თინათინ ბასილაია რას მივყავართ მიზანთან

0
1456
თინათინი ბაირონ ქეითის მოსწავლეა და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” (The Work of Byron Katie) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მან ის ქართულად თარგმნა და საქართველოში ჩამოიტანა. დღეს კი ქართველებს უზიარებს მსოფლიოში აღიარებულ მეთოდს და ეხმარება უფრო ბედნიერები, ძლიერები, თავისუფლები და თვით-რეალიზებულები იყვნენ. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.
ჩემი შრომა ფასდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს ადგილას ვარ. ვსწავლობ მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალებთან, ენთუზიაზმით სავსე ვარ და ახალ-ახალ გამოწვევებს დიდი სიხარულით ვიღებ. საკუთარ ცხოვრებას გაცნობიერებულად საკუთარი სურვილისამებრ ვქმნი და რაც მთავარია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ… ეს ყველაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი რა მსურს, რატომ მსურს, რა არის ჩემი დანიშნულება, ჩემი მისია, ვხედავ საკუთარ მომავალს ძალიან ცხადად – ეს მაძლევს წარმოუდგენელ შინაგან ძალას. სრულიად მინდობილი ვარ საკუთარ თავს, უფალს, სამყაროს, რომელიც თავის მხრიდან მეხმარება და მაახლოვებს სასურველ მიზანთან.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო ჩემს ცხოვრებაში… შრომისმოყვარე და მიზანდასახული ყოველთვის ვიყავი, თუმცა ჩემი სურვილები არ სრულდებოდა, სასურველ მიზნებს ვერ ვაღწევდი… მიკვირდა რატომ ხდებოდა ასე, მე ხომ თავს არ ვზოგავდი ამისთვის…

მაგალითად მახსენდება რამდენიმე წლის წინ რომ ვერ წავედი პარიზში მაგისტრატურაზე. წარმოიდგინეთ ორი წლის განმავლობაში შევისწავლე ფრანგული ენა, ავიღე ენის B2 დონის სერთიფიკატი, ვისაც ფრანგულთან შეხება გქონიათ, ალბათ წარმოიდგენთ ამ შედეგის მიღება, თანაც ორ წელიწადში რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული… ძალიან დიდი ენთუზიაზმით გავაგზავნე ჩემი საბუთები, რომ სტიპენდია მიმეღო და პარიზში, ჩემი ოცნების ქალაქში, ფსიქოანალიზი შემესწავლა, რათა მომავალში გავმხდარიყავი ფსიონალიტიკოსი. თუმცა სტიპენდია ვერ მოვიპოვე. რა თქმა უნდა ამხელა შრომის შემდეგ, ძალიან მეტკინა, ძალიან დამწყდა გული და იმედი გამიცრუვდა, რომ ვერ გამოვიდა ის, რაც მსურდა და რისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე… რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან განვიცადე, შემდეგ კი მივხვდი, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოვიდოდა საჭირო ახსნა და პასუხი…

ამიტომ, მნიშვნელოვანია გავერკვეთ:საკუთარი თავის, ფასეულობების, სურვილების, პრიორიტეტების, დანიშნულების გაგებაში და ზოგადად იმის გაცნობიერებაში, რა არის ჩვენი მისია, რისი გაკეთება მსურს ცხოვრებაში და რატომ მსურს… როგორც კი ამ საკითხებში გაჩნდება მაქსიმალური სიცხადე, ნაკადში აღმოჩნდებით და თქვენი შრომა და მოქმედება უფრო გაცნობიერებული, გააზრებული და მინზანმიმართულ ფორმას იძენს, ბუნებრივია შედეგებიც არ დააყოვნებს.

ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ როდესაც ჩვენი გეგმები არ ხორციელდება, ჩვენი მიზნები არ სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც, ჩვენში შიგნით, ჩვენი პიროვნების რაღაც ნაწილი მასთან ჰარმონიაში არ მოდის, ან გვაკლია სიცხადე და აქედან გამომდინარე ეს მიზანი შიგნიდან არ გვაძლიერებს, მისგან ვერ ვიღებთ საკმარის იმპულსს და ენერგიას… თუმცა ამის გამოსწორება რა თქმა უნდა შესაძლებელია! თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი უნიკალური დანიშნულება და როდესაც მას ვიგებთ, საკუთარ თავს ვუახლოვდებით და ვუერთდებით, ვსახავთ ჩვენი შინაგანი არსიდან და ყველაზე ღრმა, ფუნდამენტური სურვილებიდან გამომდინარე მიზნებს და ყველაზე არარეალური მიზნები და ოცნებებიც კი რეალური, ადვილად მიღწევადი ხდება. რაც მთავარია ეს ძალიან აზარტული და სასიამოვნო პროცესის ფორმას იღებს.

ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში და ასე მოხდება თვენს შემთხვევაშიც. მე მჯერა თქვენი და თქვენი ოცნებების. მე თუ გამომივიდა ეს, თქვენც გამოგივათ! 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი