ლუციფერი და არიმანი

0
564

ჩვენს წარმოსახვაში ეშმაკს, როგორც გაბურძგნულთმიან, რქიან, ჩლიქებიან და წითელთვალება არსების შესახედაობა აქვს, რომელიც ბოროტ ძალებს უდგას სათავეში და მუდმივად დაპირისპირებულია ღმერთთან. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია  სავარაუდოდ მცდარია. რეალურად რთული წარმოსადგენია ეშმაკსა და ღმერთს შორის მიმდინარეობდეს მუდმივი ბრძოლა, რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებული. ესეთი შეხედულება მიგვიყვანდა ერთგვარ აბსურდამდე, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლიმცდონეა და მის გარეშე არაფერი ხდება. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეშმაკი კი არ (ან უბრალოდ ვერ) ებრძვის ღმერთს, არამედ ღვთის მიერ მოცემული აბსოლუტური თავისუფლების გამოხატულებაა, რასაც მოჰყვა აჯანყება სამოთხეში და შემდეგ დედამიწაზე ჩამომხობა და გაბატონება.

დედამიწაზე ამ უკანასკნელის მმართველობა სულებს გამოცდას უწყობს ხელს – აქ, მის სამფლობელოში. ამას გარდა მისი განდგომა მოხდა ისევ და ისევ ღმერთის ნებით (დაშვებით, არ აკრძალვით, თავისუფლების არ შეზღუდვით), რადგან მისი ნების გარეშე (როგორც ბიბლია მოგვითხრობს) ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება თავიდან.

ისიც არასწორია როდესაც ეშმაკის საშინელ გარეგნობაზე ვსაუბრობთ, რადგან სანამ მას ამპარტავნება აიტანდა, სწორედ რომ სრულყოფილი იყო ყოველმხრივ, მით უფრო გარეგნობით, მისი ჩამომხობის შემდეგ კი არსებითად არც არაფერი შეცვლილა, რადგან მაცდურობა შეინარჩუნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი რაღაც განსაკუთრებულსა და მიმზიდველს ფლობს.

თუ ზემოთ თქმული მცდარია, გამოდის, რომ ეშმაკი თავისი ნებით, ისე რომ ღმერთმა არაფერი არ იცოდა, განუდგა შემოქმედს და ახლა დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებს მასთან, რისი საბოლოო შედეგიც არავინ ვიცით. ეს კი ასე ვერ იქნება რადგან უფალი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უძლეველია და თუ იგი ვერ ამარცხებს ეშმაკს, ეს  უკვე კნინობითობის ხაზგაზმა იქნებოდა.

მოგეხსენებათ ბიბლიაშიც არაერთი სახელით მოიხსენიება ბნელი ძალა (ბელზებელი, სატანა, ლუციფერი (მთიები) ლეგიონი და სხვა), თუმცა, არსებითად, განსაკუთრებით ეზოთერული ხედვით გამოიყოფა ეშმაკის ორი სახე:

ლუციფერი და ა(ჰ)რიმანი – ლუციფერი წმინდა ეშმაკისეული წარმონაქმნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში ამპარტავნება, შური და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა არსებობს და სულაც არ არის მიმართული უშუალოდ ადამიანთა განადგურებაზე. ლუციფერი, სიბრძნის, სილამაზისა და ყოვლისმომცველობის ღვთაება გახლდათ, სწორედ ის ვინც ღმერთს აუჯანყდა (ესაია წინაწარმეტყველის ქრონიკები), მაგრამ უშედეგოდ. დღეს კი მისი გამოსახულებები სწორედ ამპარტანვებაში, ფულში, ძალაუფლებსა და მუსიკაშია, რაც თავისთავად ემოციასაც (გრძნობებს) მოიცავს.

სხვა სახეა არიმანი, რაც უფრო ბოროტი საწყისის სატანურ სახეს წამოადგენს. არიმანი ადამიანის მოძულე არსებაა, რომლიც უმნიშვმნელოვანესი მისია ადამიანთა ტოტალური გათიშვა, დაზომბირება და მართვაა. ის ვერ იტანს ადამიანს. საერთოდ სიტყვა “სატანა” უფრო შეეფერება მას ვიდრე “ეშმაკი” რადგან ეს უკანასკენლი უფრო ლუციფერული საწყისია.

ფილოსოფოსთა აზრით XXI საუკუნე არიმანული პერიოდის საწყისი ეტაპია, როდესაც ადამიანთა ტოტალური მართვა უფრო ხელმისაწვდომი და ადვილი გახდა. მათი ფიქრით ლუციფერული საწყისი კვდება და ქრება, თუმცა არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს მასში, სადღაც შორს მაინც იარსებებს ლუციფერი, რომელიც ისევ შეეცდება მართვას და ბოროტი მიზნის მიღწევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიძინებული მკვდარს არ ნიშნავს… საბოლოო გადასახედიდან კი თვით ბოროტ ძალებს შორისაც კი არის სხვაობა. არც მათ შორის გამარჯვებულს უწყის ვინმე. ლუციფერი?! არიმანი?!

ანუ, სინამდვილეში არავინ არაფერი არ ვიცით და ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი თეორიები შეიძლება უაზრი ნაფლეთებად გვექცნენ. და გვახსოვდეს ისიც, რომ დედამიწა ეშმაკის უშუალო სამფლობელოა სადაც ყველა სული მოსულია დროებით საასპარეზოდ. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ყველაფერი დროებითია და ეს მხოლოდ გრძელი გამოცდაა, სადაც შეგიძლია მარტომ იბრძოლო (ღვთიური იდეითურთ) შეგიძლია კი სხვა, ამ შემთხვევაში კი ლუციფერი ან არიმანი მიიხმარო.

თუმცა ამ დროებითობაშიც არის რაღაც ხიბლი და მათ შორის ღვთის ნება, რადგან ყველაფერი რაც ხდება მაინც უფლის სურვილია, რადგან მის გარეშე ამ სამყაროში არაფერი არ ხდება. ლუციფერი და არიმანი კი უბრალო არსებები არიან ერთ ყოვლისმომცველი ფენომენიდან რომელსაც ღმერთი ეწოდება.

არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ (მათ შორის ბიზანტიურ წყაროებში, იუსტინიანეს დროს) მოიხსენიება როგორც ბოროტი სული აჰრიმან. ამის შესახებ წერია აღმოსავლურ რელიგიურ წყაროებშიც. განსაკუთრებით კარგად კი არიმანის საკითხს ავრცობს რუდოლფ შტაინერი, გერმანელი რელიგიათმცოდნე, ფილოსოფოსი და მეცნიერი. ნიცშეს ფილოსოფია გაკვრით ახსენებს არიმანს, თუმცა ხანდახან ლუციფერულსა და არიმანულ საწყისებს ან ერთ არსში მოიხსენიებს ან საერთოდ უარყოფს.

საერთო დასკვნა არიმანის შესახებ ასეთია:
არიმანი მიილტვის სრული ბატონობისა და ხალხთა დაზომბირებისაკენ, სადაც ინდივიდი უნდა გაქრეს და დარჩენილი მასა უნდა იმართოს. არიმანის ტექნიკასა და ტოტალიტარიზმში გამოიხატება, სადაც რობოტული საწყისები ბატონობენ. სატელევიზიო, საკომუნიკაცია და სხვადასხვა პროპაგანდა, მართველობის აქამდე უცნობი მეთოდიკა და ხერხები და ასე შემდეგ, მთლიანად არიმანულ მიზნებს უკავშირდება.

თუმცა ეს ყველაფერი მაინც ემსახურება ერთადერთ მიზანს – არიმანი ვერ იტანს ადამიანს, ის უნდა გადანდგურდეს! არიმანი ითხოვს მორჩილებას და მონობას მისდამი, ლუციფერი კი პიქირით, ამპარტავნულ ცნობიერის გაღვიძებაში ეხმარება ადამიანს. არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.

თუ ლუციფერის ე.წ. “ერა” ქრისტეს შობამდე III ათასწლეულში დადგა, ახლა არიმანის ეპოქა იწყება

თუმცა, ლუციფერი, როგორც ამპარტავანი, ლამაზი, მცოდნე, მაცდური სული მანამ იარსებებს და მართავს დედამიწას სანამ ადამიანი იარსებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როგორც შტაინერი იტყოდა, ბოროტ საწყოსებს შორის ბრძოლა არასდროს დამთავრდება, მით უფრო, რომ ორივეს განსხეულება სხვადასხვა საშუალებით ხდებაო. საბოლოოდ კი ორივე მათგანზე (ლუციფერსა თუ არიმანზე) შეიძლება ითქვას ერთი, ისინი მიმზიდველი მარგალიტები არიან, რომლებიც ადამიანთა ავ საწყისებს მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან, მაგრამ ასეთი ბედნიერებიდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია.

მაგრამ მაინც, ვინ არის ანტიქრისტე? ვინ მოვა მეორედ მოსვლის დროს? ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს ვერავინ გაგვცემს, მაგრამ ცხადია, მასში იბობოქრებს როგორც ლუციფერული ისე არიმანული საწყისი. თუმცა ლუციფერული საწყისი ბევრად უფრო საშიშია, რადგან ის, არიმანისაგან განსხვავებით, თესავს და ანადგურებს კიდეც, არიმანი კი მხოლოდ ანადგურებს.

თუმცა-ღა ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ადამიანის სულის გამოწრთობას, რადგან ეს სამყარო გამოცდაა, რომელიც ღმერთის ნებით დაწესდა და მას წინ ვერავინ დაუდგება. თუმცა ლუციფერი და არიმანი სწორედ ამ გამოცდაზე “ჩასაჭრელად” არიან მოვლენილნი, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი, თვით ეშმაკისა თუ სატანის წარმატების დაშვებაც, მხოლოდ ღმერთის ნებას (ან დაშვებას, არ აკრძალვას) ემსახურება, სხვა შემთხვევაში, ისინი უბრალოდ არ იარსებებდნენ – რადგან იოანეს სახარებიდან ვიცით, ყოველივე რაც შეიქმნა ღვთის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი