კრუასანის ხაჭაპური საფირმო რეცეპტებიდან

0
346

მასალად დაგვჭირდება 

ფქვილი – 500 გრ.

მუქი ლუდი – 250 მლ.

საფუარი – 10 გრ.

კვერცხი – 1ც.

შაქარი – 1ჩ/კ

კარაქი – 100გრ.

წყალი – 50გრ.

ყველი – 300გრ.

მარილი გემოვნებით 

კრუასანის ხაჭაპურის მომზადების დრო 3-4 საათი და რაც მთავარია, კრუასანის ცომის ამ ტექნოლოგიით მომზადება მარტივ და არადამღლელ პროცესად გარდაიქმნება. 

50გრ. თბილ წყალში დაამატეთ 10 გრ. საფუარი და 1ჩ/კ შაქარი საკვებად. დავდგათ ისეთ ადგილას, რომ სითბო შეინარჩუნოს. დავაფაროთ ჭიქას პატარა თეფში და გავაჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. 15 წუთის შემდეგ დავამატოთ 250გრ ლუდი

მანამდე, ჯამში კარგად აურიეთ 500გრ. ფქვილი და 100გრ კარაქი – ისე, რომ კარაქი ნამცეცებად იქცეს. ამის შემდეგ დავამატოთ 1ც. კვერცხი და განვაგრძოთ ცომის ხელით დამუშავება. საბოლოოდ ფქვილიან მასას შევურიოთ საფუარიანი სითხე და განვაგრძოთ დამუშავება.

ცომი გადმოიღეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე და ზილეთ 10 წუთის განმავლობაში – პერიოდულად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ფქვილი, იმ შემთხვევაში თუ ცომი ხელზე გვეკრობა. 

გამოკარით ცომი ცელოფანში და შენახეთ მაცივარში 1 საათით.

1 საათის შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ ცომი, 6 ნაწილად გადაკეცეთ და ისევ მაცივარში მოათავსეთ 1 საათის განმავლობაში.

შემდეგ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ მრგვლად, რაც შეიძლება თხელ ფენად და დავჭრათ სამკუთხედებად. თითო გუნდიდან უნდა უნდა მივიღოთ 12 სამკუთხედი. ჯამში, ორივე გუნდიდან უნდა მივიღოთ 24 სამკუთხედი

გამოსაცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გადაახვიეთ კრუასანი სამკუთხედის ძირიდან წვერისკენ და დადეთ საცხობ დაფაზე. კრუასანს გვერდები ოდნავ მოუხარეთ, რომ კრუასანიც ოდნავ რკალისებური გახდეს. გადახვევის დროს  გავუკეთოთ ყველის გულსართი.  

გაახურეთ ღუმელი 200 C – მდე

პატარა ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გული, გაურიეთ 3-4 ს/კ წყალი და კარგად მოურიეთ. მიიღებთ თხევად მასას. ფუნჯით გადაუსვით თხევადი მასა კრუასანებს

შედგით კრუასანი ღუმელში გამოსაცხობად. ცხობის დროს, კრუასანები კიდევ უფრო გადიდდება. აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში – როდესაც კრუასანი კარგად დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი