მაგდა ფერაძე ნუ გეშინია დაცემის

0
799
ნუ გეშინია დაცემის რადგან კათარზისი სწორედ დაცემის შემდეგ იწყება…
– მე დაცლილი ვარ… ვეღარ ვუძლებ!
-მე მტკივა… ვეღარ ვუძლებ!
– მე მეშინია… ვეღარ ვუძლებ!
აღარც კი მახსოვს როდის დავცარიელდი ასე, როდის გამოვიშიგნე. როდის დავკარგე სიყვარულის უნარი. როდის განაცრისფრდა ჩემი აღქმა სამყაროს მიმართ. როდის დამიქვეითდა შეგრძნებები. როდის დავკარგე სიხარულის და სიამოვნების განცდა. როდის მომწამლა სირცხვილის და ბრალეულობის გრძნობამ. როდის ჩაბუდდა ჩემში მტანჯველი შიში. შიში ბრძოლის და სიცოცხლის გაგრძელების. როდის დავნებდი ამ მდგომარეობას.
როდის დავეცი…
,,ცხოვრების თავიდან დაწყებისათვის სულაც არ არის საჭირო ბედნიერი იყო.” ,,ალბერ კამიუ.”
– მეტიც…ცნობილია რომ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა, ჩვენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ გამოცდილებებზე გადის. გზა რომელიც ხშირად არ ემთხვევა ჩვენს წარმოსახვაში არსებულ ჩანახატებს. რომელიც სავსეა აღმასვლითა და დაღმასვლით, სიხარულით და ტკივილით, მარცხით და გამარჯვებით, იმედგაცრუებით, ცნობიერი თუ არაცნობიერი შიშებით. სისხლმდენი წყლულებით და სიცარიელის განცდით. სიცარიელით რომელიც გაუსაძლისია. ის რასაც ანჰედონიას ვუწოდებთ. ვიცლებით რესურსისგან და ვნებდებით. ვეცემით…
იქნებ სწორედ დაცემა გვაძლევს თავიდან დაბადების შანსს? იქნებ იმიტომ ვეცემით რომ უკეთეს ტყავში გამოწყობილები ავდგეთ ჩამორეცხილი ლაქებით? იქნებ დაცემა გადარჩენის ერთადერთი გზა იყო…
ნუ გეშინია დაცემის რადგან კათარზისი სწორედ დაცემით იწყება…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი