ჯიდუ კრიშნამურტი – სიყვარულის პრობლემების ძიება

0
1494

ჩვენს ბოლო შეხვედრაზე   ვსაუბრობდით სიყვარულის შესახებ, ერთად ვაპირებდით  მის გამოკვლევასა და მთელი მისი პრობლების ძიებას. მაშასადამე, რა არის სიყვარული? ამას უნდა  ჩავუღრმავდეთ ერთად, ეს არ არის არც ლექცია, არც ინსტრუქცია და არც დახმარება,  რაც დიდი სისულელე იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თაობისგან მოცემული გვაქვს ყველა ტიპის დახმარება, მაინც ვართ ასეთები.  ჩვენ უნდა დავიწყოთ იმით, თუ როგორები ვართ ახლა, არა გუშინ და არა მომავალში, არამედ დღეს, მოცემულ მომენტში. ვინ ვართ ჩვენ ახლა და რანი ვართ, ჩვენი სიხარბით, შურით, ეჭვიანობით,  უდიდესი ცრურწმენებით,  სურვილით რომ ვეთაყვანოთ ვინმეს და ვუთხრათ „შენ ხარ წმინდა ადამიანი“ და მთელი ამ მტკნარი სისულელეებით.

რადგანაც ეს არ არის არც ლექცია და არც გართობა, არც  უნდა მიიღო იგი და არც უნდა უარყო, არამედ ეს არის საუბარი ორი მეგობრის, თუ გნებავთ გალიაში გამომწყვდეული ორი ცხოველის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთში და ამიტომაც უნდა ავარჯიშო შენი გონება, ამოქმედო, შეეწინააღმდეგო მას და იფიქრო მისგან გამომდინარე.

ამგვარად უნდა ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, რა არის სიყვარული? იმისათვის რომ გამოვიკვლიოთ ეს აბსოლიტურად სიღრმისეულად, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ თუ რა არის ენერგია? ყოველი შენი მოძრაობა დაფუძვნებულია ენერგიაზე. სანამ უსმენ მოსაუბრეს, შენ ავარჯიშებ შენს ენერგიას, როდეს მოდიხარ  აქ  შორეული  მანძილიდან, გჭირდება დიდი რაოდენობის ენერგია, ხომ ასეა? ასევე რომ ააშენო სახლი, დარგო ხე, იმოძრაო, ისაუბრო. დაბადებიდან,  ჩვილის პირველი ტირილიდან ყველაფერი დაფუძვნებულია ენერგიაზე. მე მინდა განვიხილო ყველაფერი ეს.

მაშასადამე უნდა გამოვიკვლიოთ რა არის ენერგია? შემიძლია გავაგრძელო? მოსაუბრეს შეუძლია უსასრულოდ ილაპარაკოს ამაზე, რადგანაც ბოლო ექვსი თუ შვიდი წელი ამაზე მუშაობდა, მაგრამ მთავარია, თქვენ თუ შეგიძლიათ მოსმენა გულმოდგინედ და სერიოზულად. მოსმენის ხელოვნება, ისე რომ არც შეაწყვეტინო და არც დაეთანხმო ბრმად,  უდიდესი ხელოვნებაა.   პირველ რიგში გავიგოთ, შეგვიძლია თუ არა მოსმენა ამ ყველაფრის. რადგანაც ეს არ არის ლექცია ან ინსტრუქცია  და არც სხვა ამდაგვარი  სისულელეები, არამედ უნდა  გამოვიკვლიოთ ერთად, ვეძიოთ, დავეჭვდეთ, აროსედეს მივიღოთ ბრმად რასაც მოსუბრე  გვეუბნება, ის არ არის ავტორიტეტი. მაშ ასე, შეგვიძლია დავიწყოთ.

რა არის ენერგია?   ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მეცნიერებისთვის და მათი გადაწყვიტეს, რომ ენერგია არის _,მატერია(matter)- სწორია? მაგრამ  რა არის ენერგია? გამიგეთ?   ეს შესაძლოა იყოს _მასალა, ეს შესაძლოა იყოს ყველა ტიპის რაღაც. მაგრამ რა არის ენერგია, თავდაპირველი ენერგია და  ვინ გამოიწვია ეს? გესმით რაზე ვლაპარაკობ? მე არ ვარ დარწმუნებული. იმიტომ რომ ეს არის ძალიან, ძალიან სერიოზული საკითხი. მოდი ერთად ვიმოგზაუროთ  მასში.  მე და შენ ერთად მივყვეთ ამ ნაკადს, შენ უბრალოდ კი არ უნდა მიყვე მოსაუბრეს და მიიღო იგი უსტყვოდ, უპირველეს ყოვლისა უნდა დაეჭვდე ყველაფერში დიდი სკეპტიციზმით. სწორია?

-სწორია ბატონო.

– არა გეთაყვა, არა გთხოვთ, ნუ მეთანხმებით ყველაფერში. შენ არ ეჭვდები არაფერში , არამედ იღებ უსიტყვოდ. დაეჭვდი, სკეპტიკურად შეხედე  შენს  საკუთარ გამოცდილებას, საკუთარ ფიქრებს, საკუთარ დასკვნებს, დაეჭვდი მასში, დასვი შეკითხვები, ნუ მიიღებ ნურაფერს ნურც წიგნებიდან და ნურც ჩემგამ, მე მხოლოდ გამვლელი ვარ, უმნიშვნელო.

ერთიანი კვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნიშნავს ერთად მოქმედებას, რაღაცის ერთად აშენებას, ერთად ძიებას იმის, თუ რა არის ნათელი, რა საეჭვო. შენ ეს უნდა გააკეთო ისევე, როგორც მოსაუბრემ  გააკეთა. ჩვენ ერთად უნდა მივყვეთ გრძელ დინებას, ეს შენაკადი თქვენ შეგიძლიათ აქციოთ ძალიან, ძალიან ძლიერ შენაკადად , რაც შემდგომში თქვენვე გაგასეუფთავებთ, გაგიყვანთ ნაპირზე. თუმცა ალბათ დამეთანხმებით რომ ეს მოითხოვს უდიდეს ენერგიას.

ამგვარად ვიკვლევთ, თუ რა არის ენერგია?  როდესაც ხალხი საუბრობს – ეს არის ენერგია, ხეები, ჩიტები, ვარსკვლავები, მზის ამოსვლა და ჩასვლა, ეს სულ ენერგიაა, სწორია? შეიძლება ეჭვი გეპარებათ ამაში, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ მოითხოვს ენერგიას, ბავშვის დაბადებიდან, როდესაც ის პირველად ტირის, საჭიროა ენერგია. ვიოლინოს დაკვრა, თამაში, ქორწინება, სექსი, მოითხოვს ენერგიას.

მაშასადამე უნდა გავარკვიოთ რა არის ენერგია, რა არის მისი სათავე, დასაბამი, სად დაიწყო ის, ვინ  შექნმა ენერგია? თუ შეიძლება  ყურადრებით  და  ფრთხილად, ნუ მიპასუხებთ ~ღმერთმა~ და ა.შ.  მე არ მივიღებ ღმერთს. მოსაუბრეს არ ყავს არანაირი ღმერთი – ყველაფერი რიგზეა? მიიღებთ ამას? თქვენ მიიღებთ ყველაფერს, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს, გავაგრძელოთ.

თუ შეიძლება ნუ მიიღებთ ყველაფერს, რასაც მოსაუბრე ამბობს თავის წიგნებში, საუბრებში, ვიდეო ჩანაწერებსა და მთელ ამდაგვარ რამეებში. ამრიგად რა არის ენერგია? შეუძლებელია ვიარსებოთ ამ ენერგიის გარეშე. არ არსებობს დედამიწაზე სიცოცხლე ენერგიის გარეშე: ხეებს სჭირდებათ უზარმაზარი ენერგია, რომ  შეისრუტონ   წყალი მიწიდან, ფესვების საშუალებით. ეს არის ვეებერთელა ენერგია. აეროდრომების  ასაშენებლად, ათასობით ადამიანის ენერგიაა საჭირო, ასევე მთვარეზე გასაფრენად და ასე შემდეგ.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ან არ ვაკეთებდეთ, ყველაფერი ენერგიაა. სწორია? ცეკვა, ვიოლინოზე დაკვრა, ხატვა, დიასახლისობა, არმიის გენერლობა, ყველაფერი მოითხოვს ენერგიას ეს  ფაქტია.  ჩვენ ვიკვლევთ,  რა არის, არა მხოლოდ ენერგია,  არამედ რა არის მისი დასაბამი? არა ისე, როგორც მეცნიერები ამბობენ, რომ ენერგია არის  მატერია და ა.შ. არ  მინდა წავყვე ამ ყველაფერს რასაც ამბობენ  მეცნიერები ან   რელიგიური ხალხი, რომ ეს არის ~ღმერთი~, ან გურუ,  რომელიც ასევე ამბობს რაღაცას ამ საკითხზე,… ისინი არ იკვლევენ, არ ეჭვდებიან, არ სვავენ შეკითხვებს. მათ არა აქვთ სკეპტიციზმი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი