ჯიდუ კრიშნამურტი – რა არის სიყვარული

0
2136
სადაც სიყვარულია უნდა იყოს სრული თავისუფლება, არა მარტო სხვა ადამიანისგან, არამედ საკუთარი თავისგანაც. როდესაც ეკუთვნი სხვას, ფსიქოლოგიურად საზრდოობ მისგან და ხარ დამოკიდებული – აუცილებლად იქნება შფოთი, შიში, ეჭვიანობა, დანაშაული,.. და სანამ არსებობს შიში, არ იარსებებს სიყვარული.
გონება თუ არ განთავისუფლდა მწუხარებისგან ვერასოდეს შეიცნობს სიყვარულს. სენტიმენტალურობასა და ემოციებს არავითარი საერთო არა აქვს სიყვარულთან, ისევე როგორც სიამოვნებასთან და სურვილთან. სიყვარული არ არის ფიქრის პროდუქტი, რომელიც არის წარსული. ფიქრს არ აქვს უნარი გააკულტოს სიყვარული. სიყვარული არ არის შემოსაზღვრული და დაჭერილი ეჭვიანობით, რადგანაც ეჭვიანობას აქვს წარსული, სიყვარული კი მუდამ აწმყოა.
არ არსებობს – მე შენ მიყვარდი  ან, – მე შენ შეგიყვარებ. თუ იცი რა არის სიყვარული, მაშინ ვერავის მიმდევარი ვერ გახდები, შეუძლებელია მორჩილება, პატივისცემა ან უპატივცემულობა – თქვენ არ იცით რას ნიშნავს გიყვარდეს ვინმე – სიძულვილის გარეშე, ეჭვიანობისა და სიბრაზის გარეშე, სხვის ფიქრებსა და ქმედებაში ჩარევის და ქმედებაში ჩარევის სურვილის გარეშე, განსჯისა და შეჯიბრის გარეშე, იცით ეს რას ნიშნავს? შეგიძლია გაეჯიბრო მას ვინც გიყვარს მთელი გულითა და გონებით, მთელი არსებით.
როდესაც შეძლებთ საკუთარი თავის სრულ უარყოფას, მხოლოდ მაშინ იქნება იქ სიყვარული და აღარაფერი სხვა. აქვს სიყვარულს პასუხისმგებლობა ან მოვალეობა და საერთოდ შესაძლებელია თუ არა სიყვარულთან მიმართებაში ამ სიტყვების გამოყენება? როდესაც მოქმედებ მოვალეობიდან გამომდინარე, არის ეს სიყვარული?
მოვალეობაში არ არის სიყვარული.

მოვალეობის სტრუქტურა, რომელშიც ადამიანი ხაფანგითაა დაჭერილი, ანადგურებს მას. – შენ იძულებული ხარ აკეთო ისეთი რამ, რაც არ მოგწონს, რადგანაც ეს შენი მოვალეობაა. სადაც არის სიყვარული, იქ არ არის არც მოვალეობა და არც პასუხისმგებლობა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი