ნონა ხიდეშელი – სიცოცხლე თვითგამოძიებით

0
760

‘’ჭეშმარიტების   აღმოჩენა   შესაძლებელია  მხოლოდ  ურთიერთობების  სარკეში და  საკუთარი   გონების   არსის გაგებისასარაინტელექტუალური  ანალიზისარამედ საკუთარ თავზედაკვირვების შედეგადეს ის ადგილიასადაც ვერ მოხვდები რაიმე  ორგანიზაციისკრედოსდოგმისსასულიერო პირის  ან  რიტუალის  დახმარებითვერც ფილოსოფიური  ცოდნის ან ფსიქოლოგიური ტექნიკის   შედეგად.  ადამიანსთავის  თავში შექმნილი აქვს  რელიგიურიპოლიტიკური  თუ   პერსონალური  წარმოდგენებიროგორც დამცავი  კედელი  და  მათი  გამოვლენა  ხდება  სიმბოლოებისიდეებისა  და  რწმენის სახითასეთი   წარმოდგენებითაა  დამძიმებული  ადამიანის  აზროვნებამისი ურთიერთობები  და   ყოველდღიური   ცხოვრებასწორედ   ეს  წარმოდგენებია   მიზეზი ჩვენი  პრობლემებისვინაიდან   ისინი   ყოფენ  ადამიანებს  ერთმანეთისგანცხოვრების აღქმა  ხდება  გონებაში  უკვე  ჩამოყალიბებული  კონცეპტებით  და  ესაა   მთელი   არსი ადამიანური  ცნობიერებისრაც   მთელი     კაცობრიობისათვის   ერთიაინდივიდუალურობა არის  სახელიფორმა  იმ   ზედაპირული   კულტურისრაც  შექმნილია  ტრადიციებისა  და გარესამყაროს   გავლენითადამიანის  უნიკალურობა  ამ   ზედაპირულობაში კი არაა, არამედ  ცნობიერების  არსისგან  სრულ   თავისუფლებაში“.  

ჯ. კრიშნამურტი                                                                 

ყოფიერების  საზრისი  ამოკითხულ  უნდა  იქნას  მთელ  სამყაროში  მხოლოდ  ერთადერთი  ყოფიერიდანადამიანური  ყოფიერიდან.”

ჰაიდეგერი.                  

ადამიანის არსებობა მუდმივად თან ატარებს ადამიანად ყოფნის მთელ სიმძიმესკონკრეტული  პიროვნებისა  თუ   ზოგადად  კაცობრიობის  ისტორიის  მაგალითზე  შეუძლებელია  ვერ დაინახო  უწყვეტი  ჯაჭვი  ადამიანური  ტრაგედიისაადამიანის  სული  ისეთ  ქაოსს  მოუცავს და  ისეთ  ღრმა  ლაბირინთშია  დაკარგულირომ  თავის  დაღწევის  თითქმის  ყველა მცდელობა  უნუგეშოდ  განწირული  ეჩვენება

ჩვენ  იმ  მგზავრების  მდგომარეობაში  ვიმყოფებითწერდა  ფრანც  კაფკარომლებსაც გრძელ  სარკინიგზო   გვირაბში   ავარია  შეემთხვათთანაც   ისეთ  ადგილზესადაც  უკვე აღარ  ჩანს  საწყისი  სინათლეხოლო  შუქი  გვირაბის  ბოლოში  იმდენად  სუსტიარომ თვალი  ვერც  აღიქვამსთვით  დასასრულისა  და  დასაწყისის  არსებობაშიც  კი  ეჭვი  გვეპარება”.

ფილოსოფიური   მსოფლმხედველობის   ჩამოყალიბების  პირველივე  პერიოდიდან წარმოიშვა  მთავარი  ონტოლოგიური  პრობლემაპრობლემა  ყოფიერთა  ყოფიერების შესახებანუ  ყოფიერების  არსისა  და  პირველსაწყისის  შესახებყოფიერებაუპირველეს ყოვლისანიშნავს  ცნობიერების   ყოფიერებასამიტომაც  ადამიანური  ყოფიერების კვლევა  სწორედ  ცნობიერების  კვლევით  უნდა  დავიწყოთნებისმიერი  პრობლემის ჩანასახი  ადამიანის  გონებაშია  და   არა  სადმე  სხვაგანყველაფრის  საწყისი  და პირველმიზეზი  ისევ  და  ისევ  ადამიანის  ვიწრო  და  შეზღუდული  ცნობიერებაარომელსაც თავისი  უვიცობით  თავად  შეჰყავს  თავი  გაურკვევლობის  ოკეანეში.

ფილოსოფოსთა  დიდი  ნაწილი  თვლისრომ  თვითშემეცნებაანუ  საკუთარი  თავის შესწავლა  და  გაცნობიერება  უმაღლესი  მიზანია.  უმთავრესი  ამქვეყნად  სწორედ  იმის გარკვევაათუ  ვინ    არის  ადამიანი  და  რა  ადგილი  უკავია  მას სამყაროშირა  არის არსი და  მიზანი  მისი  არსებობისა

ფილოსოფიაწერდა  ნიცშეარის  ნებაყოფლობითი  ცხოვრება  მყინვარებსა  და მწვერვალებშიყოველივე  უცხოსა  და  ამოუცნობის  ძიება  ყოფიერებაშიყოველივე  იმის ძიებარაც  აქამდე  ზნეობის  მიერ  იდევნებოდა.

ადამიანი  მთლიანად  ატარებს  პასუხისმგებლობას  საკუთარ  ცხოვრებაზე  და  ამიტომაც მართებს  მას  იცხოვროს  სრული  სერიოზულობითარამექანიკურადრასაც  ასე  მივეჩვიეთ ყველასხვადასხვა  იდეებისა  თუ  იდეალების  დევნითარამედ   საკუთარი  ფიქრებისა  და ქმედებების  სრული  გააზრებითდიდი  სოკრატე  ამბობდა: – სიცოცხლე  თვითგამოძიების გარეშეოდნავაც  არ  იმსახურებსრომ  სიცოცხლე  ერქვასო .

სოკრატეს  თვალსაზრისითცოდნა  არ  არის  თვითმიზანიიგი  უნდა ემსახურებოდეს ადამიანის  ზნეობრივ  ამაღლებასრადგანაც  მიზანი  სწორედ ზნეობაამისი  აზრითთუ  ადამიანი  ბოროტად  მოქმედებსეს  ნიშნავსრომ  იგი მოქმედებს  უგუნურადრადგანაც  უგუნურება  ბოროტებაში  ვლინდებაისევეროგორც გონიერება   ვლინდება   სათნოებაშიყველა   ბოროტების სათავე  უვიცობააამბობდა იგისიკეთე  და სათნოებაისევე  როგორც  სიმამაცეარის  ცოდნარადგანაც  მამაცობა მხოლოდ შეგნებული  მოქმედებაამაშასადამე  ის  არის  ზნეობრივი  თვისებაისევე როგორც სამართლიანობათავდაჭერილბა  და  სხვა  სათნოებები.

სოკრატეს   აზრითთუ  სათნოება  თვითშეგნებაამაშინ  უმაღლესი  მორალური  კანონი იქნება “შეიცან  თავი  შენი”.

სოკრატემ  უდიდესი  გადატრიალება  მოახდინა  ანტიკური  ბერძნული  ფილოსოფიის ისტორიაშითუ  მანამდე  ფილოსოფიური  აზროვნება  მიმართული  იყო  ზოგადად სამყაროსანუ  სამყაროს  მოვლენების  შესასწავლადსოკრატემ  ფილოსოფიური  კკვლევა მთლიანად  ადამიანზე  მიმართაუფრო  ზუსტადადამიანის  შინაგან  სამყაროზე. “ადამიანო შეიცან  თავი  შენი” იქცა მისი  მსოფლმხედველობის  მთავარ  დევიზად და  ამით  ზღვარი გაავლო  მანამდე  არსებულ  და  მის  შემდგომ  განვითარებულ  ფილოსოფიურ  სკოლებს შორის

მან  ფილოსოფიური  აზროვნება  დააფუძვნა  ცნებით  აზროვნებაზე  და  ამით  გზა  გაუხსნა რაციონალური   აზროვნების  წესსსოკრატეს  გზა  გააგრძელა  პლატონმათავისი ობიექტურიდეალისტური  სისტემითპლატონის  მიხედვითიდეათა  სამყარო პირველმიზეზია  ნებისმიერი  ყოფიერისანებისმიერი  ადამიანის  წინასწარგანმსაზღვრელი მიზეზიარის  მისი   შესაბამისი  იდეაანუ  ჯერ  არის  იდეაშემდეგ  კი  პიროვნების ფიზიკური  არსებობამას  მიაჩნდარომ  ცოდნა  თანდაყოლილია  და  მეხსიერების იდეების ცნებებში  მჟღავნდებამაშასადამე,  იმ  დროიდან  მოყოლებულიგაჩნდა  ფილოსოფიური აზროვნება  ადამიანისყოფის  შესახებრომ  ადამიანის  არსებობას  წინ  უსწრებს  რაღაც იდეარაც  შემდგომ  ხილულად  ხორციელდება

ეს  ფილოსოფიურანთროპოლოგიური  კვლევის  ხაზიანტიკური  პერიოდიდან მოყოლებულიე  ვროპულ  ფილოსოფიაში  მუდმივად  ჰპოვებდა  ასახვასთუმცა განვითარების  უმაღლეს  მწვერვალს  გერმანულ  კლასიკურ  იდეალიზმში  მიაღწია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი