ქვეცნობიერის მოსმენა

0
1605

ქვეცნობიერი – ჩვენი მეორე “მე”. ეს არის ადგილი, სადაც ინახება ყველა ონფორმაცია რაც კი ოდესმე ჩვენს გონებას  სხვადასხვა საშუალებებით აღუქვია.

გარემოებებიდან გამომდინარე, ქვეცნობიერი  აწვდის ცნობიერს აზრს, შეგრძნებებს…

ცნობიერი კი ყოველთვის ამოწმებს ქვეცნიბიერიდან  წამოსულ აზრებს და  თუ ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნა, ხშირ შემთხვევაში,  უგულველყოფს და უკუაგდებს მას.

ცნობიერის ლოგიკა მარტივია – თუ აზრს არა აქვს  ახსნა, მაშასადამე ის მცდარია. მოუსმინოთ ქვეცნობიერს შესაძლებელია. ამისთვის, საჭიროა დროებით უარყოთ “ჭკვინური აზრები” , იგივე ლოგიკა და იმოქმედოთ მხოლოდ გულის კარნახით. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

ცნობიერი და ქვეცნობიერი ხშირად მოდინ კონფლიქტში, რაც იწვევს ცუდ განწყობას. ქვეცნობიერი წვალობს იმის გამო, რომ მისი ხმა არ იქნა გაგებული.  ამის შედეგია როცა ადამიანი თავს კითხვას უსვამს და ამბობს:“ეს როგორ მომივიდა? მე ხომ ვგრძნობდი რომ სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა”.

როგორ ვისწავლოთ შინაგანი ხმის მოსმენა?

შეგინიშნავთ ალბათ, როცა რაღაც პრობლემას წყვიტავთ თავში გესმით გარკვეული ხმა, რომელიც გაწდით თავის დასაბუთებელ აზრებს. გვეჩვენებათ რა ისინი უაზროდ, უგულველყოფთ მას და ასეთი შემთხვევები ხშირია.

რა ხმა გვესმის და რა უნდა ჩვენგან?

სწორედ, ეს არის შინაგანი ხმა, ჩვენი მეორე “მე” .

როცა, გადაწყვეტილებები მიიღება ქვეცნობიერიდან,  ცნობიერი ითვალისწინებს ყველა იმ გარემოებებს რასაც კარნახობს  რეალობა – ცდილობს გამოჩნდეთ სხვების თვალში კარგები, ცდილობს შეესაბამებოდეთ სტერეოტიპებს.

ის რაც ხდება გარშემო – რასაც ხედავთ, უმენთ, შეიგრძნობთ ილექება ტვინში და ვლინდება მოგვიანებით ქმედებებში.

რატომ არ გვინდა ვიყოთ ის, ვინც ვართ სინამდვილეში?

რატომ არ გვინდა ის, რაც გულს უნდა და მასთან ახლოა?

იმიტომ, რომ შიში გვეუფლება .

გვეშინია თუ რას იტყვიან ჩვენზე სხვები.

გვეშინია ვაწყენინოთ ვინმეს.

გვეშინია შედეგის, იმედგაცრუების, ტკივილის.

ნუ შეშინდებით, მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ  შესაბამისად.

მუდმივად გახსოვდეთ – ცხოვრობთ ერთხელ ამ ქვეყნაზე, სწორედ ამ წამს, ამ გაელვებაში… არ არის – დუბლი, როგორც ფილმის გადაღებისას. თავად უნდა აირჩიოთ, იცხოვროთ თავსმოხვეული საზოგადოებრივი აზრის შესაბამისად თუ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით.

  • თუ ირჩევთ პირველს – იცხოვროთ “BOSS”ის კანონებით, რომელიც მთელი ცხოვრება მიგითითებთ რა და როგორ უნდა აკეთოთ. ნუ ღელავთ, იცხოვრეთ – ეს თქვენი არჩევანია. მთავარია, საქმის კეთებისას არ იტყუებდეთ თავს და ბედნიერებას გრძნობდეთ.
  • თუ გადაწყვეიტავთ, მისდიოთ გულის კარნახს – ყური მიუგდეთ რას გეუბნებათ შინაგანი ხმა, რადგან ის არ ცრუობს. არამედ პირიქით,  გიცავთ და ასრულებს თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის დანიშნულებას, რომელიც რაღაც-რაღაც მიზეზთა გამო დაგავიწყდათ. 

ჩვენს ეპოქაში მომრავლდა წიგნი, იღებენ ფილმებს, ინტერნეტი სავსეა ინფორმაციებით სადაც ყურადღება ექცევა, იმ საკითხებს რაც თემაში განვიხილე. ეს შესანიშნავია, კარგია, ძალიან კარგი, რადგან ამით, ხელმისაწვდომი ხდება სამყაროს კანონების აღქმა, რომელიც ადრე ერთეულების ხვედრს წარმოადგენდა.

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი