ოშო – განსხვავება ქალს და კაცს შორის

0
770

ფსიქოლოგიური მოძრაობა არის ძირითადად პატრიარქატულად შოვინისტური, და უცნაურია რომ მან ექსპლუატაცია ქალებს უფრო გაუწია ვიდრე კაცებს. უმეტესობა განსხვავებებისა მათ შორის ჩამოყალიბდა 1000-ობით წლების განმავლობაში, და არ არის ფუნდამენტური ზოგადად ბუნებისთვის – თუმცა არის მცირე განსხვავებები რაც აძლევთ მათ უნიკალურ მშვენიერებას და ინდივიდუალურობას. ეს განსხვავებები ადვილად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ.

პირველ რიგში – ქალს შეუძლია შვილის გაჩენა, კაცს არა. ამ მხრივ კაცი უფრო დაბლა დგას ქალზე, და სწორედ ამან ითამაშა როლი კაცების ქალებზე გაბატონებაზე. არასრულფასოვნების კომპლექსი კი ასე მუშაობს – ცდილობს უკეთესი გამოჩნდეს – მოატყუოს თავისი თავი და სამყარო. ამის გამო კაცები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაეჩაგრათ ქალები, გაენადგურებინათ მათი პოტენციალი, გენია, ტალანტი და სულიერება, რათა თავიანთი თავი მაღლა მდგომად წარმოეჩინათ. რადგან ქალი შობს შვილს, იგი 9 თვის განმავლობაში მეტად სუსტია, რასაც ასევე სათავისოდ იყენებდნენ კაცები მათ დომინირებაში.

კაცებმა ეს გამოიყენეს სათავისოდ ძალიან მახინჯურად. არადა ეს მხოლოდ ფიზიოლოგიური განსხვავებაა და არ წარმოშობს სერიოზულ განსხვავებას. მაგრამ ქალების ფსიქოლოგია იქნა მოწამლული, დათრგუნული, იმით რომ მათ კაცები ეუბნებოდნენ ტყუილებს, იხდიდნენ მათ მონებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად.

მაგრამ ამის მიზეზი არის ფიზიკური სიძლიერე, მაგრამ მერე რა? განა ფიზიკური სიძლიერე წყვეტს რამეს? მაშინ ცხოველები არიან ძლიერი კაცებზე, და წესით ისინი უნდა დომინირებდნენ მათზე!

მაგრამ თუ გვსურს რეალურ განსხვავებებში გავერკვეთ, მოვშორდეთ ამ მახინჯ პატრიარქატულ აზროვნებას.

პირველი განსხვავება არის რომ: ქალს მეტად შეუძლია სიყვარული ვიდრე კაცს. კაცის სიყვარული უფრო ფიზიკური საჭიროებაა, ქალის კი არა. ეს უფრო მაღალი და სულიერია. ამიტომაც არის რომ ქალი მონოგამიურია, ხოლო კაცი პოლიგამიური. კაცს შეიძლება უამრავი ქალი არ ეყოს, ხოლო ქალი კმაყოფიდება ერთი სიყვარულით – რადგან იგი არ უყურებს კაცის გარეგნობას იმდენად რამდენადაც ინტერესდება მისი სულიერებით. კაცი ძალიან სუსტია სექსუალობის მხრივ, მას მხოლოდ 1 ორგაზმი შეუძლია ჰქონდეს. (ცხადია ერთი აქტის დროს).

ამ მხრივ – ქალი ბევრად მაღლა დგას – მას რამოდენიმე ორგაზმი შეუძლია განიცადოს აქტის დროს. კაცის ორგაზმი ლოკალურია, დაკავშირებული სასქესო ორგანოსთან. ქალის ორგაზმი კი ტოტალური. მისი მთლიანი ტანია სექსუალური, მას შეუძლია ბევრად უფრო მდიდარი, ლამაზი და სასიამოვნო ორგაზმი ჰქონდეს ვიდრე კაცს. მაგრამ ტრაგედია ისაა რომ ამისთვის მისი მთელი სხეული უნდა აღიგრძნოს, – არადა კაცებს ეს არ აინტერესებთ, და არც არასოდეს აინტერესებდათ.

კაცები ქალებს იყენებ(დნ)ენ როგორც სექსუალურ მანქანას, სექსუაური დაძაბულობის მოსახნელად. მას აქვს სექსი, და მალე რჩება, არადა ამ დროს ქალს ჯერ არ დაუწყია. ხოლო კაცი როცა ამთავრებს – გადაბრუნდება და იძინებს. მას მოეხსნა დაძაბულობა და კარგად დაიძინებს, მაგრამ ქალი? რამდენ ქალს უტირია ამის გამო? ყველას ვისაც ეს გამოუცდია…

ის იქნა გამოყენებული: და ეს არის ყველაზე საზიზღრობა ცხოვრებაში – როცა გიყენებენ როგორც ნივთს. ქალი ამას არ აპატიებს მას! რომ გახადოს ქალი ორგაზმული პარტნიორი, კაცმა არ უნდა იჩქაროს. მან უნდა გახადოს სიყვარული – ხელოვნება, მათ უნდა შექმნან სიყვარულის ტაძარი, სადაც საკმეველი იწვება, ოღონდ არა კაშკაშა სინათლით – არამედ სანთლით. და ის უნდა იყოს სიხარულით და სიყვარულით აღსავსე რომ ეს გაუზიაროს პარტნიორს.

რაც ხდება ხოლმე ზოგადად არის ის რომ – ქალი და კაცი ჩხუბობენ სანამ სექსს დაიწყებენ. ეს წამლავს სიყვარულს. სიყვარული ხდება რაღაცა შერიგების საბუთი, ეს თავის მოტყუება და სიმახინჯეა. კაცმა უნდა გაუზიაროს სიყვარული ისე როგორც მხატვარი ხატავს – რომელიც გრძნობს ძლიერ სურვილს გულიდან, ან როგორც პოეტი ქმნის ლექსს, ან როგორც მუსიკოსი წერს მუსიკას. ქალის სხეული უნდა იქნეს აღქმული როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი. როცა კაცი არის მხიარული სექსის დროს, სექსი აღარ იქნება მისთვის რელაქსაციის, გათავისუფების ან ძილის მეთოდი.

ის მღერის და ცეკვავს ქალთან ერთად – იმ მშვენიერი მუსიკით რომლითაც ვიბრირებს მათი სიყვარულის ტაძარი. ეს უნდა იყვეს რაღაც წმინდა, რადგან ცხოვრებაში არ იარსებებს წმინდა რამე – თუ სიყვარულს არ გახდით წმინდას. და ეს იქნება კარი ზეცნობიერებამდე. სიყვარული არ უნდა იყვეს ძალდატანებით, არც ცდა. ის არ უნდა იყვეს მხოლოდ თავში, – თქვენ თამაშობთ, თქვენ ცეკვავთ, თქვენ მღერით, თქვენ ხარობთ, – როცა ეს ხდება, ეს მშვენიერია.

როცა კაცს აქვს სექსი ქალთან, და კაცი არის ზემოდან ამას ქვია მისიონერული პოზა. აღმოსავლური საზოგადოება ამაზე ადრე დაფიქრდა ამ სიმახინჯეზე. მიხვდნენ რომ რადგან- კაცი არის ძლიერი, მძიმე, მაღალი – იგი რასაც ქვია ჩაგრავს და თელავს სათუთ არსებას. ამიტომაც აღმოსავლეთში ქალი იყო ხოლმე ზემოდან. ხოლო თუ ქალი ქვემოთ არის, იგი არის გათელილი, და მას არ აქვს მობილურობა. მარტო კაცი მოძრაობს, ამიტომაც იგი ორგაზმს მალე აღწევს და ამთავრებს, და ქალი რჩება ცრემლების ამარა.

ქალს ორგაზმი აქვს რამოდენიმეჯერ, ასე რომ კაცი უნდა იყვეს ნელი, ხშირად ხდება რომ სისწრაფეში – მალე განიცდიან ორგაზმს და ქალი ერთ ჯერაც ვერ ასწრებს. როცა ქალი არის ზემოდან, იგი უფრო აჩქარებს ორგაზმს, რითიც- ქალის და კაცის ორგაზმის ერთდროულობა უფრო ადვილი მისაღწევია.

მე არ ვამბობ რომ ისინი უნდა იყვნენ თანასწორნი, რომ მათ უნდა ეცვათ ერთნაირი სამოსელი, უნდა მოიქცნენ როგორც კაცები, ან ისაუბრონ ვულგარულად. ქალებმა უნდა ჩაიხედონ საკუთარ სულში, ნახონ თავიანთი პოტენციალი და განავითარონ იგი – ასე მათ ლამაზი მომავალი ექნებათ. ქალი და კაცი – არც თანასწორია და არც არათანასწორი! ისინი უნიკალურები არიან! და შეხვედრას ამ ორ უნიკალურ არსებას შორის – მოაქვს რაღაც სასწაულებრივი და ღვთაებრივი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი