ხასიათის დაღი ბედისწერას ატყვია

0
510

21-ე საუკუნე შეიძლება მუდმივი მოძრაობისა და მოქმედების ხანადაც აღვიქვათ. დღეს ნებისმიერი თაობის, ერის, სქესის, რასის წარმომადგენელი ერთი მიზნით ცხოვრობს: შეიქმნას ცხოვრება, რომელზეც ოცნებობს. ეს ოცნება ან ოცნებები სხვადასხვაგვარია, თუმცა წესები ერთი. ჩვენ გაგიზიარებთ შემდგარი ადამიანების მარტივი წესების გამოცდილებას, ვინც მოახერხა ესწავლა საკუთარი თავის და სხვათა მაგალითზე. ამ მარტივი წესების დამახსოვრება და დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვფიქრობთ, რომ გამოგადგებათ

 „ჩვენ ვთესავთ აზრებს და ვიმკით ქცევებს, ვთესავთ ქცევებს და ვიმკით ჩვევებს, ვთესავთ ჩვევებს და ვიმკით ხასიათს, ხასიათის დაღი კი ბედისწერას ატყვია“.

იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. „ღმერთო გევედრები მომეცი მოთმინება… და ახლავე!“ – ხუმრობით წერდა ორენ არნოლდი. მოთმინება ეს უმძლავრესი იარაღია. ხალხის უმრავლესობა იტანჯება სწრაფი შედეგის მოლოდინში. ჩვენ ვღიზიანდებით გამუდმებით – რიგებში და საცობებში დგომისას. მოუთმენლობა – ეს არის სწავლის სურვილის არ ქონა. ჩვენ, გვინდა მივიღოთ ცოდნა, გაკვეთილის აუთვისებლად და იმ ნაბიჯების გარეშე, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოგვარდეს თითოეული თქვენი პრობლემა; ხშირ შემთხვევაში მათ მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა სულაც არაა საჭირო, მთავარია იყოთ საქმეზე ორიენტირებულნი და ისწავლოთ გადაწყვეტილებების მარტივად მიღება.

იმუშავეთ მეტი საკუთარ თავზე და თავისთვის – რაც უფრო მეტს მუშაობთ სხვისთვის, მით უფრო ცუდად ცხოვრობთ. უნდა გვახსოვდეს, კონფუცის სიტყვები, რომ საყვარელი საქმე არასოდეს ხდება სამუშაო.

ფულის საშოვნელად საკმარისია მხოლოდ ბაზარზე პროდუქციის გატანა, შემდეგ კი ადამიანები თავად გაშოვნინებენ ფულს, ხოლო ფულის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარმოაჩინეთ თქვენი პროდუქციის ღირებულებები და კომპანიის ფასეულობები თქვენს მომხმარებელთან.

იმუშავეთ მხოლოდ თქვენი ინტერესებისათვის. ეგოისტურად ჟღერს? მართალია! მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი სამსახური მუდმივად ჩვენივე საშუალებით შოულობს ფულს; ახლა ჩვენი ჯერია, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც კორპორატიულ კულტურასა და კომპანიის ეთიკაზე ვიცით.

ყველაზე კარგად ნაცადი ხერხია იფიქროთ ყოველთვის იმაზე მეტზე ვიდრე გსურთ, მაგალითად: იფიქრეთ თუ როგორ შეიძლება გამოიმუშაოთ 50 000 $ ყოველ თვე, როდესაც იცით რომ 25 000$-ც იდეალური თანხაა თქვენთვის. საბოლოოდ, ცუდ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შედეგს, რომელიც თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდათ, კარგ შემთხვევაში კი იმაზე ბევრად მეტს ვიდრე ელოდით. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერის დამსახურებაა.

არაკომუნიკაბელური ადამიანები იშვიათად მდიდრდებიან. ფულს ჩვენამდე მოსასვლელად სჭირდება გზები ანუ ადამიანები. ხალხთან კონტაქტის შენარჩუნება კი ამ გზებს გაამარტივებს.

სიღარიბე ჩნდება იქ, სადაც პასუხისმგებლობის ნაკლებობაა.

თუ თქვენ ცოტა ფული გაქვთ წამოიწყეთ ბიზნესი, თუ საერთოდ არ გაქვთ ფული – სასწრაფოდ წამოიწყეთ ბიზნესი, თუნდაც ახლავე.

ეძებეთ პრობლემები და იფიქრეთ მათი გადაწყვეტის გზებზე. საუკეთესო გადაწყვეტილებები აქციეთ ბიზნეს პროექტებად და შესთავაზეთ ისინი პოტენციურ ინვესტორებს.

შეისწავლეთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და შეხედულებები.

უპასუხეთ თქვენს თავს კითხვებზე: „ვინ ვარ მე?  რატომ ვარ უნიკალური ? რა არის ჩემი ცხოვრების აზრი? რას გავაკეთებდი ძალიან მდიდარი რომ ვყოფილიყავი?  ძალას, ენერგიას, ვნებას, ამ კითხვებზე გაცემულ გულწრფელ პასუხებისა და თქვენი პიროვნების გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატების მისაღწევად.

დაისახეთ მიზნები – ეს მთავარია თქვენს წარმატებულ ცხოვრებაში. იფიქრეთ და გჯეროდეთ, რომ თქვენ მას შეასრულებთ. თქვენი ქვეცნობიერი თგვენგან დამოუკიდებლად ჩაირთვება და დაგეხმარებათ მიგიყვანოთ მიზანთან. – ადამიანი მაშინ კვდება, როცა უმიზნოდ ცხოვრობს.

დაეხმარეთ ადამიანებს! არა ფულის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს თავადაც გსურთ.

უთხარით ადამიანებს კომპლიმენტები , თუნდაც ქუჩაში გაჩერებულ ქალს შეუფასეთ კარგი ვარცხნილობა , სპორტული აღნაგობა და ა.შ. ეს თქვენს თვითრწმენას აამაღლებს, საზოგადოებას პოზიტიურად განაწყობს თქვენს მიმართ და „გაიძულებთ“ იაზროვნოთ პოზიტიურად. ეს ყოველივე დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

აწარმოეთ თქვენი წარმატებებისა და წარუმატებლობების დღიური; როდესაც მოტივაცია დაგჭირდებათ დღიურის გადაკითხვა ნამდვილად დაგეხმარებათ მის ამაღლებაში.

ბოლო რჩევა – არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ! ნებისმიერ თქვენს მტერთან, განსაკუთრებით გამოწვევებთან, უნდა იბრძოლოთ ბოლომდე, თუნდაც საკუთარი თავის დანდობის გარეშე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი