ნინო ყვირილიანი შობა – ფსიქოლოგიური დაბადება

0
1013

 ,,ადამიანი უნდა განსხვავდებოდეს მანქანისგან, რომელიც გარედან არის მართული, მისი თვითმიზანი საკუთარი თავის პოვნა და ხელახლა დაბადება უნდა იყოს“. შობა – ეს მხოლოდ ქრისტეს შობა არ არის. ეს ფსიქიკური მდგომარეობაა, როცა ცნობიერება ტრანსფორმაციას განიცდის და გახლეჩილი ადამიანი ისწრაფვის გამთლიანებისკენ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ რელიგიას შეეკედლება ადამიანი, როცა ეს ფსიქოლოგიურ გაქცევას ემსახურება, ხედვა ილუზორული, ვიწრო და შემოფარგლულია, მეტიც, ხშირად კატეგორიული და ამბიციური, რაც რეგრესს მოიტანს.

რელიგიური მდგომარეობა და შობა აბსოლუტურად არ მოიაზრებს რიტუალებსა და დოგმებს, ეს არის ფსიქიკური პროცესი, როცა არასრულფასოვანი ადამიანი უნდა ცდილობდეს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ბნელი მხარის შეცნობას და ჰქონდეს ინტროსპექციის (თვითდაკვირვების), რეფლექსიის ( თვითანალიზის… ) დაწყების სურვილი. ასე იწყება განვითარება, რომელიც მხოლოდ საკუთარი გამოცდილებების, გამოცდების, ,,შეცდომების,, ხარჯზე მოდის და არა გაწმენდილ უეკლო გზაზე. როდესაც ამ პროცესს არ გადის ადამიანი, რჩება ქაოსში და გაუგებრობაში, სადაც შიშია და შფოთვა. ეს შიში და გაუგებრობა სწორედ არაცნობიერის შეუცნობლობას მოაქვს. მისი გადალახვით, შეცნობით მოდის გამთლიანება და ფსიქოლოგიური დაბადება.

ჯიდუ კრიშნამურტი ამბობს : ,,სიცარიელე თავისთავად მოიტანს ტრანსფორმაციას და სისავსეს, სიყვარულს“,.., ჩვენ უნდა დავიცალოთ ყველაფერ იმისგან, რაც ჩვენი არ არის. კარგად მოვირგეთ სხვა და სხვა სწავლებები, სადაც ტრადიციებით, ამბიციებით, სტერეოტიპებით და ათასი დასწავლილი იდეებით გამოვდივართ და მე-ს სახელით ვსაუბრობთ, რეალურად კი მხოლოდ გაღვიძებული გონება ხვდება, რომ ეს ფსიქოლოგიური ნიღაბია, რომელიც ძალიან გიჭერს და მხოლოდ მისი ჩამოგლეჯა არის უკვე ნიშანი იმისა, რომ შეხვდი რეალობას და ავთენტურ მეს.

ადამიანს აქვს შანსი, დაიბადოს ახლიდან, თუ ის წაიკითხავს საკუთარ გონებას და იქნება დამკვირვებელი. საკუთარ თავთან შესახვედრად გზის გადალახვა ხშირად მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი განვითარებისთვის – ასეთი გაცნობიერებული მდომარეობა არის ფსიქოლოგიური შობა და ზეიმი. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი