ოშო:,,რა არის ცნობიერება? – ხედვითი ,,აზროვნება” ტვინის გარეშე”

0
1114

მცნებები და სწავლებები იმისთვისაა, რომ იმოქმედო მის მიხედვით, წინსვლაში გამოიყენო, ხოლო როდესაც მიხვდები, რომ წინსვლაში ხელს გიშლიან, გადააგდო.

განა გონიერი ადამიანი წაათრევს თან ნავს, როცა მდინარე უკვე გადალახა და მიზნამდე მხოლოდ მთა დარჩა ასასვლელი?

მაგრამ ეს კიდევ პოზიტიური შედარებაა. საქმე უფრო ცუდადაა. როდესაც რელიგია მოდად იქცევა,ხოლო მცნებები არაფრისმთქმელ ლოზუნგებად. როცა სიტყვები ღმერთი, სიწმინდე, რწმენა, იმედი, სიყვარული გაცვეთილ ფრაზებად იქცევა, ყური ეჩვევა, სული კი იძინებს.

მოდის ოშო და ამ სისტემას თავდაყირა აყენებს. ხან ცდილობს როგორმე სიტყვების დიდი ხნის დავიწყებული არსი გაგახსენოს. როცა ეს არ ჭრის, ამბობს, რომ საერთოდ სისულელე და ტყუილია ეს სიტყვები, მწარედ დასცინის მათ, რომ შენი გონება კომფორტული ძილის მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ზოგჯერ ამას ახერხებს, შენ ამას გრძნობ და მადლიერი ხარ მისი, მაგრამ ადამიანის გონება ოხერია, ეშმაკზე უფრო ეშმაკია. ახლა ოშოს გააკერპებს, მის სიტყვებს სასპეკულაციოდ გამოიყენებს, საკუთარ ფარულ სურვილებს და ავხორც ვნებებს ოშოს სწავლებად გაასაღებს და იგივე განმეორდება რაც არაერთხელ მომხდარა. ამიტომ გვკარნახობს ოშო:არ ვარ ღმერთი, არც მესია,არც წმინდანი. ადამიანი ვარ, შენნაირი ადამიანი და მეტი არაფერი. ამიტომ აი ჩემი ხელი, ჩამკიდე, მე გაგიყვან აქედან, მაგრამ როცა გახვალ, გამიშვი, დამივიწყე და გააგრძელე შენი გზა…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი