კონფორმულობა და ზეგავლენის სიმულაციები

0
277

ადამიანები ხშირად კონფორმულები არიან, რათა ჯგუფის შიგნით უსაფრთხოდ გრძობდნენ თავს. კონფორმულობაზე უარის თქმა “სოციალური უარყოფის” სერიოზულ რისკს იწვევს. კონფორმულობა ჯგუფის მიერ ინდივიდის ჩაგვრისა და განკიცხვის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხო საშუალებაა.  სწორედ ამიტომ, კონფორმულობა ხშირად მოზარდებთან და ახალგაზრდულ კულტურებთან ასოცირდება, თუმცა ის ყველა ასაკის ადამიანზე ახდენს გავლენას. ხშირად ადამიანები, კონფორმულები ხდებიან იმიტომ რომ აწუხებთ და ფიქრობენ იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე. ასევე, როდესაც ჩვენ გაურკვევლობაში ვართ და სხვებისგან მხარდაჭერას ვეძებთ. რაც უფრო რთულად გადასაწყვეტია საკითხი მით მეტად იზრდება კონფორმულობა.

ჯგუფის სტატუსი:
• თუ ჯგუფში ვინმეს მაღალი სტატუსი აქვს (მაგალითად, უფროსი) ან ისეთი ვისაც სხვებთან შედარებით მეტი ცოდნა აქვს ( მაგალითად, მასწავლებელი) ისინი უფრო მეტ გავლენას ახდენენ ჯგუფის წევრებზე და მოსალოდენლია რომ ადამიანები მათ მოსაზრებას უფრო მეტად დაეთანხმებიან (მაგალითად, ინფრომაციული გავლენა).
• რაც უფრო მაღალია ჯგუფის სტატუსი მით უფრო მაღალია კონფორმულობის დონე.

ჰარვარდის ფსიქოლოგმა, ჰერბერტ კელმენმა განსაზღვრა სოციალური ზეგავლენის სამი ძირითადი ტიპი:

1. თანხმობა საჯარო კონფორმულობაა, რომლის დროსაც ინდივიდების პირადი შეხედულებებია გათვალისწინებული;
2. იდენტიფიკაცია გამოჩენილი ან საზოგადოებაში დაფასებული ადამიანის შეხედულებების გაზიარება, ამ შეხედულების გაშინაგნებაა;
3. ინტერნალიზაცია არის შეხედულების და ქცევის მოდელების მიღება, როგორც სოციალურ, ასევე პიროვნულ დონეზე.

კელმენი კონფორმულობს ორ სახეს განასხვავებს: ინფორმაციული კონფორმულობა ან ინფორმაციული სოცილური გავლენა და ნორმატიული კონფორმულობა, სხვაგვარად ნორმატიული სოციალური გაგება.

ნორმატიული კონფორმიზმი: 
• ჯგუფის გავლენას იმიტომ ემორჩილები, რომ ჯგუფს მოერგო;
• ჯგუფს ემორჩილები, რადგან გეშინია მან არ უარგყოს.
• ნორმატიული კონფორმიზი ჩანს ეშის ექსპერიმენტში.
• ასეთი ტიპის კონფორმიზმში ხშირად ადამიანი საჯაროდ ეთანხმება ჯგუფის აზრს, მაგრამ პრივატულად უარყოფს მას.

ინფორმაციული კონფორმიზმი:
• ძირითადად მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის და ჯგუფის ხელმძღვანელობის ქვეშ ექცევა;
• როდესაც ინდივიდი გაურკვეველ სიტუაციაშია და საკუთარ საქციელს ჯგუფის საქციელს ადარებს;
• მაგ.შერიფის კვლევა;
• ამ ტიპის კონფორმულობის დროს ინდივიდი ჯგუფის აზრს ეთანხმება და მას როგორც საკუთარს, ისე იშინაგნებს

კონფორმიზმი იმისთვის რომ სხვებს მოეწონო
• როდესაც ადამიანი კონფორმისტი იმიტომ ხდება, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოს ან სარგებელი მიიღოს მათგან.
• იგივეა, რაც ნორმატიული გავლენა მაგრამ უფრო სოციალური წახალისების მოთხოვნილებითაა მოტივირებული, ვიდრე უარყოფის შიშით. მნიშვნელოვანია არა ჯგუფის გავლენა არამედ თავად ინდივიდის გადაწყვეტილება.

ნონ-კონფორმულობა – შეიძლება გამოწვეული იყოს:
• ქცევის დამოუკიდებლობით
• ანტი-კონფორმულობას, ჯგუფის ნორმების წინააღმდეგ საკუთარის გამო აჯანყება იწვევს.

ინფორმაციული გავლენა

ინფორმაციული გავლენის დროს ჯგუფის წევრებს ინფორმაციას მხოლოდ მათთვის სასურელი კუთხით აწვდიან. ადამინები ყველაზე ხშირად ინფორმაციულ სოციალურ ზეგავლენას შემდეგ სამ სიტუაციაში იყენებენ:

1.ორაზროვან სიტუაციაში, ადამიანებმა არ იციან როგორ მოიქცნენ, ამ დროს მოსალოდნელია, რომ სხვების პასუხებს დაეყდნობიან. სხვა ადამიანების ქცევის მიხედვით მოქმედებამ შიში შეიძლება შეამსუბუქოს, მაგრამ სამწუხაროდ, სხვების მიხედვით მოქმედება, ხშირად, არაეფექტურია.

2.რაც უფრო განსწავლულია ადამიანი ის, როგორც ინფორმაციის წყარო, მით უფრო ღირებულია. ამიტომაც, ადამიანები ხშირად მიმართავენ სხვებს დახმარებისათვის, მაგრამ ფრთხილად უნდა იყონ, რაგანაც ექსპერტებიც ცდებიან.

3.ინფორმაციული სოციალური ზეგავლენა, როდესაც ინდივიდს გულწრფელოად სჯერა, რომ ეს ინფორმაცია სწორია ხშირად ამა თუ იმ მოვლენის გაშინაგნებას, ინტერნალიზაცია იწვევს.

ინფორმაციული სოციალური გავლენა პირველად დოკუმენტურად მიზაფერ შერიფის აუტოკინეტიკურ ექსპერიმენტში დადასტურდა. ის დაინტერესებული იყო ჯგუფის აზრის შესაბამისად, რამდენი ადამიანი იცვლიდა საკუთარ აზრს.

მონაწილეებს ბნელ ოთახში ათავსებდნენ და თხოვნდენ, რომ მათგან 15 ნაბიჯით დაშორებულ სინათლის ლაქას დაკვირვებოდნენ. შემდეგ სთხოვნდნენ ლაქის მოძრაობის ინტენსივობა შეეფასებინათ. ექსპერიმენტის მთავარი “ეშმაკობა’ ის იყო ,რომ ლაქა სინამდვილეში საერთოდ არ მოძრაობდა. მოძრაობა ვიზუალური ილუზიის ეფექტით გამოწვეული იყო, რომელიც აუტოკინეტიკური ეფექტის სახელითაა ცნობილი. ყველა ადამიანი მოძრაობათა სხვადასხვა რაოდენობას აღიქვამდა. დროთა განმავლობაში ერთსა და იმავეზე თანხმდებოდნენ.

შერიფი ამბობდა, რომ ეს შეხედულებათა საერთო ჩარჩოს ჩამოყალიბების გზით საზოგადოებაში სოციალური ნორმების ჩამოყალიბების სიმულაცია იყო.

შემდეგი ექსპერიმენტი რეალურ სიტუაციაზე იყო დაფუძნებული. თვითმხილველთა იდენტიფიკაციის ტესტში მონაწილეებს, ეჭვმიტანილებს ჯერ დამოუკიდებლად აჩვენებდნენ. და ეჭვმიტანილთა იდენტიფიკაციისთვის ერთ წუთს აძლევდნენ. – ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ მათი წვლილი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მეორე ჯგუფს უთხრეს, რომ ეს უბრალო სინჯი იყო. იმ ჯგუფში, რომელშიც სწორი პასუხების მიღების მაღალი მოტივაცია იყო კონფორმულობის ტენდენცია გაიზარდა. მათი კონფორმულობის ხარისხი ვისაც უნდოდა რომ მეტად ზუსტი ყოფილიყო 51% იყო, ხოლო მეორე ჯგუფის კი – 35%.

მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებაში ადამიანთა ახირებულობა, ჟინიანობა და საერთო ტენდეციები ინდივიდების მიერ სხვებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს, ადამიანები ამჯობინებენ რომ საკუთარი შინაგანი სიგნალები უარყონ და სხვა ადამიანების მსგავსად მოიქცნენ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი