ქვეცნობიერის თვისება

0
667

ქვეცნობიერზე ბევრია ცნობილი. ამ  თემით ინტერესდებიან ვიწრო, პროფესიონალურ წრეებში ან ვინც ეწევა თვითგანათლებას. თუ იცი, როგორ არის მოწყობილი ქვეცნობიერი, შესაძლებელია მასზე ეფექტური ზემოქმედება. შესაძლებელია გაიგო, რითი არის განპირობებული ეს თუ ის მოთხოვნა ან რაიმე გაუთვითცნობიერებელი მოქმედება.

სად მდებარეობს ქვეცნობიერი?

რა თქმა უნდა, ტვინში. თუმცა, ის არის იქ და  ამავე დროს არსად. საქმე იმაშია რომ ქვეცნობიერი არ წარმოადგენს რამე ფიზიკურს, მას ზოგი სულსაც ეძახის, ზოგი მეორე „მე“ს, ზოგიც შინაგან სამყაროს… ცხადია, რომ ის საინტერესო და ამოუწურავი ფენომენია.

საქმე იმაშია, რომ ქვეცნობიერი არ არის ობიექტი, ის ფსიქიკური პროცესია. უფრო სწორედ, მრავლობითი ფსიქიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ტვინში და აისახება ცნობიერში. ვგულისხმობ იმას, რომ პროცესი არ გადმოდის ცნობიერში, მაგრამ შედეგი – სრულიად შესაძლებელია გამოვლინდეს.

ავიღოთ მაგალითად, ინტუიცია. არსებობს იმის საფუძველი, რომ ინტუიცია – ქვეცნობიერის ერთ-ერთი პროცესთაგანია. მას მივყავართ გამოსავლის ძიებამდე, ქვეცნობიერის დონეზე.

მაგალითად:  თქვენ გადაწყვიტეთ  გასეირნება. ჩაიცვით და კარებში გასვლისას რაღაცნაირად იგრძენით და გაიფიქრეთ  (იმუშავა ინტუიციამ) – საჭიროა წაიღოთ ქოლგა. რა მოხდა გადაწყვიტე და იგრძენის შორის? ალბათ, ქვეცნობიერმა გაანალიზა წარსული გამოცდილება და მივიდა დასკვნამდე, რომ შესაძლებელია წვიმა. ამიტომ, მან “შემოგიგდოთ” თავში აზრი. ასეთ დროს ჩვენ ვამბობთ – იმუშავა ინტუიციამ.

ისმის კითხვა: რატომ ხდება ასე? რაში, აინტერესებს ქვეცნობიერს დავსველდებით თუ არა?

ქვეცნობიერს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება – მას როგორც შეუძლია, იმდენად ცდილობს დაგვიფაროს, დაგვიცვას. თუ ქვეცნობიერი ასეთი მზრუნველია, რატომ არ მაიძულებს ვნახო მაღალ ანაზღაურებადი სამსახური? მე ხომ ფული ასე მჭირდება? ეს არის, არასწორი კითხვა ქვეცნობიერთან მიმრთებაში. დიახ, ქვეცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ შეგვიქმნას კომფორტული ზონა, მაგრამ კომფორტს განსაზღვრავს თავად. ცნობიერი აქ მეორეხარისხოვანია.

ცნობიერის დონეზე – ფული გვჭირდება. მაგრამ ქვეცნობიერი გვიცავს უფრო სხვა დონეზე, რადგან ერთ დროს იქ ჩავარდა (ან დღესაც ვამტკიცებთ) მტკიცებულება -“ფული ხელის ჭუჭყია“, “ფული ბოროტებაა“, “ბევრ ფულს მოაქვს, ბევრი პრობლემები” „ფული რომ იშოვო ბევრი რამეზე უნდა წახვიდე“…..  ქვეცნობიერი,  არ უკეთებს ანალიზს  იმფორმაციას. მას არ შესწევს ძალა, შეაფასოს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს თქვენი სურვილი. ის უბრალოდ შემსრულებელია.

რა გამოდის?

რა აზრიც არ უნდა მივაწოდოთ მას ჩვენ საჭროებაზე – არ მიგვიყვანს სასურველთან. ფულის შემთხვევაში – გვიცავს ჭუჭყისგან, ბორეტებისგან, პრობლემებისგან,…

შესაძლებელია თუ არა ქვეცნიბიერის დაყენება სწორ გზაზე? როგორ ვაიძულოთ ქვეცნობიერი, დაგვეხმაროს ჩვენი, ცნობიერი სურვილების მიღწევაში?

ეს ადვილი სულაც არ არის. შემოგთავაზებთ რამოდენიმე,  შედარებით “მარტივ” გზას.

პირველი – უნდა გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ქვეცნობიერი, როგორ ფუნქციონირებს და როგორ იმართება ის( და კიდევ ბევრი რამ მასთან დაკავშირებით)… მეორე, თქვენ უნდა შეეცადოთ გაიგოთ, რა შინაგანი ფაქტორები გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში.

სერიოზული თეორიული ცოდნის მიღების მერე, შესაძლოა  უშუალოდ გადასვლა მოქმედებაზე. ამჟამად არსებობს უამრავი  მეთოდი ქვეცნობიერზე ზემოქმედების. ეს არის – აფფირმაცია,  აუტოტრენინგები და აუდიო-ვიზუალური, ქოუჩ-სესიები აგრეთვე სხვა უამრავი მეთოდები.

თქვენი ამოცანაა, თეორიული  ცოდნის მიღების შემდეგ, ამოირჩიოთ თქვენთვის მისაღები პრაქტიკული ერთ-ერთი მეთოდი, დაიწყოთ გამოყენება და მიიყვანოთ საქმე ბოლომდე.

თვითგანვითარების გზა რთული გზაა, მაგრამ შედეგი ღირს დახარჯულ დროდ და ენერგიად გახსოვდეთ -„ გზას დასძლევს – მოსიარულე!“ 

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი