფელები იყოთ. იცოდეთ რომ ყველა თქვენს პატარა განცდასაც იგძნობს და ინერვიულებს. იცოდეთ რომ ვერ მოატყუებთ და სჯობს გულწრფელად უთხრათ ყველაფერი, გულწრფელად მისცეთ რჩევაც და გუწრფელად დაანახოთ სხვა ალტერნატივა რასაც მისთვის უკეთესს ხედავთ.

ემპათიური ადამიანები შეიძლება თავის შეგრძნებებში დაიკარგონ და თქვენთვის მიღებული ცივი ლოგიკა ვერ გაიგონ. ასეთი აცდენები ხდება ხოლმე.. მაგრამ ნუ მოთხოვთ მათ ისეთ აზროვნებას როგორიც თქვენ გაქვთ, რადგან მათი შეგრძნებადი სამყარო უსასრულო ენერგიებია სადაც სიტყვები მეორეხარისხოვანია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი